x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134421
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
20 აქტუალური რეტრო-რჩევა ცხოვრების სხვადასხვა შემთხვევისთვის

მე-19-ე საუკუნის დასაწყისში არც ტელევიზია იყო და არც ინტერნეტი და ამიტომ, სხვადასხვა პროდუქტების რეკლამირების მიზნით, კოლოფებში და შეფუთვებში, სუვინირების სახით, ბარათებს აწყობდნენ (ისევე, როგორც, მაგ., საღეჭ რეზინში “Love is..."). ამ მხრივ, გამონაკლისი, არც სიგარეტის კოლოფები იყო... ბრიტანულმა კომპანია Gallaher Group-მა მსგავსი მარკეტინგული სვლა განახორციელა და თითოეულ კოლოფში, თითო ბარათი ჩადო, განსხვავებული რჩევებით, რომლის ცოდნა არც დღეს იქნება ურიგო!


ღვინის ჩაციება, მაცივრის გარეშე

imageგაახვიეთ ბოთლი პირსახოცში და ჩადგით 10 წუთით ცივ წყალში. კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ ჭურჭელს, რომელშიც ბოთლი დევს, ღია ონკანის ქვეშ მოათავსებთ.


ხიჭვის ამოღება

imageიმისთვის რომ ეს “ოპერაცია" სახლის პირობებში ჩაიტაროთ, დაგჭირდებათ ქილა ან ბოთლი განიერი პირით. ჯერ ჩაასხით მასში ცხელი წყალი, შემდეგ ძლიერ მიაჭირეთ სხეულის დაზიანებული ადგილი (ხელი, ფეხი). ასეთი “ხელსაწყო" “გამოწოვს" ხიჭვს, ყოველგვარი დამატებითი ჩარევის გარეშე.

image


ნამდვილი კარაქის გარჩევა, იაფფასიანი ანალოგებისგან

imageკარაქისა და მარგარინის ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან ადვილია. ჩვეულებრივ ქაღალდს უნდა წაუსვათ ცხიმი და დაწვათ. მარგარინი, წვის დროს, გამოყოფს ცუდ სუნს, ხოლო კარაქს — სასიამოვნო არომატი აქვს.

image

ბოთლის შიგნიდან გამორეცხვა

imageთუ ხელი არ გეტევათ ჭურჭელში და სპეციალური ჯაგრისი არა გაქვთ, ბოთლში ქვიშა ჩაყარეთ, დაასხით წყალი, დაახურეთ საცობი და მანამდე აჯანჯღარეთ, ვიდრე არ გასუფთავდება!

image

ყვავილის გამოცოცხლება

imageთუ თაიგული ჭკნობას დაიწყებს, ამოიღეთ ლარნაკიდან და ჩადგით ცხელ წყალში იქამდე, ვიდრე წყალი არ გაცივდება. შემდეგ მოაჭერით ღეროს ბოლოები და ჩადეთ ცივ წყალში.

image

მელნის ლაქების მოცილება

imageმელნის ლაქების მოსაცილებლად, დასვრილი ქსოვილი რძეში ჩაალბეთ 15-20 წუთით და ლაქა გაქრება.

image

გაბზარული კვერცხი

imageთუ კვერცხი გაბზარულია და მისი მოხარშვა გინდათ, მოსახარშ წყალში ცოტა ძმარი ჩაამატეთ და კვერცხის შიგთავსი გარეთ არ გამოჟონავს.

image

ასანთი ქარში

imageყველას, თუნდაც ერთხელ ცხოვრებაში, უცდია ქარიან ამინდში ასანთის ანთება. იმისათვის რომ თქვენი ცდა უშედეგოდ არ დამთავრდეს — ასანთის ღერს გვერდები ნაწილობრივ უნდა აათალოთ.

imageახალი პურის დაჭრა

imageამისთვის დანა მდუღარე წყალში უნდა ჩადოთ და დაელოდოთ, ვიდრე არ გაცხელდება. ასეთი დანით უპრობლემოდ დაჭრით ყველაზე ახალ პურსაც კი.

