x
ხარაიას უცნაური აზრი
ხარაია ოდითგანვე ძლიერი შტო იყო და გარდა ამისა ის ერთ-ერთი უძლიერესი გვარი . არ დავიკვეხნი, მაგრამ მეფეებთან მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდათ.

რამდენიმე დღის წინ ხელში ჩამივარდა ცნობა ხარაიების გაჩენასთან შესახებ:

ოქროს ხანის პერიოდში ზაქარია მხარგრძელმა გაიცნო ხარაშვილი ზაქრო. ზაქარიას გაუხარდა მისი სეხნია, რომ ნახა და უთხრა: "შენ ჭკვიანი, ხარ როგორც მეგრელი, მაგრამ შენ სინამდვილეში იმერელი ხარ. ვფიქრობ გვარი უნდა გადაიკეთო და მეგრულს დაამსგავსო. ვიცი რთულია, თუმცა გახსოვდეს, რომ დაგეხმარები! იმერელი კი იქნები, მაგრამ ვითომ მეგრელი ხარ! შენ თუ ამას გააკეთებ დიდად მოხარული ვიქნები."

ამაზე ზაქრობ უპასუხა: "ბატონო, ზაქარია, ეს ჩემთვის თითქმის ურთულესია, გარდა ამისა, ჩემს გვარზე შეყვარებული ვარ, არ მინდა მეგრელი ვიყო, როცა იმერელი ვარ და ვერც ვერანაირი კუთხის წარმომადგენელი ვიქნები! რა, არ გინახავთ მაგალითად, ჭკვიანი ხევსური ან თუში? ან თუნდაც რაჭველი? ყველა შეიძლება ჭკვიანი იყოს, მაგრამ ხალხი ვინმეს თუ გადაეკიდა.... ვაი მაგას! არ გეწყინოთ, მაგრამ უარს ვამბობ."



ასეთი პასუხის გამგონე ზაქარიამ ხელი ჩაიქნია. ამ ამბავს მოუსმინა მისმასოფელი
მხლებელმა ლევან კაკავამ და ის მოკლა, რას ჰქვია და არ გახდი მეგრელიო. ლევანი დაატყვევეს, ხოლო ზაქროს ობოლი შვილების აღზრდა იკისრა ზაქარიამ. ისინი მეგრელებად შერაცხა და კარგ თანამდებობებზე დანიშნა.





ზუსტად არ ვიცი რა ვიფიქრო, მეგრელი ვარ თუ იმერელი. თქვენ განსაჯეთ. კომენტარებში დაწერეთ. შეიძლება არაა ეს ვერსია სწორი. კიდევ ბევრი ლეგენდაა, მაგრამ სინამდვილესთან ესაა ყველაზე ახლოს!

0
72
1-ს მოსწონს
ავტორი:ხარაია
ხარაია
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0