x
image
ერეკლე ცოცანიძე
ის საკუთარმა ძმამ ძილში დაახრჩო. - ქართველი ჟურნალისტის საინტერესო პოსტი პაკისტანელი მოდელის შესახებ

image


ძმის მიერ პაკისტანელი მოდელის ქანდელ ბალოჩის მკვლელობას, ჟურნალისტი და ბლოგერ თამარ კარელიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება

"ეს გოგო იყო 26 წლის პაკისტანელი ქანდელ ბალოჩი. ძალიან პოპულარული ინტერნეტ ვარსკვლავი. მოდელი. სახელი გაითქვა თამამი ვიდეოებით, რომლებსაც სოციალური ქსელით ავრცელებდა.
ძალიან გამეცინა, ფოტოებზე, რომლებსაც პაკისტანში "თამამს" უწოდებენ: დეკოლტე, ოდნავ სექსუალური გამომეტყველება და ა.შ. გახდილიც არაა ფოტოებში ეს გოგო. :) ერთადერთი ვიდეო აქვს გადაღებული, სადაც საცურაო კოსტუმი აცვია და ცეკვავს.
ჰოდა, ეს თამამი, გამბედავი და უშიშარი გოგო ორი დღის წინ საკუთარმა ძმამ ძილში დაახრჩო. დაახრჩო პატივისა და ღირსების გამო. იმიტომ, რომ "ლაფში სვრიდა" ოჯახის სახელს, სინამდვილეში კი ცდილობდა, დაერღვია კლიშეები და ეცხოვრა ისე, როგორც უნდოდა და იმ გოგოებისათვის მიეცა მაგალითი, რომლებზეც ყოველდღე ძალადობენ და შიშით ვერ იღებენ ხმას.ის ნაგავი დაპატიმრებულია. ამ გოგოს კი პატარა შვილი დარჩა. როგორც პაკისტანელი გოგოების უმეტესობა, ისიც ადრევე გაათხოვეს, ორ წელიწადში ეყო გამბედაობა ეთქვა, რომ ქმარი მასზე ძალადობდა და გაშორდა. მას შემდეგ დაიწყო საკუთარი თავის დამკვიდრება. ძალიან ხშირად ითხოვდა თავშესაფარს საზღვარგარეთ. ამბობდა, რომ ემუქრებოდნენ და მის სიცოცხლეს საფრთხე მუქრებოდა. ინდოეთი ჰპირდებოდა, თუმცა ვერ მოასწრო იქ გადასვლა.ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ჩემს მშობლებსა და ოჯახის წევრებს ჩემზე ზეწოლა უნდათ და უნდათ, მათ ჭკუაზე ვიარო, მაგრამ მათი კონტროლის მიღმა ვარო.კარგი შოკი მივიღე ეს ამბავი რომ წავიკითხე, მაგრამ მერე გამახსენდა, ღირსებისათვის დახოცილი ქართველი გოგოები, პირველ რიგში - სალომე ჯორბენაძე..ამ თემაზე რომ ვლაპარაკობდით, ჩემმა პაკისტანელმა მეგობარმა მითხრა, მარტო გოგოებს კი არა, ბიჭებსაც კლავენ თამამი საქციელის გამო ღირსებისათვის პაკისტანშიო. " წერს თამარ კარელიძე facebook -ის საკუთარ გვერდზე

0
250
2-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0