x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ნამცხვარი მაცივარში შესანახი ცომით (ერთხელ მოზილეთ – 4-ჯერ გამოაცხეთ)
image

image

ინგრედიენტები ცომისთვის:


კარაქი (ან მარგარინი) – 300 გრ.


არაჟანი – 300 გრ.

შაქარი – 1, 5 ჭიქა

კვერცხი – 3 ცალი (+ კვერცხის გული – გადასასმელად)

ვანილინი – 1, 5 გრ.

სოდა – 1 ჩ. კ.

მარილი – 1 მწიკვი

ფქვილი – რასაც შეიზელს


მასალა გულსართი:


I. სქელი ჯემი (ნებისმიერი);


II. შაქარი და მანქანაში გატარებული ნიგოზი, პროპორციებით 1:1;


III. (მასალა 4 გუნდისთვის): შესქელებული რძე – 1 ქილა (370 გრ.), შავი შოკოლადი – 100 გრ, ნიგოზი (გატარებული) – 1 ჭიქა;

image

შენიშვნა: აქ მხოლოდ სამი სახის გულსართისთვის საჭირო ინდრედიენტები არის დასახელებული. თუმცა, შეგიძლიათ, სხვა ნებისმიერი შემადგენლობის გულასრთი გამოიყენოთ. თუ გულსართი მშრალი და ფხვიერია, რულეტი გამოაცხეთ, თუ ჯემის მაგვარი მაშინ ღვეზელივით შეკარით და საცხობ ფირფიტაზე, “ნაკერით" ქვევით მოათავსეთ.

image

მომზადება:

image

1. ათქვიფეთ კარაქი კარგად > დაამატეთ არაჟანი და გააგრძელეთ თქვეფა > დაამატეთ შაქარი და კარგად ათქვიფეთ (მინიმუმ 3 წუთი, სანამ არ აფუმფულდება) > შეათქვიფეთ კვერცხი ცალ-ცალკე > დაამატეთ ვანილის ნახევარი, 1 ჭიქა ფქვილში შერეული სოდა, მარილი > კარგად ათქვიფეთ > დაუმატეთ ფქვილი იმდენი, რომ რბილი, გასაბრტყელებელი ცომი მოიზილოს.

2. ცომი გაყავით 4 ნაწილად > გააკეთეთ გუნდები > თითოეული გუნდა მოათავსეთ ერთჯერად პოლიეთილენის პარკებში ან გაახვიეთ ცალ-ცალკე სამზარეულოს აპკში და მაცივარში შეინახეთ 12 საათი.

image

შენიშვნა: ცომის მაცივარში შენახვა 1 კვირის მანძილზე შეგიძლიათ (+2 გრადუსზე –ანუ იმ თაროზე, რომელიც საყინულესთან ახლოს არის). ასე შენახული ცომით, შეგიძლიათ ყოველდღე ახალ-ახალი ნამცხვარი გამოაცხოთ – ერთი გუნდიდან 6-7 ნაჭერი გამოდის.

image

3. შოკოლადიანი გულსართის მოსამზადებლად, ემალირებულ პატარა თასში ჩაასხით შესქელებული რძე > დაამტვრიეთ შოკოლადის ფილა და ჩაყარეთ თასში > დადგით თასი ნელ ცეცხლზე იქამდე, ვიდრე შოკოლადი არ გადნება, თან სულ ურიეთ.

4. როდესაც შოკოლადიანი შესქელებული რძე შეგრილდება, დაამატეთ მანქანაში გატარებული ნიგოზი.

5. გამოიღეთ მაცივრიდან ცომი > გააბრტყელეთ სათითაოდ თითოეული გუნდა 1 სმ. სისქეზე > მოათავსეთ მათზე გულსართის მეოთხედი და ცომზე გაანაწილეთ, ისე რომ ნაპირებთან, 2-3 სმ. სიგანეზე, გულსართის გარეშე იყოს > შეკარით ცომი ღვეზელივით და მოათავსეთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ საცხობ ფირფიტაზე, “ნაკერით" ქვევით.

6. კვერცხის გულს შეურიეთ ცოტა წყალი და დარჩენილი ვანილინი > გადაუსვით ზემოდან ნამცხვარს > მოაფიფქეთ ცოტა შაქარი > დაჩხვლიტეთ ჩანგლით 6-7 ადგილზე.

7. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.

0
303
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
303
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0