x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"გარდაიცვალა ძალიან კარგი ბიჭი, რომელიც უსამართლოდ იყო ციხეში."- ირინა სარიშვილი სულხან მოლაშვილზე.

image
29 ივნისს გარდაიცვალა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი. 46 წლის სულხან მოლაშვილის სიკვდილის მიზეზი ღვიძლის უკმარისობა იყო.

მისმა სიკვდილმა უამრავ ადამიანს დაწყვიტა გული.

"გარდაიცვალა სულხან მოლაშვილი.
ძალიან კარგი ბიჭი, რომელსაც ახლოს ვიცნობდი.
რომელიც არ უყვარდა არცერთ ხელისუფლებას შევარდნაძის ხელისუფლების ჩათვლით, რომლის დროსაც ის კონტროლის პალატის თავმჯდომარედ მუშაობდა.
რომელსაც ჰყავდა ძალიან ბევრი მეგობარი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად.
რომელიც უსამართლოდ იყო ციხეში.
რომელმაც ვერ გაუძლო ციხის უმძიმეს პირობებს და წამალზე უკვე საბოლოოდ დამოკიდებული გახდა.
არ დავწერდი არაფერს გარდა, იმისა რომ ძალიან დამწყდა გული სულხანის გარდაცვალებაზე, რომ არა დღეს უკვე პოლიტიკურ ლოზუნგებში გადასული განცხადებები ნაცვლად გულწრფელი გლოვისა.
თან უმეტეს შემთხვევაში იმ ხალხისგან, ვინც მაშინ როცა სულხანს ყველაზე მეტად უჭირდა, ჩუმად იყო...
მივმართავ დღეს გაგულადებულ სამართლიანობისთვის მებრძოლებს:
სად იყავით მაშინ, როცა თითებზე ჩამოსათვლელი ხალხი სულხანის დასაცავად ციხესთან ვგროვდებოდით?!!!
სად იყავით მაშინ, როცა მე ციხესთან კანტიკუნტად მდგომ ადამიანებთან ერთად მდგომი, თითქმის სიკვდილის პირას მისულ სულხანს მობილურით ველაპარაკებოდი?!
ამას იმიტომ გეკითხებით, რომ დღეს აქ რამდენიმე ისეთის განცხადება ვნახე მოლაშვილი ნაცების რეჟიმის მსხვერპლიაო, რომლებიც შიშით გამარჯობას ვერ მეუბნებოდნენ იმ წლებში!
არასდროს გიფიქრიათ, რომ თქვენც თავის დროზე ხმა რომ ამოგეღოთ, ეგებ უმრავლესობით თავიდან აგვეცდინა ბევრი უსამართლობა და მაშინდელ ხელისუფლებასაც ნაკლები შეცდომა თუ დანაშაული ჩაედინა?!!!
არც ეხლა ფიქრობთ, რომ დღევანდელ დღეს უსამართლობის მსხვერპლთა დასაცავად ხმა ამოიღოთ?!!!
თუ ძველებურად ბუჩქებში ხართ და მხოლოდ მაშინ აღრიალდებით "ლომებივით" დღევანდელი ხელისუფლების შეცდომებსა და დანაშაულებებზე, როცა სხვა მოვა ხელისუფლებაში?!!!
ისეთი წინასაარჩევნო პათოსით წერთ წინა ხელისუფლების დროს ჩირგვებში ჩამალულები, მოლაშვილი ნაცების რეჟიმის მსხვერპლიაო, მგონი ეს ინფორმაცია არასწორი რომ აღმოჩენილიყო, გეწყინებოდათ!!!
ამ და სხვა შემთხვევებშიც, ნაცების დროს სად იყავით "ლომებო"???
ყველა ხელისუფლების ცოდვა დღევანდელის ჩათვლით სწორედ თქვენნაირების კისერზეა მედროვეებო და პორტირებულო ნაცებო!
ხელისუფლებაში ყოფნას დიდი ხიბლი აქვს და მხოლოდ იქ, სადაც სამოქალაქო საზოგადოება არსებობს, ხელისუფლება ნაკლებ შცდომას უშვებს და ნაკლებ დანაშაულს სჩადის!
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ადამიანის გარდაცვალება ვისი ბრალიც არ უნდა იყოს ეს პირველ რიგში უნდა ვიგლოვოთ!
ძალიან კარგი ბიჭი წავიდა ჩვენგან და თუ მაინცდამაინც დამნაშავის მოძებნა გვინდა, ყველამ საკუთარი წილი დავინახოთ ამ და სხვა ტრაგედიებში!"image


0
679
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
679
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0