x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ათი შემზარავი სურათი, დახატული ცნობილი მხატვრების მიერ (+16)
ჩვენთვის კარგად ცნობილი მხატვრები მხოლოდ კლასიკური, სავსებით უწყინარი სურათების ხატვით როდი კმაყოფილდებოდნენ, ბევრ მათგანს იტაცებდა რელიგიური თემები და ზებუნებრივი ძალები, მისტიკა და სისასტიკე.. ბოსხი, გოია, კარავაჯო და ბევრი სხვა სახელგანთქმული ფერმწერი ქმნიდნენ შემზარავ, სასტიკ ნახატებს, რომლებზეც დემონები და ავი სულები, ადამიანის სხეულის ნაწილები, ჯოჯოხეთის პეიზაჟები და სხვა საშინელი რამ იყო აღბეჭდილი. სწორედ ასეთ ნამუშევებზე გვექნება დღეს საუბარი.


მაშ ასე, თქვენს წინაშეა ცნობილი მხატვრების მიერ დახატული ათი შოკისმომგვრელი, შემზარავი ნახატი.


''ივდითი და ოლოფერნი'', კარავაჯო



image


ეს სურათი დახატულია ცნობილი "ივდითის წიგნის" მიხედვით, რომელიც ახალგაზრდა ქვრივის, ივდითის შესახებ მოგვითხრობს. ლეგენდის მიხედვით, ოლოფერნი იყო მხედართმთავარი ნაბუქოდონოსორის არმიისა, რომელიც იუდეაში შეიჭრა. ბაბილონელებმა ალყა შემაორტყეს ქალაქ ვეტილიას, სადაც ღვთისმოშიში და პატიოსანი ახალგაზრდა ქვრივი ივდითი ცხოვრობდა. ქალაქის მცხოვრებლებს გადარჩენის არანაირი შანსი არ ჰქონდათ. მაშინ ივდითმა ჩაიცვა ლამაზი კაბა, თან წაიყვანა მხევალი და შეიპარა მტრის არიაში. მან იმდენი მოახერხა, რომ დაუახლოვდა ოლოფერნს და მისი ნდობაც კი დაიმსახურა. ოლოფერნს ქალი თავდავიწყებით შეუყვარდა. ერთხელ ღამით, როცა მთვრალ მამაკაცს ეძინა, ივდითმა მას თავი მოაჭრა და შემდეგ ჩუმად გამოიპარა თავისიანებისაკენ. ამ საქციელით მან მშობლიური ქალაქი მტრის ხელში ჩაგდებას გადაარჩინა. გენიალურმა კარავაჯომ თავის ტილოზე სწორედ ის მომენტი აღბეჭდა, როცა ივდითი თავს კვეთს ოლოფერნს. მოხუცი მსახურის სახეზე გამოსახული სისასტიკე და ივდითის თვალებიდან წამოსული ზიზღი შემზარავად წონასწორდება ოლოფერნის ბაგეთაგან აღმოხდილი შემზარავი ყვირილით.


"ღამის კოშმარი", ჰენრი ფიუზელი


image


შვეიცარიელი მხატვრის ჰენრი ფიუზელის ოთხი სურათისაგან შემდგარი სერიის ერთ-ერთი ნახატი, რომელიც წარმოადგენს ახალი დროის ხელოვნების გოთიკურ მიმართულებას.


''დიდი წითელი დრაკონი და ზღვის ურჩხული'', უილიამ ბლეიქი


image


დღესდღეობით უილიამ ბლეიქი კარგადაა ცნობილი თავისი გრავიურებითა და რომანტიკული პოეზიით, თუმცა ის სიცოცხლეში სულაც არ იყო ცნობილი პიროვნება. მისი გრავიურები და ილუსტრაციები კლასიკურ სტილშია შესრულებული. ბლეიქმა აკვარელით სურათების მთელი სერია დახატა, რომლებზეც გამოსახა დიდი წითელი დრაკონი ძველი აღთქმიდან. სურათზე აღბეჭდილი წითელი დრაკონი, რომელიც ზღვის ურჩხულის თავზე დგას, ეშმაკის განსხეულებას წარმოადგენს.


''ველასკესის მიერ შექმნილი ინოკენტი Х-ის პორტრეტის გადასინჯვა", ფრენსის ბეკონი


image

ფრენსისის ბეკონი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარი გახლდათ. მისი სურათები ხისტია და ცივი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათში მილიონობით დოლარს იხდიან, არანაკლები ღირს მისი ტილოების ნაგლეჯებიც კი (ბეკონი ანადგურებდა იმ ნახატებს, რომლებიც არ მოსწონდა). თავის შემოქმედებაში ის რამდენჯერმე დაუბრუნდა რომის პაპის ინოკენტი Х-ის პორტრეტს. ველასკესის ტილოზე პაპი ჩაფიქრებულია, ხოლო ბეკონის ნახატზე ის თითქოს ყვირის.