image

imageპირველი დახმარება

imageთუ ფეხი იღრძეთ ან იტკინეთ, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ — უნდა დაიდოთ ცივი კომპრესი. ხოლო იმისთვიე, რომ ის არ გაშრეს, აიღეთ ბინტი, მისი ერთი ბოლო წყლიან ჭურჭელში მოათავსეთ, ხოლო მეორე – კომპრესზე დაამაგრეთ.

imageჭიქების დაცალკევება

imageერთმანეთში ჩაჭედილი ჭიქები ძალიან ადვილად იმსხვრევა. იმისათვის რომ არცერთი არ გატყდეს, ჩაასხით ზედა ჭიქაშ ცივი წყალი, ხოლო ქვედა – ცხელ წყალში ჩადგით. ამის შემდეგ, ჭიქები ერთმანეთს ადვილად დაშორდება.

imageლარნაკის დაცვა

imageძვირადღირებული ლარნაკი შემთხვევით რომ არ დაეცეს და გატყდეს, შიგნით ქვიშა ჩაყარეთ.

imageსაუკეთესოდ მოხარშული კარტოფილი
imageმოხარშული კარტოფილი გემრიელი რომ იყოს, უნდა გადაწუროთ კარტოფილის ნახარში წყალი, ისევ დადგათ ქვაბი ცეცხლზე ერთი წუთით და კარტოფილი გააშროთ. ამ პროცესის დროს, ქვაბი დროდადრო გააჯანჯღარეთ.

image

სათვალემ რომ არ დაიორთქლოს

image

გაწმინდეთ სათვალის მინები საპნიანი წყლით, მიეცით გაშრობის საშუალება, ხოლო შემდეგ, გაწმინდეთ ხავერდის ქსოვილით.

image

თუ სანთლის დიამეტრი, შანდლისას აღემატება

imageსანთლის გვერდების ჩამოჭრაზე რომ არ იწვალოთ, სანთლის ბოლო ცხელ წყალში უნდა მოათავსოთ, ხოლო შემდეგ, პირდაპირ შანდალში ჩაარჭოთ, რომ პარაფინმა ან ცვილმა გაციება ვერ მოასწროს.

image

კვერცხის შენახვა ხანგრძლივი დროით

imageკვერცხი დიდი ხნის მანძილზე რომ შეინახოს, მარილში უნდა მოათავსოთ. მაგრამ, იქიდან ამოღების შემდეგ, მაშინვე უნდა გამოიყენოთ.

image

მაგარი კვანძი

imageმძიმე ნივთების აწევის დროს, გამოიყენეთ კვანძი №1, რაიმეს შეერთებისთვის — «მეთევზეს» კვანძი №2 და ძალიან მტკიცე კვანძი №3.

image

სითხე რომ არ დაიწუწოს

imageბოთლიდან ამოღების დროს, მაგიდაზე სითხე რომ არ დაიწუწოს, ბოთლი ისეთივე ქაღალდის ცენტრში მოათავსეთ, როგორიც სურათზე არის ნაჩვენები.


ფეხსაცმლის წმენდა

imageიმ შემთხვევაში, თუ ფეხსაცმელი გაქვთ გასაწმენდი და სპეციალური საცხი და ჯაგრისი არა გაქვთ, ლიმონი გამოიყენეთ. ის შესანიშნავად ასუფთავებს და აპრიალებს ფეხსაცმელს.


შუშის ნამსხვრევების უსაფრთხოდ შეგროვება

imageშუშის ნამსხვრევები სახიფათოა როგორც პატარებისთვის ისე უფროსებისთვის. ნამსხვრევების შეგროვება მთლიანად და ფრთხილად არის საჭირო. ამისთვის, საუკეთესო ვარიანტი, სველი ტილოს გამოყენება არის: მას სულ პატარა ნამსხვრევებიც კი ეწებება. შემდეგ, ტილო აუცილებლად უნდა გადააგდოთ.

2
1750
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1750
  
2017, 12 მარტი, 18:41
მომეწონა და გავაზიარე
2016, 27 ივლისი, 21:56
კარგი რჩევებია
0 1 2