x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სუსტი თითები

დღეს უჩვეულოდ ლამაზი დღეა, ჩიტების ჭიკჭიკი შენში აღწევენ და გათბობენ, მაგრამ მაინც გგონია, რომ იწვიმებს, კარგადაა ყველაფერი მაგრამ წარმოგიდგენია ამ საღამოს ნაწვიმარ ფანჯარასთან როგორ ჩამოჯდები და ამოქარგავ მინაზე შენი თითებით გულის ნადებს.
ყოველთვის ხო ასე აკეთებენ ადამიანები, როცა ვერავის ვერაფერს უმხელენ, სუსტი თითების მეშვეობით გამოდიან ნაჭუჭიდან და გულს უშლიან მინას, წვიმას, შეიძლება ამიტომ მოსწონთ მათ ასეთი ამინდი .
ჩვეულებრივ გოგონა თავისი სუსტი თითებით მინას ეთამაშებოდა, წვიმას ელოდებოდა, მაგრამ არ იწვიმა, გული უფრო მოუკვდა, იგი დღეს თავის სათქმელს ვეღარ იტყოდა, იგრძნო, რომ ვიღაც მოუახლოვდა და მის თითებს შეეხო, ეს ის შეხება იყო მთელი ცხოვრება რომ ენატრებოდა, ელანდებოდა მისი სახე ყოველ საღამოს, ესმოდა საყვარელი, საოცნებო და ჯადოსნური სიტყვები, მაგრამ ეს შეხება აღარ იყო, თითები უფრო დასუსტდა და გაურკვევლობას მიეცა.
-ნუ იძაბები, პატარა მე უკვე შენთან ვარ, დღეიდან არსად წავალ, ჩემთვის უშენობა უფრო დიდი ომი იყო, ვიდრე ეს მცირე ბრძოლა, ძალიან მენატრებოდი, ძალიან, შენი თითები, შენი ლამაზი და ნაზი თითები.
გოგონამ გონი დაკარგა, გამოგვიძებულმა კი გულამოსკვნილი ტირილი დაიწყო და თითების მოძრაობით შეეხო მის სათუთ ნაკვთებს, მისმა სუნთქვამ თითქოს გული აუჩქარა და ამავედროს შეუჩერა, მაგრამ მისი თითები ამ დროს უფრო ძლიერდებოდა და ხვდებოდა, ის ის იყო, ვისაც რამდენიმე წელია უიმედოდ ელოდა .image

0
54
2-ს მოსწონს
ავტორი:ჯინაა
ჯინაა
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0