x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
რობოტები

image
დღესდღეობით ტექნიკა და მეცნიერება ისე განვითარდა, რომ ადამიანებმა შეძლეს გამოეგონებინათ რობოტები, რომლებიც დაემსგავსებოდნენ ადამიანებს და მათ ფუნქციებს შეითვისებდნენ. ამის მცდელობა გასულ საუკუნეებშიც იყო, თუმცა დახვეწილი, ადამიანის მსგავსი რობოტი მანამდე არ შეუქმნიათ.
image რობოტები მრეწველობაში 50 წელზე მეტია გამოიყენება.ზოგიერთი რობოტი ადამიანზე სწრაფად და ზუსტად ასრულებს თავის მოვალეობას, ასეთია მაგალითად, სიმძიმეების აწევა და დაწყობა.რობოტს ერთი და იმავე სამუშაოს შესრულება დაუსრულებლად შეუძლია, თანაც ისე, რომ არ მოჰბეზრდება.რობოტებს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს-არ იღლებიან.მართალია, ხანდახან შეკეთებას და ნაწილების შეცვლას საჭიროებენ, მაგრამ აბაზანაში შესვლას და ოჯახის სანახავად შინ წასვლას არ ითხოვენ.
გერმანიის ერთ-ერთ ავტომანქანის საამქროში 450-ზე მეტი რობოტი მუშაობს.ზოგიერთი რობოტი მანქანის ნაწილებს ადუღებს, ზოგი პატარა ჭანჭიკებს უჭერს, ზოგიც ლაზერით ფანჯრის მინებს აერთებს, ნაწილი-აწყობილ მანქანაში საწვავს ასხამს.
image
ჰუმანოიდი რობოტი "პეპერი" მსოფლიოში პირველი რობოტი გახდა, რომელიც საშუალო სკოლაში ივლის."ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ სკოლაში სწავლის შესაძლებლობა მომეცემოდა. პირობას ვდებ, რომ კარგი სწავლისთვის თავს არ დავზოგავ", - განაცხდა "პეპერმა".
image CNN-ის ინფორმაციით, იაპონური SoftBank Robotics Corp-ის მიერ წარმოებული ერთი ცალი ჰუმანოიდი რობოტის ღირებულება 1 600 დოლარს შეადგენს. თანხას ასევე ემატება დაზღვევის საფასური 200 დოლარი. თუმცა, სამი წლის განმავლობაში პროგრამული უზრუნველყოფითა და მომსახურებით Pepper-ის შეძენა მომხმარებელს დაახლოებით 8 ათასი დოლარი დაუჯდება.
აღსანიშნავია ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც 42 წლის ჰონგ-კონგელმა დიზაინერმა, შექმნა, რომელიც ჰგავს სკარლეტ იოჰანსონს .
image
უმანოიდის შესაქმნელად გამომგონებელს წელიწადნახევარი და 50 000 დოლარი დასჭირდა. ჰუმანოიდის სხეულის 70% 3D-პრინტერის მეშვეობითაა შექმნილი და დისტანციურად, ხმოვანი მიკროფონის დახმარებით იმართება. ჰუმანოიდ "სკარლეტ იოჰანსონს" კიდურების გამოძრავება, თავის მოტრიალება, საუბარი, მიმიკური მოძრაობების შესრულება და ბრძანებებზე რეაგირება შეუძლია.
image რობოტები, რომლებიც ადამიანებს ძალიან გვანან.
image
image


2
612
2-ს მოსწონს
ავტორი:ანა ქარჩავა
ანა ქარჩავა
612
  
2016, 1 ივლისი, 13:44
გეთანხმები
2016, 1 ივლისი, 13:36
მალე ჩვენ არავის აღარ დავჭირდებით, ყველაფერს რობოტები გააკეტებენ!
0 1 2