x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134414
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
""აქ დადგება რუსული ტანკი"... კონტრდაზვერვა, სუსი, შსს - რითი ხართ დაკავებული?! მიხედეთ!!!"

imageკულტურის ყოფილი მინისტრი და საზოგადოებრივი მოძრაობა "იბერიას" დამფუძვნებელი ნიკა რურუა სოციალურ ქსელში სოლოლაკში გადაღებულ ფოტოს ეხმაურება.სურათზე წერია "აქ დადგება რუსული ტანკი".მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიური ნახატი კედელზე არაერთხელ წაიშალა, ვიღაცა პერიოდულად კვლავ აწერს.ნიკას თქმით ეს რუსული ფსბ-ს ერთგვარი სოციალური გამოკვლევაა.წარმოგიდგენთ მის გამოქვეყნებულ სტატუსს : "რუსეთის ფსბ-ს სოციოლოგიური "გამოკვლევა" თბილისი ქუჩებში: ეს წარწერა მოსახლეობამ სამჯერ წაშალა სოლოლაკის ერთ-ერთ კედელზე და ახლა ეს მოწოდება ისევ გაჩნდა იგივე ადგილას. ამით რუსეთის სპეცსამსახურები ჩვენი ოკუპანტისადმი ტოლერენტობის ხარისხს ზომავენ. იგივე რამეს აკეთებდნენ ისინი სხვა ქვეყნებშიც. კონტრდაზვერვა, სუსი, შსს - რითი ხართ დაკავებული?! მიხედეთ!!! უამრავი კამერაა გარშემო. თუარადა, ბუნებრივად მათი ხელშემწყობები გახდებით.
PS. ეს ფოტო დღეს გადავიღე"image

0
227
5-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0