x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ადამიანთა ზოოპარკები
ადამიანის ზოოპარკი (ასევე ცნობილია როგორც „ეთნოლოგიური ექსპოზიცია“,
„ადამიანების გამოფენა“ და „შავკანიანების სოფელი“) _ XIX-XX საუკუნის დასაწყისში დასავლეთში გართობის ერთ-ერთი სახეობა იყო, რისი მიზანიც იყო მოეხდინათ აზიის და აფრიკის ხალხების დემონსტრირება ყველაზე ბუნებრივ და ზოგჯერ პრიმიტიულად ველური სახით. მსგავს ზოოპარკებს, განსაკუთრებით გერმანიაში, განსაკუთრებული რასისტული ქვეტექსტი ჰქონდა სოციალური დარვინიზმის მიმდინარეობაზე დაყრდნობით, როდესაც ადამიანებს აფრიკიდან მაიმუნებთან ერთად აჩვენებდნენ, მათი საერთო წარმოშობა რომ ეჩვენებიათ.

image




1. ოტა ბენგა, ჯუჯა კონგოს ხეობიდან, რომელსაც 1906 წელს აჩვენებდნენ ზოოპარკში ბრონკსში. 1916 წელს, არ ჰქონდა რა მას შესაძლებლობა დაბრუნებულიყო მშობლიურ კონგოში, მან თავი მოიკლა.


image




2. ოტა ბენგა 1904 წელს სენტ-ლუსში გამოფენაზე (მარცხნიდან მეორე) და სხვა კონგოელი ჯუჯები.


image




3. ჯუჯების ცეკვა.


image



4. ოტა ბენგა წამახვილებულ კბილებს აჩვენებს.

image

5. ამავე გამოფენაზე: ესკიმოსი გოგონა ნენსი კოლუმბია (1893-1959).
image


6. ფოტოსურათები „ესკიმოსთა სოფლიდან“ 1893 წელს ჩიკაგოს კოლუმბიური გამოფენიდან. ცენტრში - ნენსი კოლუმბია ბავშვობაში.

image

7. „შავკანიანთა სოფელი“ საფრანგეთის გამოფენებზე.

image


8. „შავკანიანთა სოფელი“ საფრანგეთის გამოფენებზე.

image


9. „ შავკანიანთა სოფლები“ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდნენ გერმანიაში, სადაც სოციალური დარვინიზმი იყო პოპულარული. შავკანიანთა სოფელი თვით ბისმარკმაც კი ინახულა.
image


10. 1870 -იან წლებში ადამიანის ზოოპარკები იმპერიალიზმის მეორე ტალღად იქცნენ, რომლებმაც დასვლეთის ის ქვეყნები მოიცვა, რომლებიც მსოფლიოში კოლონიებისთვის იბრძოდნენ. როდესაც მსგავსი ზოოპარკები გამოჩნდნენ ანტვერპენში, ლონდონში, ბარსელონაში, მილანში, ნიუიორკში, ვარშავაში, ჰამბურგში, თითოელი მათგანი 200-დან 300-მდე ადამიანმა ინახულა.

image



11. ავსტრალიელი აბორიგენები; ბროლის სასახლე, 1884 წელი.

image


12. მოხუცი ფიჯელი კანიბალი.

image


13. სომალის სოფელი. Luna Park, სანკ-პეტერბურგი.

image


14. ედმონ პეზონის სამხეცე: ზიზი-ბამბულა.

image


15. იროკეზები.

image


16. ცეილონელები.

image


17. ხშირად ადამიანების ჩვენება ეგრეთწოდებულ „ კოლონიალურ გამოფენებზე“ ხდებოდა, სადაც წარმოდგენილი იყო კოლონიის სხვადასხვა ეკონომიური მიღწევები.
გერმანიაში განსაკუთრებული აღიარება კარლ ხაგენბეკმა მიიღო, რომელმაც წარადგინა
სამოას და საამის ტომები (ლაპლანდიელები).
image

18. ტუარეგი.

image

19. ლაბრადორელი ესკიმოსების ოჯახი ჰამბურგის ან ბერლინის ზოოპარკში, 1880 წელი. მათ ქრისტიანობა მიიღეს და გერმანული სახელები დაირქვეს. მამაკაცს ქვია
ავრაამ ულრიკაბი; მის მეუღლეს - ულრიკა; ბავშვებს სარა და მარია; დისშვილს ტობიასი; მათთან ერთად კიდევ ერთი ოჯახი იყო. ულრიკაბმა ამ სახით გადაწყვიტა ფულის გამომუშავება, მისიონერებისთვის რომ გადაეხადა ვალი. ხუთი თვის განმავლობაში ყველა დაიღუპა ყვავილისგან, რაზეც მათ იმუნუტეტი არ გააჩნდათ. ავრაამ ულრიკაბი ინუკტუიტის ენაზე დღიურს აწარმოებდა, რომელშიც მან დაწვრილებით აღწერა ყველა ის დამცირება, რაც მისმა ოჯახმა გადაიტანა.

image


20. პლაკატი გამოფენიდან.

image


21. სემინოლი-ინდიელები ნიუ-იორკის გამოფენაზე 1939 წელს.

image



22. Kawesqar-ის ტომის 5 ინდიელი (ცეცხლოვანი მიწა, ჩილე) 1881 წელს მოტაცებული და გადაყვანილი იქნენ ევროპაში ადამიანის ზოოპარკში საჩვენებლად. ხუთივე გარდაიცვალა ერთი წლის შემდეგ.

image




23. ისტორიკოსი კურტ იონასონი ადამიანების ზოოპარკების გაქრობას ხსნის არა მხოლოდ ერების თანასწორობის გავრცელებული იდეით, არამედ 1929 წლის დიდი დეპრესიის დადგომით, მაშინ როცა უბრალო ადამიანებს ასეთ ღონისძიებებზე დასასწრები ფული აღარ ჰქონდათ.

image


24. სამწუხაროა ახლანდელი ევროპელი ლიბერალების და ტოლერანტებისთვის იმის გაცნობიერება, რომ მათი ბაბუები და მამებიც კი eugenics-ით ფულს აკეთებდნენ: ევროპული ზოოპარკიდან უკანასკნელი შავკანიანი გაქრა 1935 წელს ბაზლში და 1936 წელს ტურინში. მაგრამ უკანასკნელი „დროებითი ექსპოზიცია“ შავკანიანებით 1958 წელს იქნა წარმოდგენილი ბრიუსელში ექსპო გამოფენაზე, სადაც ბელგიელებმა წარმოადგინეს „ კონგოს სოფელი მოსახლეობასთან ერთად“.


image


2
584
12-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
584
  
2016, 24 ივლისი, 20:26
მეც. პირდაპირ შოკში ვიყავი... ისე, ჩვენი ადმინისტრაციაც დაიზაფრა ეტყობა :-) და საერთოდ აიღეს დღევანდელი სიახლეების ზოლიდან D
2016, 24 ივლისი, 20:20
ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი((
0 1 2