x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
დამივიწყე, თუ შეძლებ 4 ....
image
"დღეს ექვსზე ვრჩებით და პირდაპირ მაღაზიებში მივდივართ იცოდეთ უარი არ მიიღება"

ერთი ტექსტი გაუგზავნა ჯულიმ სამივე მეგობარს...მათაც სხვა რა გზა ჰქონდათ...

თუმცა სამსახურიდან გოგოებთან ერთად გამოსულმა თინამ თვალი თაზოს მოჰკრა რომელიც გასასვლელთან ელოდაა...ამიტომ ტყუილის თქმა არჩია...

-ჯულ, მე რომ არ წამოვიდე ძალიან გაგიტყდება?თავი ძალიან მტკივა...


-კარგი ხვალ წავიდეთ...

-არა ჯული ჩვენ წავიდეთ სახლში წასვლა არ მინდა მერე სადმე წავიდეთ დღეს სახლში ადრიანად მისვლის სურვილი არ მაქვს ...თან ზეგ უკვე იუბილარი ხარ ....

-თინა ცოდოა მარტო...

-წამო მაგას ძილი უშველის ეხლა.. თუ გამოკეთდება შემოგვიერთდება...არა თინა?

-კი თამო...

-აუ ჩვენ გავიქცევით შენ კიდე ოთახში აირბინე გთხოვ ნახე ჩემი კომპიუტერი არ მახსოვს გამოვრთე თუ არა...

-კარგი...

თამო მიხვდა თუ რატომ გადაიფიქრა თინამ ასე მოულოდნელად წასვლა..

"შავ მანქანასთან რომ დგას? თეთრ მაისურში?"

მესიჯი მიაწია თინას თამომ და თაზო ყურადღებით შეათვალიერა...

"ხო, კუდიანო როგორ მიხვდი?"

"თვალები ისე აგიციმციმდა და დაიბენი..კარგად იცოდე ჭკუით"

"არის"

ტელეფონი ჩანთაში ჩააგდო და გასასვლელისკენ წავიდა...თაზო ისევ მანქანასთან იდგა...

-თაზო..აქ რას აკეთებ?

-ერთს ველოდები...

-მართლა აქ მუშაობს?

-კი...

-ვიცნობ ნეტა? ეშმაკურად ჩაიცინა თინამ...

-გეცოდინება...ყველაზე ეშმაკური ღიმილი აქვს ამქვეყნად...

-მგონი ვხვდები ვისზე საუბრობ...კიდევ ყველაზე საყვარელი და ლამაზია...

-ოჰ, რამხელა წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე...

-ა, ჩემზეა საუბარი? ისევ მაცდურად შეხედა თაზოს თინამ...

-თქვენზეე...ისევ იგივე მზერა...ყოველ წამს ჩემს შებმას ცდილობ...

-მეტი საქმე არ მაქვს...


-მაცდურო...

-ერე ნუ მეძახი...

-ეგრე ნუ მიყურებ...

-თქვენში ტელეფონი არ იციან?იქნებ და არ მეეცალა..თემა შეცვალა თინამ

-კი.მაგრამ გუშინ არ მიპასუხეს...ამიტომ გადავწყვიტე თავზე დავდგომოდი..

-და რა გაქვს სათქმელი..

-სადმე წავიდეთ...

-ცუდ ხასიათზე ვარ..თან ვშიშობ რომ შენც გაგიფუჭებ ხასიათს...

-აგიტან..

-კარგი..მაშინ სადაც კარგ ხასიათზე დავდგები მაშინ იქ წავიდეთ...

-და სად სად დადგები კარგ ხასიათზე...

-გამოიცანი...

-კარგი ჩაჯექი...

თაზომ მანქანა პარკთან გაჩერა.დარწმუნებული იყო რომ თინა იქ თავს ყველაზე კარგად იგრძნობდა და არც შემცდარა...

თინამ ყველა ატრაქციონი მოიარა თითქმის, მისი ბავშვური სიცილი მთელ პარკში ისმოდა...თაზო უყურებდა მომღიმარ თინას და გრძნობდა რომ ამ გოგომ მისი ცხოვრება შეცვალა..როგორც იქნა თინას ატრაქციონები მოსწყინდა...ეხლა რა ვქნათ? იკითხა საწყალი სახით...

-ეხლა სადმე წავიდეთ და ყავა დავლიოთ...

-ყავა არმინდა მშია...

-კარგი...წამო მანქანასთან და ჩემს საყვარელ ადგილს გაჩვენებ...

-გავიქცეთ..

-არა...

-გეშინია რომ გაგასწრებ..

-შენ გამასწრებ მე?

-კი.

-შემეხვერწები დამელოდეო...

-დამიჭირე თუ შეძლებ...

-თუ დაგიჭერ?

-გაიმარჯვებ..

-პრიზი რა იქნება?

-რაც გინდა? მაინც ვერ მოიგებ...

