x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მოტივაცია
imageადამიანს ხშირად აქვს ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როცა მიზანი დასახულია, მიზნის მისაღწევი გზა ცნობილია, მაგრამ ის რატომღაც არაფერს არ აკეთებს.
ალბათ ბევრ თქვენთაგანს ჰქონია სურვილი - დაეწყო ფიზიკური ვარჯიშები, დაეცვა დიეტა, თავი დაენებებინა მოწევისათვის, შეედგინა ბიზნეს-გეგმა ახალი ბიზნესის დასაწყებად, გაეცნო მისთვის სასურველი გოგონა (ან მამაკაცი) და ა.შ... გაეკეთებინა მრავალი ისეთი სასარგებლო საქმე, რაც უკეთესობისკენ შეცვლიდა თქვენს ცხოვრებას, მაგრამ რატომღაც, ყოველდღიურად თქვენ, გადადებთ ხოლმე ამ მოქმედებებს...
ალბათ ცნობილი მომენტია, იწყებთ ორშაბათიდან, შემდეგი კვირის ორშაბათიდან, კიდევ შემდეგი ორშაბათიდან და ა.შ.
ან დაიწყებთ რომელიმე გადაწყვეტილების შესრულებას, 2-3 დღის შემდეგ კი თავს მიანებებთ და ყოველთვის პოულობთ „ობიექტურ მიზეზებს“ თავის გასამართლებლად...
სამწუხაროდ ასეა, ძალიან კარგად იცით, სრულყოფილ ინფორმაციას ფლობთ, ბოლომდე დარწმუნებული ხართ, აუცილებლობასაც გრძნობთ, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვერ წყვეტთ გადადგათ რეალური ნაბიჯები...
რა არის ამის მიზეზი? რაშია პრობლემა და სად უნდა ეძებოს ადამიანმა ამ ჩიხიდან გამოსვლის გასაღები?
მოტივაცია არის რაიმეს გაკეთების მიზეზი.მოტივაცია მძლავრი მოტორია, რომელიც გაიძულებთ მიუახლოვდეთ მიზანს, ეს კი ძალზედ მნიშვნელოვანია თქვენი სრულყოფისათვის და პიროვნული განვითარებისთვის. ადამიანის მოტივაციისადმი დამოკიდებულება ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან იწყება, როდესაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის თუნდაც თვის ბავშვს უხარია როცა უფროსები ტაშს დაუკრავენ, როდესაც ლექსს იტყვის, ან შეაქებენ როცა ფანქრებით
უბრალოდ ნახატს დახატავს. მოგვიანებით როცა მისი ცნობიერება იზრდება, ხვდება
რომ თუ კარგად მოიქცევა და დედას არ გააბრაზებს, მამა თოჯინას ან სათამაშო
მანქანას მოუტანს. როცა სკოლაში მიდის იქ ხვდება, რომ თუ გაკვეთილს კარგად
ისწავლის მაღალ ქულას მიიღებს. ამ შემთხვევაში მოტივაციის უფრო სპეციფიურ
ფორმასთან გვაქვს საქმე, რადგან ბავშვის ცნობიერებაში მაღალი ქულა ორმაგ
მოტივაციასთან ასოცირდება. პირველი ის არის, რომ იგი მშობლებისგან წახალისებას
ელის, მეორე კი საკუთარ კლასელებს შორის თავის გამოჩენის სურვილია. სწორედ ეს
არის მოტივაცია. მინდა ვთქვა, რომ ეს მაგალითები შემთხვევით არ მომიყვანია. ახლა
გამახსენდა როგორ გადავდგი პირველი ნაბიჯები, რომლებიც საკუთარ დედასა და
დეიდას შორის გადავდგი, როცა პირველ მათგანს ხილი გამოვართვი და მეორესთან
მივიტანე. ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ქება მომესმინა. დარწმუნებული ვარ 1
წლის ასაკშიც კი ამას ქვეცნობიერად მაინც აღვიქვამდი. კარგად მახსოვს სკოლაში
კლასის ფაქტორიც. ამ დროს სწორედ ზემოთხსენებული ორმაგი მოტივაციის
ფაქტორი მოქმედებდა ჩემს შემთხვევაშიც. დღეს ჩემი მოტივაცია შესაძლოა შექმნას პრესტიჟულმა ბრენდმა, კარგმა თანამშრომლებმა და სასურველმა ანაზღაურებამ.
რისთვისაა საჭირო მოტივაცია?
ადამიანებს, რომლებიც ფლობენ განსაზღვრული სახის (შინაგან ან გარეგან) მოტივაციას, გააჩნიათ სხვადასხვა შედეგები ცხოვრებაში, გლობალური მასშტაბით კი სხვადასხვა ბედიც კი.
ადამიანებს, რომელთაც აქვთ შინაგანი მოტივაცია, გააჩნიათ:
• საკუთარი, წარმატებული საქმე და მაღალი შემოსავალი;
• საინტერესო ცხოვრება, რომლის განმავლობაშიც ისინი აღწევენ ყველზე გაბედულ მიზნებსაც კი;
• გარშემომყოფთა პატივისცემა, ხედავენ რა, თუ როგორ სწრაფად ვითარდება იგი;
• კმაყოფილების გრძნობა;
• ენერგიულობა და სიმხნევე;
• პოზიტიური დამოკიდებულება ცხოვრებისა და ადამიანების მიმართ;
• საკუთარი თავის რწმენა, რომელიც ეხმარებათ ცხოვრებაში რთული მომენტების გადალახვაში;
• ბევრი თანამოაზრე;
• დამოუკიდებლობა და თავისუფლება;
ხოლო ადამიანებს, შინაგანი მოტივაციის გარეშე:
• პრობლემები ახლობელ ადამიანებთან, რადგან ისინი ელიან მისგან გადამწყვეტ მოქმედებებს;
• სიზარმაცე;
• მოწყენილობა და რუტინული ცხოვრების წესი
• დროში ჩარჩენილობა;
• უკმაყოფილება ცხოვრების მიმართ;
• უკმაყოფილება გარშემომყოფების მიმართ;
• შიშები
• უნდობლობა საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მიმართ
• საქმის შემდგომისთვის გადადება
შესაძლებელია თუ არა განავითარო საკუთარი შინაგანი მოტივაცია?
რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ პირველ რიგში, უნდა გაერკვეთ, თუ რა არის თქვენი შინაგანი მოტივაციის ნაკლებობის მიზეზი.
უნდა გაერკვეთ, თუ რა არის ის, რაც გამუხრუჭებთ, გაზარმაცებთ და არ გაძლევთ საშუალებას გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც გსურთ.


