x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ხატია სიჭინავას გულისამაჩუყებელი პოსტი- "მეც ადამიანი ვარ და მეც მინდა რომ გიყვარდეთ..."

image

ყველას კარგად მოგეხსენებათ ყოფილი ტელეწამყვანი, ხატია სიჭინავას გარშემო დატრიალებული სკანდალის შესახებ ბოლო პერიოდში, რამაც მას ნამდვილად გული ატკინა. თუ ვინმემ არ იცის შევახსენებ, რომ ხატიას ურთიერთობა დაეძაბა დედამთილთან, რომელმაც ზემოთ აღნიშნულს შეურაწმყოფა მიაყენა, საჯაროდ "ფეისბუქის" საშუალებით და დაწყევლა. ამ ყველაფერს კიდევ სხვა გარემოებებიც ამძიმებდა და ხალხიც ალაპარაკდა, ენას კი ძვალი არააქვს და ხატიას წარსულის შესახებ რომელიც არც თუ ისე "სამარცხვინოა" საზოგადოებამ და პრესამ დაიწყო ლაპარაკი. ახლა კი ხატია აქვეყნებს სტატუსს სადაც ხალხს მიმართავს:

"გაგიკვირდებათ ალბათ, მაგრამ მეც ადამიანი ვარ, მეც მტკივა თითოეული ქვა რომელსაც მესვრით, მათბობს ყველა სიტყვა, რომელსაც მეუბნებით ... მერე რა რომ არ გიცნობთ და ლოგიკურად არ უნდა მაინტერესებდეს თქვენი გამახვილებული ყურადღება ჩემს მიმართ... მერე რა, რომ ღიმილით ვხვდები ყველა თქვენს ალოგიკურ საქციელს და ჩემსკენ გამოსროლილ ტალახს... მეც ადამიანი ვარ და მეც მინდა რომ გიყვარდეთ, რადგან არ მომიცია საბაბი გძულდეთ... მერე რა რომ ძალიან ლამაზი არა ვარ ... მერე რა რომ არ მიცნობთ უმრავლესობა, მე ვფიქრობ ჩემი სილამაზე ჩემი ოჯახია, ჩემი შვილებია... მერე რა რომ ტელევიზორში მნახეთ ორჯერ, სატელევიზიო იმიჯი ძალიან განსხვავდება ცხოვრებისეული იმიჯისგან ... მერე რა რომ არავინ გეკითხებათ, უბრალოდ მკითხეთ რა მიხარია, რა მწყინს... იქნებ ოდესღაც ჩვენი გზები გადაიკვეთოს და ნამდვილი გამიცნოთ, ისეთი როგორიც მართლა ვარ.. გაგიკვირდებათ, მაგრამ მეც თქვენნაირი ადამიანი ვარ."

image

1
900
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
900
  
2016, 1 ივლისი, 12:01
რა შეგვჭამეთ ამ სილიკონით გაბერილი დედაკაცით?
0 1 1