x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"გიხაროდენ!...ჯემალ, შენ ქვეყნის მოღალატე ხარ!“ - რა მოხდა გორის რესტორანში

imageგორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანლი, ნინო გიორგაძე სოციალურ ქსელში ყვება გორის ერთ-ერთ რესტორანში თამაზ მეჭიაურის, ჯემალ სეფიაშვილისა და რუსეთის დუმის დეპუტატის სტუმრობის ამბავს:


"დღეს, ერთ-ერთ რესტორანში ვივახშმეთ, გვერდით სუფრასთან პარლამენტარი და რამოდენიმე ცნობილი ხალხი მუსააფობდა გორელებთან ერთად.
ეს ცნობილი სახე სცენაზე ავიდა, ჯიბიდან დისკი ამოიღო და მუსიკოსებს მიაწოდა, სანამ იმღერებდა საჭიროდ ჩათვალა სიტყვით მოეამართა ჩვენთვის და გვითხრა, დარწმუნებული ვარ გორელები თამაზ მეჭიაურს აძლევთ ხმასო, გვერდით მაგიდასთან სწორედ ბ-ნი თამაზი ზის და გვერდს რუსეთის დუმის დეპუტატი უმშვენებსო, რომელთანაც დიდი პოლიტიკური გეგმები გვაქვსო, აბა ვის გჯერათ რომ რუსეთის გარეშე ვერ ვიარსებებთო?! ხალხი გაისუსა, მე კი „ურა“-სავით შევყვირე „არავიიიის“-თქო, გაუტყდა!
გადავხედე მაგიდას, სულ კაცები, მხოლოდ დუმის დეპუტატს უჯდა გვერდში ქალი, სავარაუდოდ რუსი.
მოკლედ.. აშკარა იყო, დაავიწყდა რომ სამღერლად ავიდა, მერე გაახსენდა, იმღერა, ნამღერს რამოდენიმემ ტაშიც დაუკრა.
მეორედ იმღერა, რაღაც, რუსულად, დუმის დეპუტატის საამებლად, ტაში აღარავინ დაუკრა!
გაბრაზდა...
მოგვაძახა, ხვალაც კი არ ნახავთ ჯემალ სეფიაშვილისნაირ ხელოვანსო... დაგვაყვედრა!
გიხაროდენ! ჩვენ Gori women's choir გორის ქალთა კამერული გუნდი - ს ქალაქი ვართ ჯემალ და შენ, ქვეყნის მოღალატე!" - წერს ნინო გიორგაძე.



image



2
1915
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1915
  
2016, 28 ივლისი, 11:22
როგორც ვირი და ხურმა, ისეა ჯემალაც ხელოვნებასთან... მაშ
ესეც ხელოვანია და ერიკ კლაპტონიც? :D
2016, 27 ივლისი, 16:19
თვითონ მოიგონე ეს ზღაპარი თუ რომელიმე ნაც ბელადი გკარნახობდა?
0 1 2