x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ბავშვებსა და მოზარდებში

image






ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) ბავშვებში წარმოდგენილია ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტით, იმპულსურობით, ჰიპერაქტივობით ან ამ სიმპტომების კომბინაციით.ეს სიმპტომები გავლენას ახდენენ ყოველდღიურ საქმიანობაზე, როგორიცაა კითხვა, სწავლა ან მეგობრებთან ურთიერთობა. ბიომარკერების არ არსებობის შემთხვევაში, დიაგნოზის დასასმელად იყენებენ ისეთ კრიტერიუმებს, რომლებიც ფოკუსირებულია ქცევით სიმპტომებზე. ვინაიდან ბავშვებში და მოზარდებში ტიპური განვითარებისას ვლინდება ერთი და იგივე მახასიათებლები, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის დიაგნოზი ეფუძნება ბავშვის ასაკის ან განვითარების დონისთვის შეუფერებელ ქცევებს, რომელთათვისაც არ არსებობს სხვა ალტერნატიული

ახსნები. დიაგნოსტირება ჩვეულებრივ ხდება ბავშვობაში, მაგრამ დაავადებული პირები
ხშირად ინარჩუნებენ სიმპტომებს მოზარდობაშიც. ADHD დაკავშირებულია დაბალ აკადემიურ მოსწრებასთან და თანასწორი ურთიერთობების დამყარების შეუძლებლობასთან, მაშინაც კი როდესაც სათანადოდ არის ყურადღება გამახვილებული დაავადებაზე ის მაინც უკავშირდება მაღალ ეკონომიკურ და სოციალურ სირთულეებს.
ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი, წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების (ნეირობიოლოგიური) დარღვევით გამოწვეულ სიმპტომთა ერთიანობას, რომელიც დაკავშირებულია გრძელვადიან, უარყოფით ფუნქციურ შედეგებთან.დიაგნოსტიკური შეფასება ეყრდნობა მშობლებისა და მასწავლებლების შეფასების სკალებს ბავშვის ყოველდღიური საქმიანობების სხვადასხვა სიტუაციებში.მოზრდილობაში დიაგნოსტირების პროცესში მონაწილეობს ბავშვის თვითშეფასება.თანმდევი მდგომარეობები და პრობლემები, განსაკუთრებით სწავლის
სირთულეები, შფოთვა და დეპრესია, ოპოზიციური ქცევა და ქცევის დარღვევები გათვალისწინებული უნდა იყოს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის შეფასებისა და მართვის დროს.მკურნალობისას ყურადღება უნდა იყოს მიმართული ბავშვის ფუნქციურ შეზღუდულობაზე და არა მხოლოდ ADHD-ის ძირითად სიმპტომებზე.მართვის გეგმები შემუშავებული უნდა იყოს ბავშვისა და მისი ოჯახის წევრებისთვის, განსაკუთრებით მშობლებისთვის რომელთაც უნდა მიუთითოთ მიზნები, რომელიც დაკავშირებულია ფართო ფუნქციურ შედეგებთან და წარმოადგენს მკურნალობის პროცესის ეფექტურობას.მასტიმულირებელი პრეპარატები ამცირებს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომს შესაბამისი ფუნქციური შეზღუდვების გაუმჯობესებით.ქცევის მართვა ძირითადი სიმპტომების შემცირებისთვის არ არის ისეთი ეფექტური როგორც პრეპარატების მიღება, მაგრამ ის აუმჯობესებს ფუნქციონირებას და ზრდის მშობლების კმაყოფილებას.
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი არის ნეიროგანვითარების დარღვევა ბავშვებში.აშშ-ში დაახლოებით 5.4 მილიონ ბავშვს 6-იდან 17წლამდე აქვს ADHD-ის დიაგნოზი.1997-1999წლიდან 2006-2008წლამდე დიაგნოზის სიხშირე 33%-მდე გაიზარდა.ბავშვები, რომლებსაც აქვთ დამაზიანებელი და ჰიპერაქტიური ქცევა, ყველაზე მეტად ექვემდებარებიან კლინიკურ შეფასებას, ხოლო იმ ბავშვებში, რომლებსაც არ აქვთ მსგავსი ქცევები, ვერ დადგინდება ADHD. საზოგადოებაზე დაკვირვებებიდან დადგინდა, რომ ეს ქცევები გავრცელებულია უფრო ბიჭებში ვიდრე გოგონებში, ასევე გოგონებზე მეტად ბიჭებში ვხვდებით უყურადღებობის და ჰიპერაქტივობის კომბინაციას, ვიდრე მხოლოდ ყურადღების დეფიციტურ მდგომარეობას.
