x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მდიდარი ირანელების ულამაზესი ქალიშვილები - როგორ გამოიყურებიან მუსულმანი ლამაზმანები
imageimage

სპარსული სტილის მთავარი ელემენტი სიმდიდრე და ფუფუნებაა. მდიდარ ირანელ გოგონებს ძალიან უყვართ ბრენდული სამოსი თუ აქსესუარები - Chanel, Dior, Louis Vuitton, Prada… მოდას აყოლილი ლამაზმანები ცდილობენ ყოველდღე სხვადასხვა, ერთმანეთზე ძვირი და მდიდრული სამოსით გამოჩნდნენ.


მზის სათვალესადმი სიყვარული.
image

ირანელი გოგონები ძალიან ცხელ, მზიან ქვეყანაში ცხოვრობენ, ამიტომ გასაგებია მათი სიყვარული მზისგან დამცავი სათვალეებისადმი - ცხადია, ცნობილი ბრენდების წარმოების. მათი ინსტაგრამის გვერდებმა ოპრიკური მაღაზიის კატალოგიც კი შეიძლება მოგვაგონოს - აქ შეიძლება ნებისმიერი გემოვნების სათვალის ჩარჩო იპოვოთ.
image
image

კონტურული მაკიაჟი.


image

ბოლო დროს მდიდარი ირანელი ლამაზმანები თავიანთი სილამაზის ხაზგასასმელად სულ უფრო ხშირად იყენებენ კონტურულ მაკიაჟს. მიუხედავად აუტანელი სიცხისა, რომლის დროსაც მკვეთრი მაკიაჟი დღის მანძილზე არ არის რეკომენდებული, ბევრი მდიდარი სპარსელი გოგო იყენებს დიდი რაოდენობით მაკიაჟს და სახეს თითქოს ხელახლა იხატავს.

image

ხიჯაბი, როგორც სტილის ელემენტი.


image

თავს ვერავინ დადებს იმაზე, რომ ყველა ირანელი ლამაზმანი მართლმორწმუნე მუსულმანია (თუ ბლოგების მიხედვით ვიმსჯელებთ, ეს ასე ნამდვილად არ არის!), მაგრამ ხიჯაბი ან უბრალოდ თავსაფარი მათთვის სტილისა და კულტურული იდენტობის მნიშვნელოვან ელემენტად არის ქცეული. გოგომ შეიძლება ჩაიცვას დახეული ჯინსები, საკმაოდ ღია ტოპი, თავზე კი თავსაბურავი ჰქონდეს დახურული. მოკლედ, თავსაფარის ლამაზად ტარებაში ირანელ ქალებს ბადალი არ ჰყავთ.



imageimage


არაბუნებრივი ქერა.


image

ამერიკული და ევროპული სილამაზის სტანდარტების გავლენა ისეთი ძლიერია, რომ ირანელი გოგონები ბუნებრივ კუპრივთ შავ თმას იღიავებენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მშვენიერი შავთმიანი, რომელმაც, რატომღაც ქერად შეიღება თმა, მთლად ჰარმონიულად ნამდვილად ვერ გამოიყურება.

image

სელფი ძვირადღირებულ ავტომობილში.


image

მდიდრული მანქანა მდიდარი ირანელი მოდასაყოლილი ლამაზმანისთვის ისეთივე აუცილებელი ელემენტია, როგორიც Chanel-ის ფეხსაცმელი და ჩანთები. მანქანაში იმდენად ხშირად იღებენ სელფებს, საინტერესოა, როდისღა ასწრებენ გზაზე ყურებას...


imageimage

5
2299
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2299
  
ლოტკინელ ციგნის ქალებს გვანან.... ბ....ი ვიყო
2016, 6 ივლისი, 21:19
არა მგონია პირველ სურათებზე აღბეჭდილი გოგოები ირანში ცხოვრობდნენ, სხეულის ასე გამოჩენაზე შარიათის კანონით–სიკვდილით დასჯა ან საჯაროდ გაროზგვაა.
2016, 1 ივლისი, 14:43
არაბუნებრივი ქერა მომეწონა
2016, 1 ივლისი, 14:34
შენ ოღონდ აირჩიე :))
2016, 1 ივლისი, 13:40
ერთ-ერთი გამაცანი რა :P
0 1 5