x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"არ ვიმოქმედებთ? მაშინ ჩვენს თავს დავაბრალოთ"

image"არ გვიშველის წუწუნი.
ჩვენ მოქმედება გვიშველის.
არ გვიშველის სხვისკენ ხელის გაშვერა ან გულზე მჯიღი.
ჩვენ დაკაპიწება გვიშველის.
არ გვიშველის სხვისი ლაქების შემჩნევა, როცა თავად ვალაქავებთ გარემოს.
არ გვიშველია დუმილი, როცა რამე ფუჭდება.
ამიტომ, ვიმოქმედოთ.
ყველა ჩაუდექით სათავეში ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ საჭირო საქმეებს.
წვაახალისეთ კულტურა და მოქალაქეობა საკუთარ თავში, სხვებში.
შევიგრძნოთ, განვიცადოთ, რომ ეს ჩვენი სახლია.
არ ვიმოქმედებთ?
მაშინ ჩვენს თავს დავაბრალოთ" - სწორედ ასეთ პოსტს აქვეყნებს ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი საკუთარ ფეისბუქ გვერძე.imageშეგახსენებთ, რომ მან სოციალურ ქსელში რამოდენიმე საათის წინ მიმართვაც გაავრცელა, რომელიც ავარიების რაოდენობის ზრდას ეხება.აღნიშნულ პოსტს საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა : "პარლამენტარებო!
თქვენ ხელს უწყობთ მკვლელობებს
იმიტომ, რომ არაფრით მიიღეთ კანონი, რომელიც საგზაო დარღვევებისთვის ქულების დაკლებას ითვალისწინებს.
თქვენ სასჯელის სირბილით დანაშაულის ჩადენის სურვილს ქმნით.
პრემიმიერ-მინისტრო!
თქვენ ხელს უწყობთ მკვლელობებს, რადგან სათანადოდ არ იაქტიურეთ, რომ ეს კანონი პარლამენტში გაგეტანათ, უზრუნველგეყოთ გარემო, რომელიც საგზაო შემთხვევებს საგრძნობლად შეამცირებდა.
მძღოლებო (განსაკუთრებით მამაკაცები)!
თქვენ ხელს უწყობთ მკვლელობებს, რომ არღვევთ კანონს და გადაჭარბებით მოძრაობთ.
ხშირად ეს მაგარი ბიჭობა გგონიათ.
თუ რამე შეგიძლიათ, გადით რბოლაზე
გოგონებო!
თქცენ ხელს უწყობებთ მკვლელობებს, როცა აღტაცებაში მოდიხართ გადაჭარბებით მოძრავი მძღოლი მამაკაცების გამო.
გადაჭარბებით მოძრავი მძღოლები კანონს არღვევენ. თუ ამას ხშირად აკეთევენ, ისინი კომპლექსიანები და არარეალიზებულები არიან.
გაგრძელდება ასე?
მაშინ შემდეგი მსხვერპლი შენი შვილი იქნება, შენი ნათესავი იქნება, შენი მეგობარი, მეზობელი ახლობელი იქნება ან შენ იქნები შემდეგი მსხვერპლი!.."image

0
80
6-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0