x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მარადისობაში გადასული ჯარისკაცი და მედიცინის და -– სევდიანი ნაპოვნი 75 წლის შემდეგ
75 წლის შემდეგ ისინი იპოვეს ზუსტად იგივე მდგომარეობაში, როგორც მოუსწროთ სიკვდილმა - საშუალო სიმაღლის ჯარისკაცი და სანიტარი გოგონა თმებზე წითელი სავარცხლით. გოგონას დაჭრილი ჯარისკაცი ბრძოლის ველიდან გამოჰყავდა. ბიჭი ერთი ხელით ქალს ეყრდნობოდა მხარზე, მეორე კი მუცელზე არსებულ ჭრილობაზე ჰქონდა დაჭერილი, რომ სისხლისდენა შეეჩერებინა...


image


2016 წლის 18 ივნისი: შვიდ ათეულ წელზე მეტია გასული იმ ავადსახსენებელი ომის ქარცეცხლიდან. ლენინგრადის ოლქის სოფელ აპრაქსინთან ახლოს გლეხებმა მიცვალებულების ჩონჩხები იპოვეს და ეს ფაქტი სამძებრო სამსახურს შეატყობინეს.


image



ადგილზე მისულმა სამძებრო ჯგუფმა ორი მიცვალებულის ნეშტი აღმოაჩინა. ერთ-ერთი მათგანი მედიცინის და აღმოჩნდა, რომელსაც თმებზე წითელი სავარცხელი ეკეთა. მის თავთან ახლოს იპოვეს ალუმინის კარდალა და სანიტარული ჩანთის ნარჩენები. გოგონას ფრონტის ხაზიდან დაჭრილი ჯარისკაცი გამოჰყავდა, როცა სავარაუდოდ, საბრძოლო ჭურვი დაეცათ ან ნაღმი აუფეთქდათ ფეხებში და ასე დარჩნენ ისინი ათეულობით წლების მანძილზე.


აი, ეს სავარცხელიც...


image


სამწუხაროდ, ვერც ჯარისკაცის და ვერც მედიცინის დის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა, რადგან მათ არც მედალიონები აღმოაჩნდათ და არც რაიმე საბრძოლო ჯილდოები. ვინ იცის, რამდენი წელი ელოდნენ მათი დედები შვილებს იმ იმედით, რომ ცოცხლები დაუბრუნდებოდნენ? - იქნებ სულაც ქართველი იყო რომელიმე მათგანი...


image



სამწუხარო სტატისტიკა: დიდი სამამულო ომის დროს არმიასა და ფლოტში იმყოფებოდა 200 ათასზე მეტი ექიმი და 500 ათასზე მეტი ფერშალი, მედიცინის და, სანიტარი.. ბევრი მათგანი ფრონტის ხაზზე დაიღუპა. ზოგადად, პროცენტული რაოდენობით, მედიცინის მუშაკები სიკვდილიანობის მიხედვით მეორე ადგილზე იყვნენ მსროლელთა ბატალიონის ჯარისკაცების შემდეგ. ომის განმავლობაში სულ 210 602 სამედიცინო პირი დაიღუპა, აქედან 84 790-ის საფლავი უცნობია.

0
2151
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0