საერთაშორისო მეტა-რეგრესულმა ანალიზმა აჩვენა რომ ADHD გავრცელებულია 5.3%-ით, გავრცელების ცვალებადობა დაკავშირებულია დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებთან. აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში გავრცელებულობა უფრო დაბალია, ვიდრე მსოფლიოს მასშტაბით სხვა რეგიონებში.ოჯახის, ტყუპების და შვილად აყვანილების კვლევებმა დაამტკიცა რომ ADHD-ს აქვს გენეტიკური კომპონენტი, მემკვიდრეობითობა აქვს 76%-ით. არაგენეტიკურმა ფაქტორებმა (მაგ:ორსულობის დროს მოწევა) შეიძლება იურთიერთქმედონ გენეტიკურ პრედისპოზიციებთან ADHD-ს გამომწვევი დაავადების ფაქტორებში.
ბავშვების კლინიკაში მკურნალობისას, ADHD-ში დიაგნოსტირებული ძირითადი სიმპტომები ყოველთვის არ იჩენს თავს, ამიტომ მშობლებმა, მასწავლებლებმა და სხვა პირებმა ვისაც აქვს შეხება ბავშვთან, უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია ბავშვის სიმპტომებზე ყოველდღიურ სიტუაციაში. მოზარდებში თვითდაკვირვება დამატებითი ელემენტია შეფასებისას, რადგან ამ დროს მცირდება უყურადღებობის და ჰიპერაქტივობის სიმპტომები, მოზარდებზე დამკვირვებლებს არ შეუძლიათ შიდა მცდელობების განხილვა, მხარის დაჭერა სიმშვიდისთვის და ყურადღებისთვის. დადგენილი ცხრილით ქცევითი თვისებების განსაზღვრა უნდა იყოს სანდო, რომ დადგინდეს ნიშნების სერიოზულობა სანამ დაინიშნება მკურნალობა.სხვა სამედიცინო და ფსიქოსოციალური მდგომარეობები გამოვლენილი ნიშნებით ჰგავს ADHD-ში გამოვლენილ ნიშნებს, ეს მდგომარეობა ასევე შეიცავს ეპილეფსიას, ნერვული სისტემის ტრამვის ან ინფექციის დროს გართულებებს, ძილის დარღვევებს, ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას და ჰიპერტირეოდიზმს.
ADHD ხშირად ვლინდება სხვა პრობლემებთან და გარემოებებთან, პირველ რიგში სწავლებასთან და ენობრივ დარღვევებთან, უარყოფით ქცევებთან, შფოთვასთან და დეპრესიასთან და კოორდინაციის სირთულეებთან ერთად. ADHD-ს ასევე შეიძლება თან ახლდეს აუტიზმი, არა მყარი X-სინდრომი, ეპილეფსია, ტვინის ტრამვული დაზიანება, ტურეტის სინდრომი და ძილის დარღვევები.დიაგნოსტიკურმა პროცესმა უნდა დაადგინოს ნებისმიერი თანაარსებული გარემოება რომ შესაბამისად დაგეგმოს მართვა.

ADHD არის ხანგრძლივი მდგომარეობა, მკურნალობა უნდა ჩატარდეს საავადმყოფოში, სადაც ექიმების გუნდი ითანამშრომლებს პაციენტის ოჯახთან. მენტალური ჯანმრთელობის ფსიქიატრებმა და მასწავლებლებმა უნდა განავითარონ მკურნალობის გეგმა, რომელსაც დიდი ხნით გამოიყენებენ სიმპტომებისთვის და ფუნქციებისთვის. მმართველობითი გეგმები უნდა იყოს სპეციფიკურად გამოაშკარავებული, რადგან ისინი ეფექტურ მკურნალობაში უფრო დიდი ფუნქციონალური განვითარების წინამძღვარია. მიზნები შეიძლება შეიცავდეს პაციენტის აკადემიური მოსწრების რაოდენობის ზრდას და პროდუქტიულობას, პროსოციალურ ქცევებს და გაკვეთილებზე დასწრების კლებას.



0
63
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია ტაბიძე
ნათია ტაბიძე
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0