x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა

imageეს ტერმინი აღნიშნავს ინტენსიურ, ხანგრძლივ და ზოგჯერ დროში გადავადებულ რეაქციას ძლიერ სტრესულ მოვლენაზე. პოსტტრავმული სტრესული რეაქციის აუცილებელ მახასიათებლებს წარმოადგენს:

1.ზესიფხიზლე2.სტრესული მოვლენის განმეორებადი განცდა3.ტრავმასთან ასოცირებული სტიმულებისთვის თავის არიდება.ამგვარი აშლილობის გამომწვევი ექსტრემალური სტრესორებია ბუნებრივი კატასტროფები (მაგ., წყალდიდობა ან მიწისძვრა), ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფები (მაგ., ხანძარი, სერიოზული საგზაო-სატრანსპორტო ავარია, საომარი ვითარება, გაუპატიურება ან პიროვნებისთვის სერიოზული ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება). თავისი პირვანდელი მნიშვნელობით ცნება "პოსტტრავმული სტრესული აშლილობა"მიუთითებდა რეაქციას ისეთ ექსტრემალურ სტრესორზე, რომელიც ნებისმიერ ადამიანზე მოახდენს ზემოქმედებას. ეპიდემიოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ერთსა და იმავე ექსტრემალურ სტრესორზე ყველა ადამიანს არ უყალიბდება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და რომ ამაში გარკვეულ როლს პიროვნული მიდრეკილება თამაშობს.უბედური შემთხვევების დროს ხშირად მსხვერპლი არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ დისტრესს განიცდის, არამედ ფიზიკურ დაზიანებასაც იღებს, რამაც შეიძლება გაზარდოს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ალბათობა.მდგომარეობა, რომელიც ამჟამად პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სახელითაა ცნობილი, მრავალი წლის წინათ იყო იდენტიფიცირებული, თუმცა, ახლა მას სხვა სახელწოდებით იცნობენ. ეს ტერმინი გაჩნდა ამერიკაში ვიეტნამის ომიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეების შესწავლის შედეგად. პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზი მიუთითებდა, რომ დაზარალებულ სამხედრო მოსამსახურეებს არ აღენიშნებოდათ სხვა ფსიქიკური აშლილობა და მათ უბრალოდ სამედიცინო და სოციალური დახმარება უნდა მიეღოთ. მსგავსი ფსიქოლოგიური ეფექტი დაფიქსირებული იყო (სხვა სახელწოდებით) სამხედრო მოსამსახურეებთან ორივე მსოფლიო ომის დროს. პოსტტრავმული სტრესული აშლილობა გვხვდება მხოლოდ განსაკუთრებული სტრესული მოვლენების შემდეგ, მაგრამ ასეთ მოვლენებზე ნებისმიერი სახის რეაქცია არ არის პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მანიშნებელი.ომის ვეტერანებს, ამ აშლილობის გარდა, ხშირად აქვთ დეპრესია, სომატიზირებული აშლილობა და ალკოჰოლისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენების მიმართ მიდრეკილება. საგზაო ავარიის შემდეგ უფრო ხშირად აღინიშნება სხვადასხვა სახის შფოთვითი აშლილობა, ვიდრე პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. საკონცენტრაციო ბანაკში ნამყოფ ადამიანებს შეიძლება განუვითარდეთ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, თუმცა, მათ შეიძლება ასევე აღენიშნებოდეთ მუდმივი გაღიზიანებადობა და მეხსიერების დაქვეითება. ICD -10-ში შეტანილია"კატასტროფის შემდგომი ხანგრძლივი პიროვნული ცვლილებების"კატეგორია. ამ ტიპის მდგომარეობები შესაძლოა აღმოცენდეს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ნაცვლად ან მასთან ერთად. მაგ., ვიეტნამის ომის ვეტერანების 43%-ს, რომელიც აკმაყოფილებს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ყველა დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს, დამატებით აქვს სულ ცოტა ერთი სახის აშლილობა.ამ დროს ყველაზე ხშირია ატიპიური დეპრესია, ალკოჰოლზე დამოკიდებულება, შფოთვითი აშლილობა, ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენება და სომატიზირებული აშლილობა.პოსტტრავმული სტრესული აშლილობის კლინიკური მახასიათებლები შეიძლება სამ ჯგუფად დაიყოს.სიმპტომების პირველი ჯგუფი ზესიფხიზლეზე მიუთითებს და მოიცავს პერსისტენტულ შფოთვას, გაღიზიანებადობას, უძილობას და კონცენტრაციის დაქვეითებას.სიმპტომების მეორე ჯგუფი უკავშირდება ინტრუზიას (ანუ ცნობიერებაში შეჭრას) და შეიცავს მომხდარი მოვლენების განმეორებად დისტრესულ სიზმრებს. მესამე ჯგუფის სიმპტომები განრიდებასთან არის დაკავშირებული და მოიცავს სტრესული მოვლენების საკუთარი ნებით გახსენებასთან დაკავშირებულ სირთულეებს, თავის არიდებას იმისათვის, რაც სტრესული მოვლენის გახსენებას იწვევს, გაუცხოების განცდას, ემოციების განცდის უუნარობას ( ემოციური გასადავება) და აქტივობის მიმართ ინტერესის დაკარგვას. ყველაზე ხშირად ვხვდებით შემდეგ სიმპტომებს: ფლეშბეკი, ღამის კოშმარი და ინტრუზიული ხატები. ზოგჯერ ამ სიმპტომებს საერთო სახელს სიმპტომების განმეორებად განცდას უწოდებენ. გამკლავების არაადაპტაციურმა რეაქციებმა შეიძლება თავი იჩინოს პერსისტენტული აგრესიული ქცევის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების გადაჭარბებულად მოხმარების, წინასწარ განზრახული თვითდაზიანებისა და სუიციდის სახით.ამ ტიპის აშლილობისთვის დეპრესიული სიმპტომები ჩვეულებრივი მოვლენაა. კატასტროფის დროს გადარჩენილი ადამიანები ხშირად განიცდიან დანაშაულის გრძნობას. ზოგიერთი ტრავმული მოვლენის შემდეგ ხდება ცხოვრების საზრისისა და დანიშნულების გადაფასება, რაც საკმაოდ მტკივნეული პროცესია. არსებობს მოსაზრება, რომ დისოციაციური სიმპტომები და დეპერსონალიზაცია პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მნიშვნელოვან სიმპტომებს წარმოადგენს.პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობა შესაძლოა ძნელი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი სიმპტომების გამოვლენიდან ერთ წელზე მეტია გასული. ზოგადი მიდგომა იმ შემთხვევების მიმართ, რომელთა ჩამოყალიბებიდან შედარებით ნაკლები დროა გასული, გულისხმობს ემოციური მხარდაჭერის უზრუნველყოფას, ტრავმული მოვლენების გახსენების ხელშეწყობას (რათა მოხდეს მათი ინტეგრირება პაციენტის გამოცდილებასთან)და ასეთ მოვლენებთან დაკავშირებული ემოციების გადამუშავების პროცესის გაადვილებას.











































0
114
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია ტაბიძე
ნათია ტაბიძე
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0