x
image
natia.a
რას მოუთხრობს სვეტიცხოველზე გიდი უცხოელ ტურისტს - ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა

image
სოციალურ ქსელში მომხმარებელი ხათუნა იოსავა, ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ მოუთხრობს სვეტიცხოველის ისტორიას გიდი, ციცინო ზივზივაძე, უცხოელ ტურისტს. პოსტის ავტორი აღნიშნავს, რომ სვეტიცხოვლის დამოუკიდებელი გიდისგან გადაღებისა და ვიდეოს გავრცელების ნებართვა აქვს.


„ქალბატონი ციცინოს ექსკურსიის ეს ნაწილი მგონი ინტერნეტსივრცისთვის უცნობია. ასეთი გულიანი და არტისტული თხრობა იშვიათია. გადაღების ნებართვა და გასაჯროება ქალბატონ ციცინოსთან შეთანხმებულია.
უნდა დავამატო განმარტება - ზოგიერთი შესაძლოა ამ ვიდეოს დაცინვად აღიქვამდეს, რაც სრულებით არ შეეფერება სინამდვილეს. პირიქით, ვთვლი რომ ქალბატონი ციცინო ძალიან პოზიტიური ადამიანია, რომელიც თავის საქმეს ძალიან დიდი ერთგულებით განსაკუთრებულად აკეთებს“, - წერს ხათუნა იოსავა.


მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ვიდეო ნამდვილად სახალისოა, თუმცა ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ უცხოელ ტურისტს ამგვარი აქცენტით მონათხრობიდან რაიმე გაეგო.


image




0
545
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
545
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0