x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
7 მიზეზი იმისა, თუ რატომ გახდით კოღოს სამიზნე თქვენ და არა სხვა. კოღოებისგან თავდაცვის ბუნებრივი საშუალებები

არ გიფიქრიათ იმაზე, რომ კოღო კონკრეტულად თქვენ გეძებთ, რომ მანიაკალურად გადაგეკიდოთ და დაგკბინოთ? და ალბათ, იმაზეც გიფიქრიათ, თუ რა არის ამის მიზეზი? აქვე გიპასუხებთ, რომ ამაში დამნაშავე, ძირითადად (70%), თქვენი გენებია.


image

კოღოები თქვენ გირჩევენ მსხვერპლად, მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით. მეცნიერებმა ეს ხანგრძლივი კვლევის შედეგად დაადგინეს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დაკვირვებას სხვადასხვა სახეობის კოღოებზე ატარებდნენ. ამიტომ, ფაქტორები რომლის გამოც თქვენით შეიძლება დაინტერესდეს კოღო, შეიძლება, სხვადასხვა იყოს. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ კოღოს რომელი სახეობა არის თქვენს რეგიონში გავრცელებული. ზოგადი სურათი კი ასეთია:

ადამიანები რომლებსაც პირველი (0) ჯგუფის სისხლი აქვთ, უფრო მეტად მიმზიდველები არიან კოღოებისთვის, ვიდრე ადამიანები ნებისმიერი სხვა ჯგუფის სისხლით.

image



ფეხმძიმე ქალები 2-ჯერ უფრო მეტად იზიდავენ მალარიის კოღოებს, ვიდრე სხვა ადამიანები. ამას ყურადღება უნდა მიაქციონ ექიმებმა და მომავალმა დედებმა, რადგან დღეს მსოფლიოში ზეკას ვირუსი არის გავრცელებული, რომლის გამოც, ბავშვები თანდაყოლილი დეფექტებით იბადებიან.

image



ერთ-ერთი კვლევის დროს, დადგინდა რომ ადამიანები რომლებიც ლუდს სვამდნენ, უფრო მიმზიდველები აღმოჩნდნენ კოღოებისთვის, ვიდრე მათი ფხიზელი მეგობრები.

image



ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმი გამოყოფს ატრაქტანტს – ეს არის ნივთიერება, რომელიც მწერებს იზიდავს, მაშინ როდესაც, სხვა ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება ნივთიერება, რომელიც აფრთხობს მწერებს. ჯერ-ჯერობით უცნობია ეს ნივთიერებები როგორ მუშაობს. თუმცა, მეცნიერები ცდილობენ მის გამოყოფას და კოღოების საწინააღმდეგო ხაფანგების ან დასაფრთხობი სპრეის შექმნას.

image



კოებს, ის ადამიანები მოსწონთ, რომლებიც სუნთქვის დროს, დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს გამოყოფენ — ასეთები არიან ადამიანები, რომლებიც დიდი ზომის სამოსს ატარებენ და ფეხმძიმე ქალები.


image



ვარჯიშის დროს, ადამიანის ორგანიზმში რძემჟავა წარმოიქმნება, რომელიც ოფლში მოხვედრის შემთხვევაში, ატრაქტანტი ხდება კოღოებისთვის.

imageimageგენეტიკის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ არის საშუალებები, რომელიც დაგიცავთ კოღოების შემოტევისგან, როგორც სახლში ისე ქუჩაში. თავდაცვა კი აუცილებელია, რადგან გარდა იმისა, რომ კოღოს ნაკბენი ქავილს და დისკომფორტს იწვევს, ჯანმრთელობისთვის სახიფათოც არის. კოღოს გადააქვს ისეთი დაავადებები, როგორიც არის ზიკას ვირუსი, მალარია, ყვითელი ციება, დას. ნილოსის ციება და სხვა.
კოღოებს, ისევე როგორც ჩვენ, განვითარებული აქვთ ყნოსვის ორგანოები. ისინი ყველაზე მეტად ვერ იტანენ მიხაკის, რეჰანის, ევკალიპტის, კედრის და ანანასის სუნს. ამ მცენარეებიდან ნებისმიერის ეთერზეთის, ერთი წვეთის, სხეულის ღია ადგილზე დაწვეთების შემთხვევაში, ან 5-10 წვეთის სუნამოში ან ოდიკოლონში ჩამატების და მისი მოხმარების შემდეგ, თქვენ მთელი დღის მანძილზე დაცული იქნებით კოღოებისგან.
რაც შეეხება სახლში თავდაცვას, არც ეს არის რთულად მოსაგვარებელი პრობლემა:
გამხმარი გვირილა დაფქვით და მოაბნიეთ სახლში ან ქოთანში პომიდორი ჩარგეთ და ფანჯრის რაფაზე დადგით. კოღო არასოდეს გაეკარება ფანჯარას, სადაც პომიდვრის ფოთლების სუნი ტრიალებს.

1
3862
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3862
  
2016, 29 ივლისი, 18:50
ეჰ... პირველი ჯგუფის სისხლი მაქვს :(
0 1 1