თქვა თინამ და ადგილიდან მოწყდა...თაზოს ნავარჯიშები სხეული გამოადგა მაგრამ არც თინა დარბოდა ნაკლებად...ბოლო წამს მოახერხა მისი დაჭერა..თაზოს მკლავებში მოქცეულ თინას ისევ აებნა თავგზა..

-გამიშვი!

-დაგიჭირე...

-ხო მაგრამ ეხლა გამიშვი...

-ნუ გეშინია..არ გაკოცებ..

-არ მეშინია...

-რომ გაგიშვა წახვალ?

-წავალ..

-შენი თვალები სხვა რამეს რომ მეუბნებიან...

-მაინც რას გეუბნებიან ჩემი თვალები?

-მე შენ მომწონხარ! შენ კი მე მოგწონვარ...

-ჩვენ ერთმანეთსაც კი არ ვიცნობთ..

-იმისთვის რომ ადამიანს გულში დარჩე ერთი წამია საჭირო ასე რომ...

-ეგ შეუძლებელია...ერთი კოცნით ნუ გადაწყვიტავ ყველაფერს...

-მე ეხლაც შემიძლია რომ გაკოცო...ისიც ვიცი რომ შენც იგივე სურვილი გაქვს...

მაგრამ ერთს ვერ ვხვდები რატომ ცდილობ რომ ჩემგან თავი შორს დაიჭირო?

-იმიტომ რომ ... თინას უნდოდა ყველაფერი ეამბნა მისთვის მაგრამ ამის ძალა არ შესწევდა...ეშინოდა რომ თაზო წავიდოდა მისგან...

-რატომ?

-ჩვენ კარგად ვგრძნობთ თავს ერთად“მოდი ნუ გართულებთ...ვიმეგობროთ..

-მე უკვე მიჭირს შენთან მეგობრობა..

-ასე ცუდი ვარ?

-თემას ცვლი...

-შენ ხომ დამპირდი ჩემს საყვარელ ადგილს გაჩვენებო..

-კარგი წავედით... თაზომ თინას ცივად გაუშვა ხელი და მანქანაში ჩაჯდა...

კარგახანს იარეს ჩუმად ბოლოს თაზომ მანქანა კლდის პირას გააჩერა და მანქანიდან გადავიდა...ირგვლივ არავინ იყო სიჩუმეს მდინარის ხმაური არღვევდა..თაზო ნაპირზე ჩამოჯდა..რატომ არ შემიძლია გავერთო მასთან და მერე ჩვენ ჩვენი გზებით ვიაროთ?

რატო მაშინებს მისი დაკარგვა როცა ჩემიც კი არა?

საკუთარ თავს კითხვებს უსვამდა მაგრამ პასუხები არსად ჩანდა...

თინა გვერდით მოუჯდა..ცოტახანს ორივე ჩუმად იყო მაგრამ როგორც ყოველთვის თინამ ვერ შეძლო წყნარად ჯდომა...

-ლამაზია...

თაზოს არაფერი უთქვამს...პატარა კენჭი იპოვა და მდინარეში გადააგდო...

-ალბათ აქ ბევრი გოგო გყოლია?

-არა...

-ჩემზე გაბრაზებული ხარ?

-არა...

-ცუდ ხასიათზე ხარ?

-კი...

-მეტი არაფრის თქმა არ გინდა...

-არა...

-კარგი ვიყოთ ჩუმად... თინამ თავი მხარზე დაადო თაზოს.... თვალები დახუჭა და ოცნებებში გადაეშვა...

-შენი გაჩუმება არამგონია შესაძლებელი იყოს...

-ხმასაც არ გაგცემ...

-დიდად დამავალებ “, თუმცა რატომღაც მაგის იმედი არ მაქვს




-თაზო...

-აბა ხმას არ გაგცემო...

-მცივა...

-წავიდეთ...

-არა...ჩამეხუტე..

-ჩემო პატარა, გიჟო გოგო რა გინდა რატომ მეთამაშები?

-თუ არ გინდა ნუ ჩამეხუტები...ადგომა დააპირა თინამ...

-აქ მოდი სულელო ბავშვო...თაზომ თინა ისე მაგრად ჩაიკრა თითქოს ეშინოდა ამის მეტი შანსი აღარ მექნებაო...

-თაზო, გავიჭყიტე...

-კარგი...ადექი აქვე პატარა კაფეა წავიდეთ ვჭამოთ და ყავა დავლიოთ...

-კარგი...

პატარა მყუდრო კაფეში მივიდნენ..თინა გააოცდა როცა შიგნით შევიდნენ ...კედლები ნაწერებით იყო აჭრელებული...

-ეს რა არის...

-ამ კედელზე საყვარელი ადამიანების სახელებს წერენ და სურვილებს იფიქრებენ...

-შენ დაგიწერია..

-არა..

-რატომ?

-იმიტომ რომ ამდეხანს არავინ მყავდა ვისაც მინდოდა რომ ვყვარებოდი...

