x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მუსიკის მსმენელთა კატეგორიები
image


მოდით მუსიკის მსმენელთა კატეგორიებზე ვისაუბროთ. შეფასება 5
ბალიანი სისტემით განვსაზღვრე.



პირველი კატეგორია - მას პირობითად "ყანა'' ვუწოდე.ამ კატეგორიის
მსმენელს დიდად არ აინტერესებს არც შემსრულებლის ვინაობა, არც ჟანრი. და პრინციპში ვერც ერკვევა.თუ სტუმრად გეწვევათ გთხოვთ ჩაგირთოთ რაიმე კარგი (თუმცა რომელია ეს კარგი მისთვის ვერ გეუბნება) ან ახლობელს სთხოვს: რაიმე
"კარგები და ჩქარები" ჩამიწერე. ამ კატეგორიის მსმენელს საკმარისია
ერთფეროვანი რიტმული მუსიკა ჩავუწეროთ და იგი უზომოდ ბედნიერი იქნება.მას
შეუძლია მანქანაში ბოლო ხმაზე ჩართოს თავის "შედევრები"და სიამაყით
გადმოგხედოს, ნახე რა "მაგარი მუსიკები" მაქვსო-შეფასება 0 ბალი



მეორე კატეგორია-მას "სავრემენნიკი"ვუწოდე.
არც ამ კატეგორიის მსმენელს გაეგება მუსიკის რამე. წინა კატეგორიის
მსმენელისგან იმით განსხვავდება, რომ მიყვება მოდას.უსმენს რაც
ჰიტ-აღლუმებშია პოპულარული.გვარებს და სიმღერის სათაურს აქა იქ იმახსოვრებს.ჟანრს მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.თუ რაიმე შარშანდელი ან ცოტა უფრო ძველი მოისმინა ცხვირაბზუებული იტყვის:ეეე, ეს როდინდელია ან როდის იყო მოდაში! შეფასება -1 ბალი.




მესამე კატეგორია-"რაღაც გაეგება"ამ კატეგორიის მსმენელი მუსიკის აქტიური მომხმარებელია.ასე თუ ისე ჟანრობრივადაც ერკვევა. ხშირად დროებით ამოჩემებული ჰყავს რომელიმე შემსრულებელი, იცის მასზე თითქმის ყველაფერი. "პინკ-ფლოიდი" რომ როკის კლასიკოსია და ძაან მაგარია, დაგიდასტურებს, თუმცა ორჯერ ზედიზედ არ აქვს მოსმენილი.შეფასება-3 ბალი.



მეოთხე კატეგორია-"ნაღდი მელომანი"ამ კატეგორიის მსმენელი შეიძლება რაიმე ინსტუმენტზეც უკრავდეს.ძირითადად რომელიმე ჟანრს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა სხვა ჟანრებშიდაც კარგად ერკვევა. ბრწყინვალედ აქვს გადაღეჭილი მუსიკოსების ალბომები. კომპოზიციებს სხვადასხვა კუთხით უსმენს.გაშიფრული აქვს როგორც ვოკალური ასევ სათითაოდ ყოველი ინსტრუმენტის პარტიები.იქექება როგორც ძველ ჩანაწერებში, ასევე ეძებს ახალს და საინტერესოს.


სახლში აქვს კლასიკად ქცეული შემსრულებლების ან ჯგუფების სრული ან ნაწილობრივი დისკოგრაფია.შეფასება-5 ბალი.



0
41
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0