x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
საქართველოში "მის ბიკინი–2016'–ის გამარჯვებული გამოვლინდა
საქართველოში "მის ბიკინი"-2016-ის გამარჯვებული გამოვლინდა.ტიტული მოიპოვა 22 წლის აურელია ჩებანიამ.


ჩავანია წარმოშობით მოდლაველია, ცხოვრობს ქალაქ გორში და თავისუფლად ფლობს ქართულ ენას.

image

ფოტოზე: მის ბიკინი 2016-აურელია ჩებანია.





ამა წლის სექტემბერში აურელია ჩინეთში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს კონკურსში "Miss bikini Universe -2016"-ში სადაც გოგონები 90 ქვეყნიდან იბრძოლებენ გამარჯვებისთვის.


ნაციონალური კონკურსის ფინალი ბათუმში გაიმართა, სასტუმრო კომპლექს "ლეოგრანდში".


"მის ბიკინის" ტიტულისთვის 15 ფინალისტი იბრძოდა, რომელთა ასაკი 18-დან 27
წლამდე იყო. გოგონები ჟიურის წინაშე საცურაო კოსტიუმებში წარდგნენ, აგრეთვე
კოქტეილისა და საღამოს კაბებში.

imageფოტოზე: ვიცე მის ბიკინი-2016-ანა ოძელი.



საქართველოში მის ბიკინი პირველად 2014 წელს ჩატარდა.წელს კონკურსის ორგანიზატორი იყო სარეკლამო კომპანია "Iraklion"-ი.



ჟიურის წევრები იყვნენ ცნობილი სახეები შოუ-ბიზნესიდან: დათო ხუჯაძე და მარკუს მეტრეველი, ასევე სამოდელო სააგენტო "კატრინის" დამფუძნებელი ეკა მგალობლიშვილი, აგრეთვე თამუნა ვაშალომიძე-"ის ბიკინის" ექს-კონკურსანტი.

image

მიმომხილველები და ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ "მის ბიკინი" საქართველოში ჯერჯერობით დიდი პოპულარობით არ სარგებლობს.გოგონები მორცხვობენ საცურაო კოსტუმში დეფილეს დროს და თამამი პოზების მიღებას ერიდებიან.





1
352
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
352
  
2016, 29 ივლისი, 20:40
მის ბიკინი? არც ბიკინია ლამაზი, არც გოგო, ზუზუც საერტოდ არ აქვ სდა ახლა ამიხსენიტ მის ბიკინი მაშ რაღაა
0 1 1