-ეხლა?

-ეხლა არის ერთი...

-ხოდა დაწერე მისი სახელი...

-დავწერ მაგრამ ვშიშობ რომ შერცხვება და გაწითლდება...

-მას არ ვაჩვენოთ...ჩვენი ყავაც მოვიდა..

ორივენი მაგიდას მიუსხდენ...მყუდროება მესიჯის ზარმა დაურღვიათ..

" თინ, ჩვენ ნახევარ საათში სახლში ვიქნებით შენ რას შვები?"

-სახლში რამდეხანში ვიქნებით?

-40 წუთში...თინამ სასწრაფო წესით მიწერა მესიჯი თამოს "ოც წუთში გამოდით"

-კარგი წავიდეთ...

-რახდება?

-მინდა გოგოებს სახლში მისვლა მივასწრო...

-კარგი ...

გასასვლელისკენ გავიდნენ..უცებ თინა შეჩერდა...

-წამო კედელზე უნდა დავწერო..

კედელთან მიირბინა თინამ...

"თაზო თინა" ქვემოთ კი კითხვის ნიშანი მიუწერა....

თაზომ თინას ხელი რომელშიც ფუნჯი ეჭირა მის ხელში მოაქცია და კითხვის ნიშანის ქვეშ გული მიუხატა...შემდეგ კი თინას თვალებში დაჟინებით ჩააჩერდა თითქოსდა უნდოდა წაეკითხა მისი აზრები...თინა მართლაც გაწითლდა და მზერა მოარიდა...

სადარბაზომდე მიაცილა თაზომ თინა...

-კარგად თაზო მადლობა დღევანდელი დღისთვის კარგი იყო...

-დროებით.ხვალ მორიგე ვარ ზეგ ხომ შევხვდებით..

-ზეგ ჯულიას დაბადების დღეა არამგონია მოვახერხო...

-კარგი რა გაეწყობა...

სადარბაზოსკენ ტაქსმა ჩამოუხვია...

-კარგი წადი, ჩემი გოგოები მოვიდნენ...

- არ დამემშვიდობები?

-კარგად...

-ეგრე არ მინდა...

-წადიიი... კიბისკენ წავიდა თინა

-არ წავალ...

თინა უცებ მობრუნდა თაზოსთან მიირბინა ტუჩის კუთხეში აკოცა და წამში აირბინა კიბეები...

თაზო სახეგაბრწყინებული მობრუნდა და ის იყო სადარბაზოდან უნდა გასულიყო რომ გოგონებს შეეფეთა...

თინამ თავი მოიმძინარა თითქოს და არსად ყოფილა...

-ვინ იყო ის ლამაზი ბიჭი სადარბაზოში რომ შეგვხდა...?ინტერეს ვერ მალავდა სალოო

-ასეთი კარგი მეზობლები თუ გვყავდნენ რატომ არ ვიცოდით აყვა ჯულიც...

-მორჩით და დავიძინოთ ხვალ ვმუშაობთ და პირველი საათია..

დაშალა გოგონები თამომ და თავადაც ოთახში გავიდა...საწოლზე მოწყვეტით დაეშვა...

-აბა როგორ ხარ?...

-კარგად..თავი სიზმარში მგონია და მეშინია რომ ვიღაც გამომაღვიძებს...

-ვერ გეტყვი ნუ გეშინიათქო...

-ორივეს აუხსნი, მეგონა მიყვარდა გიო მაგრამ ეხლა ვხვდები რომ სიყვარული არ მცოდნია...როცა მიყურებს რაღაც მემართება..ძალა მეცლება..მისი შეხება მაგიჟებს, როცა ახლოსა სუნთქვა მავიწყდება...

-იქნებ უბრალოდ გატაცება?

-მას რომ არ უყვარდე ჩემი სურვილი არ კლავდეს გავგიჯდებოდი...

-ამ ამბის დასასრული მაშინებს...

-მეც...

მერე ორივენი გაჩუმდნენ....

თინაზე არანაკლებ აფორიაქებული იყო თაზო...ბედნიერებისგან დაძინებას ვერ ახერხებდა...ტელეფონს დასწვდაა

"ზეგამდე უშენოდ რა გაძლებს?"

თინამ კითხვას თავი აარიდა "დაიძინე" მიწერა ისევ თამოს მიუბრუნდა...

-თამო?

-ხო...

-მოგეწონა?

-კი კარგი ბიჭი ჩანს...

-თამო შენთან დავწვები რააა

-დაწექი...

-ცუდი ადამიანი ვარ მე... გიოს ასე რომ ვექცევი...

-გიო როგორც კი ჩამოვა იმ დღესვე დაუსვამ მასთან ურთიერთობა წერტილს...

-მეშინია...

-მაშინ არ გყვარებია...





გაგრძელება იქნება ......

სიყვარულით ინტერ-გოგონა













0
337
9-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0