x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რამდენიმე წლის შემდეგ შესაძლოა ადამიანმა გენმოდიფიცირებული კუნთებით მოიწონოს თავი
imageჩინეთში უკვე გენური ინჟინერიის წყალობით მიიღეს ცხოველები ზემძლავრი კუნთებით.


არც თუ შორეულ მომავალში აღარ იქნება საჭირო სპორტდარბაზში ხანგრძლივი სიარული მუსკულატურის დაყენების გამო.საჭირო აღარ იქნება სპეციალური კვებაც, აღარაფერს ვამბობთ ჯანმრთელობისთვის საშიშ ანაბოლიკურ სტეროიდებზე.


უზარმაზარი ბიცეპსების თუ ტრიცეპსების მიღება გენური ინჟინერიის წყალობით იქნება შესაძლებელი.ცხოველებზე მსგავსი ცდები უკვე ჩატარდა.


ჩინეთის გუანჩჟოუს ფარმაცეტიული ინსტიტუტის მეცნიერებმა(Guangzhou General Pharmaceutical Research Institute) ძაღლს ამოაცალეს ერთ-ერთი გენი, რის შემდეგაც ცხოველის მუსკულატურის ზომა ორჯერ გაიზარდა.


image


ცდებისთვის გამოიყენეს ბიგლის ჯიშის ძაღლები სახელად ჰერკულესი და ტიანგოუ.ცხოველებში მოახდინეს იმ გენის რედაქტირება, რომელიც პასუხს აგებს მიოსტატინის გამომუშავებაზე:-ცილა, რომელიც აფერხებს კუნთების ქსოვილის ზრდას.


ძაღლებს არა მარტო კუნთები გაეზარდათ, არამედ უფრო ძლიერები და ამტანები გახდნენ.


ჩინელმა მეცნიერებმა ძაღლების გენის რეადაქტირება ამჟამად პოპულარული მეთოდი CRISPR-Cas9-ით განახორციელეს.


არ გეგონოთ, რომ ჩინელი მედიკოსების მიზანია, დაკუნთული მონსტრი-ძაღლების გამოყვანა.ისინი ეძებენ დისტროფიის მკურნალობის ეფექტურ მეთოდს.


ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც მიოსტატინის გენი შესაბამის ეფექტს იძლევა.ამერიკელმა მეცნიერებმა გენური ინჟინერიის წყალობით მიიღეს თაგვი-შვარცნეიგერი «mighty mice» და დაკუნთული ძროხა.


imageimage
არის შემთხვევები, როდესაც ცხოველი მიოსტატინის გენის გარეშე იბადება.ასე მაგალითად ძაღლი სახელად Wendy.


image




მიოსტატინური მუტაცია ადამიანებშიც გვხვდება, მათ შორის ქალებშიც.

image

0
551
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
551
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0