''სატურნი ჭამს თავის შვილს'', ფრენსის გოია


image

რომაული მითოლოგიის თანახმად, ღმერთები ჭამდნენ თავიანთ შვილებს, რომ შემდგომში მათი ადგილი არ დაეკავებინათ. სურათზე გამოსახულია ღმერთი სატურნი, რომელიც ბავშვს ჭამს. ეს სურათი ფართო საზოგადოებისათვის არასოდეს არ ყოფილა ცნობილი, ის გოიამ თავისი სახლის კედელზე დახატა ასევე შემზარავი "შავი სურათების'' გვერდით.


''დანტე და ვერგილიუსი ჯოჯოხეთში'', ადოლფ უილიამ ბუგრო


image

დანტეს ჯოჯოხეთი, რომელიც წამების სცენებს აღწერდა, ყოველთვის წარმოადგენდა მხატვრების შთაგონების წყაროს, მათგან ბუგრო-ყველაზე ცნობილია; მის ჯოჯოხეთში პერსონაჟები გამუდმებით იბრძვიან, იპარავენ რა ერთმანეთის პიროვნებას კბენით. დემონის მხიარული სახის ფონზე დანტე და ვერგილიუსი დაფიქრებული უყურებენ სამუდამო ტანჯვისათვის განწირულებს.


''მარატის სიკვდილი'', ედვარდ მუნკი


image

ედვარდ მუნკი-ყველაზე ცნობილი ნორვეგიელი მხატვარია. მისი გოთიკური სტილის ნახატი "ყვირილი" ღრმადაა ჩაბეჭდილი უამრავი ადამიანის ცნობიერებაში. ჟან პოლ მარატი საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის კანის დაავადებით იტანჯებოდა და ამიტომ დიდ დროს ატარებდა აბაზანაში, სადაც თავის ჩანაწერებზე მუშაობდა. სწორედ იქ მოკლა ის შარლოტა კორდემ. მარატის სიკვდილი ბევრ მხატვარს აქვს დახატული, მაგრამ მუნკის ვარიანტი ყველაზე სასტიკია მათ შორის.


''მოკვეთილი თავები'', თეოდორ ჟერიკო


image

მხატვრის ყველაზე ცნობილი ქმნილებაა '' მედუზის ტივი"- რომანტიულ სტილში დახატული უზარმაზარი ტილო. ჟერიკო ცდილობდა დაემსხვრია კლასიციზმის ჩარჩოები და გადასულიყო რომანტიზმში. თავისი სურათებისათვის ის ნატურად იყენებდა ადამიანების ნამდვილ კიდურებსა და თავებს, რასაც ლაბორატორიებსა და მორგებში პოულობდა.


''წმინდა ანტონის დასჯა'', მათიას გრიუნევალდი


image

ეს მხატვარი ხატავდა შუა საუკუნეების რელიგიურ სიუჟეტებს, თუმცა თავად აღორძინების ეპოქაში ცხოვრობდა. ლეგენდის თანახმად, წმინდა ანტონის უდაბნოში ლოცვის დროს რწმენის გამოცდა მოუწყვეს: ის დემონებმა მოკლეს გამოქვაბულში. შემდეგ ბერი აღსდგა და გაანადგურა ისინი. სურათზე გამოსახულია, თუ როგორ ესხმიან თავს დემონები წმინდანს.


''ნატურმორტი ნიღბებისაგან'', ემილ ნოლდე


image

ემილ ნოლდე ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მხატვარი-ექსპრესიონისტი გახლდათ, თუმცა ის კარგა ხანს იმყოფებოდა სხვა მხატვრების ჩრდილში. ექსპრესიონიზმის არსი მდგომარეობს რეალობის გამოსახვაში სუბიექტური თვალთახედვით. ნოლდემ ეს სურათი ბერლინის ნიღბების მუზეუმში ვიზიტის შემდეგ დახატა.


''მიწიერი ცდუნებების ბაღი'', იერონიმ ბოსხე


image

იერომინ ბოსხი ცნობილია რელიგიურ თემაზე შექმნილი ფანტასტიკური და ტრაგიკული ნაწარმოებებით. მიწიერი ნეტარების ბაღი-ესაა ტრიპტახი, რომელზეც გამოსახულია სამოთხის ბაღი, მიწიერი ნეტარების ბაღი და დასჯა სასიკვდილო ცოდვებისათვის, რომელიც მიწისქვეშა ბაღში ხდება. სურათის ყურადღებით დაკვირვებისას ნათლად ჩანს ბოსხის ბუნებრივი ნიჭი და გონებამახვილური მიდგომა სულ პატარა დეტალების მიმართაც კი, თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ ბოსხის შემოქმედება სავსეა ერთიმეორეზე უფრო შემზარავი ნახატებით.


4
1472
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1472
  
2016, 1 აგვისტო, 12:14
და საშიში, მაგრამ უმაგრესი ნახატები:)
2016, 1 აგვისტო, 9:41
რა მაგარი სტატიააა
2016, 31 ივლისი, 12:31
და მიუხედავად შიშისა, მაინც ხომ გიზიდავს?:)
2016, 31 ივლისი, 12:26
ბოსხი ყოველთვის ,,მაშინებდა,,)
0 1 4