x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
უცნაური იურიდიული კაზუსი

1974 წელს ქ. ბაზელის (შვეიცარია) სასამართლომ გამოასწორა შეცდომა, რომელიც ამავე სასამართლომ, 500 წლის წინ დაუშვა: გაამართლა უდანაშაულო ბრალდებული, რომელსაც სიკვდილით დასჯა მიესაჯა.


image

image

1474 წელს, ქ. ბაზელში, ჩატარდა სასამართლო პროცესი, რომელზეც განსასჯელის სკამზე იჯდა… მამალი. ბრალდებულს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ მან კვერცხი დადო, რაც თავის მხრივ, მის ბნელ ძალებთან კავშირის მტკიცებულება იყო. ამის გამო, მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს – კოცონზე დაწვით. განაჩენი სისრულეში უამრავი ადამიანის თანდასწრებით მოიყვანეს.

ამ სასამართლო პროცესიდან, 5 საუკუნის შემდეგ, ფრანგმა მეცნიერმა პეზარმა დაამტკიცა, რომ ფიზიოლოგიური პროცესების დარღვევის შედეგად, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციური დაავადებით, ჭლექით, პერიტონიტით, სახეობისთვის უჩვეულო საკვების მიღებით გამოწვეული მოწამვლით, ფრინველის სქესი შეცვლა შესაძლებელი არის.

პეზარის მტკიცებით, მან ექსპერიმენტის გზით, ქათმის მამლებად გადაქცევა შეძლო. ამ ექსპერიმენტის არსი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ქათამს მხოლოდ ხორცს აჭმევდა. მსუბუქი მოწამვლის შედეგად, ქათმის საკვერცხეების ატროფირება მოხდა და მას საწინააღმდეგო სქესის ნიშნები გაუჩნდა.

imageამ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო ფაქტს აღწერს ინგლისელი მეცნიერი ფ. კრუც: სამი წლის ქათამი კვერცხის კარგი მდებელი იყო და ბევრი წიწილა ჰყავდა გამოჩეკილი. მოულოდნელად, ქათამს ბუმბულის ცვენა დაეწყო და კვერცხის დადება შეწყვიტა. მას მამლის ბიბილო გაეზარდა, მისთვის დამახასიათებელი ბუმბული გამოუვიდა და ფეხებზე დეზები გაუჩნდა. გარდა ამისა, კაკანი შეწყვიტა და მამალივით ყივილი დაიწყო. გარკვეული დროის შემდეგ, «ორსქესოვანი» ფრინველი, სრულფასოვან მამლად იქცა და მას ჩვეულებრივ ქათმებთან ურთიერთობის შედეგად, წიწილებიც შეეძინა.
ფრინველის გაკვეთის შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქათმის მამლად გარდაქმნის მიზეზი ჭლექი იყო, რომლის გამო, მისი საკვერცხეების დაშლა მოხდა და მის ადგილზე, დაზიანებული ქსოვილების ბაზაზე, პატარა სათესლეები ჩამოყალიბდა. ხოლო ჰორმონებმა, რომლებიც ამ სათესლე ორგანოში გამომუშავდებოდა, ქათამი სრულფასოვან მამლად გადააქცია.
მეცნიერების მიერ, ქათმებზე ჩატარებული, კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ქ. ბაზელის სასამართლომ, ინკვიზიციის უდანაშაულო მსხვერპლი გაამართლა.

2
315
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
315
  
2016, 1 ივლისი, 13:28
მაგარიააა
2016, 1 ივლისი, 11:28
ეს რა ქვეყანაა... მოწყენილობისგან არ იციან რა აკეთონ 500 წლის წინ დაღუპულ მამალს სასამართლო პროცესს უმართავენ :( ნეტა ხომ არავინ გაასაჩივრა, ინტერესი მკლავს :)))
0 1 2