x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
სად აღმოჩნდნენ თბილისში ჩამოსული უკრაინელი გოგონები - უცნაური თავგადასავალი
imageსაქველმოქმედო ფონდ "ბორანის" დირექტორი, ლევან ღამბაშიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოში უკრაინელი გოგოების მოგზაურობის ამბავს ჰყვება. სახალისო მონათხრობი ინტერნეტ სივრცეში უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა:


"რამდენიმე დღის წინ სამი უკრაინელი ჩავისვი ანანურთან, რუსეთში მივდივართო. წავედით.


სად იყავით, რაც გინდოდათ ნახეთ თქო. პრინციპში კიო, ოღონდ ძალიან უცნაურადო.



თბილისიდან წავედით გორში, სტალინის სახლმუზეუმის სანახავადო. წეროვანთან ტრაილერის მძღოლმა ჩაგვისვა, გორში რა ჩემი ფეხები გინდათ, წამოდით ფოთშიო და წაიყვანა ფოთში.


ფოთში კემპინგს ვეძებდით, პატრულმა გაგვიჩერა, კემპინგი რა ჩემ ფეხებად გინდათ, წავედით განყოფილებაშიაო. მაგრა შეგვეშინდაო, მაგრამ მერე ჩაი რო დაგვალევინეს და კარვები გაგვაშლევინეს განყოფილების ეზოში დავწყნარდითო.


მეორე დღეს თბილისში მოვდიოდით, მაგრამ პირველივე შემხვედრმა მძღოლმა, ხომ არ გადაირიეთ, თბილისში რა ჩემი ფეხები გინდათო და ბათუმში წაიგვიყვანაო. იქედან რაღაცნაირად აღმოჩდნენ ანანურში.


ყაზბეგში რომ ჩავედით, მეთქი აწი უკვე გვიან არის, რუსეთში რა ჩემი ფეხები გინდათ, დარჩით ყაზბეგში თქო და დარჩნენ.


შემდეგ წელს ჩამოვლენ ისევ და თუ ვინმეს გინდათ ვიშვილოთ. ასეთ დამჯერ ხალხს სად იშოვი კიდევ?" - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.


image


1
588
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
588
  
2016, 28 ივლისი, 16:04
ესეიგი ჯერ ბატკანი და მერე ტკ..ი????
0 1 1