მოტივაციაზე საუბრისას შეუძლებელია არ ვახსენოთ აბრაამ მასლოუს „ადამიანური მოტივაციის თეორია“, რომლის მიხედვითაც ადამიანის მოთხოვნილებები იერარქიულად არის დალაგებული, მოთხოვნილებათა იერარქიას კი პირამიდის სახე აქვს, სადაც ძირითადი მოთხოვნილებები პირამიდის ძირშია მოქცეული. ადამიანს უფრო მაღალი მოთხოვნილება მაშინ უჩნდება, როდესაც მასზე დაბალი საფეხურის მოთხოვნილება მეტნაკლებად მაინცაა დაკმაყოფილებული. მასლოუ მიიჩნევდა, რომ თუ მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია, იგი მოტივატორი უკვე აღარ არის და ყურადღება იერარქიის შემდეგ დონეზე გადაინაცვლებს. თუმცა ასევე აღიარებდა, რომ თანმიმდევრობა შეუცვლელი არ არის, განსაკუთრებით მაღალ დონეებზე, მაგალითად, ზოგი ადამიანი თვითშეფასებას სიყვარულის მოთხოვნილებაზე მაღლა აყენებს.

მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქია: image

1.ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები - თანდაყოლილი და ნიშანდობლივია ყველა ადამიანისთვის. ასეთ მოთხოვნილებებში შედის საკვები, წყალი, სამოსი, სექსი


2.უსაფრთხოების დაცვის და წესრიგის მოთხოვნილებები ჩნდება მას შემდეგ, რაც დაკმაყოფილებულია ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებათა არა ნაკლებ 85%.

3.სოციალური მოთხოვნილებები (მეგობრობის, სითბოს, სიყვარულის) ჩნდება იმ შემთხვევაში, როდესაც დაკმაყოფილებულია უსაფრთხოების მოთხოვნილების 70%

4.პატივისცემისა და აღიარების მოთხოვნილება (დაფასება, ყურადღება, სტატუსი)

5.თვითაქტუალიზაციის, თვითგამოხატვის, საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციის მოთხოვნილება მასლოუს სჯეროდა, რომ ყველა ადამიანი მიისწრაფის თვითაქტუალიზაციისკენ, მაგრამ 1% ზე ნაკლები თუ აღწევს მას .

0
1221
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ბროლაძე
მარიამ ბროლაძე
1221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0