x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თვითეფექტიანობა და თვითრეგულაცია
imageთვითეფექტიანობის ძლიერი განცდა იწვევს მეტ ძალისხმევას და შეუპოვრობას დაბრკოლებების წინაშე. თუ თვითეფექტიანობის განცდა
სუსტია, ადამიანმა შეიძლება თავი აარიდოს დავალების შესრულებას ან ადვილად დანებდეს როცა პრობლემები ჩნდება.


თვითეფექტიანობას განსაზღვრავს 4 ფაქტორი.

ესენია:პირადი გამოცდილება, არაპირ­დაპირი გამოცდილება, საზოგადოების შეხედულება და ადამიანის ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა.


თვითეფექტიანობა აღმოცენდება, გაიზ­რდება ან შემცირდება ოთხიდან ერთი ფაქტორის, ან მათი კომბინაციის შედეგად.

პირადი გამოცდილება.



როგორც წესი, წარმატებული ქცევა ზრდის თვითეფექტიანობას, ხოლო მარცხი კი
- ამცირებს. ამ ზოგადი მსჯელობიდან, შეიძლება 6 დასკვნის გაკეთება:

1. თვითეფექტიანობის ამაღლება პირდაპირ კავშირშია, წარმატებით გადაჭრილი
ამოცანის სირთულესთან. მაგალითად, თუ ჩოგბურთელი მოუგებს, მასზე გაცილებით
სუსტ მეტოქეს, ეს არ გამოიწვევს მისი თვითეფექტიანობის გაზრდას.მაგრამ მისი
თვითეფექტიანობა გაიზრდება, თუ ის ყაიმს დაამთავრებს, მასზე გაცილებით
ძლიერ მეტოქესთან.


2.თუ წარმატების მიღწევა ხდება დამოუკიდებლად, ეს უფრო ამაღლებს

თვითეფექტიანობას, ვიდრე სხვების დახმარებით მიღწეული წარმატება.

3.წარუმატებლობა ყველაზე მეტად მაშინ შეამცირებს თვითეფექტიანობას, თუკი მთელი
ჩვენი პოტენციალი გამოვიყენეთ.


4. თუ ჩვენ ვღელავდით ან ვიყავით რაიმეთი დამწუხრებული, მაშინ წარუმატებლობა ნაკლებად იმოქმედებს თვითეფექტიანობაზე, ვიდრე მაშინ, თუკი ჩვენ თავს კარგად
ვგრძნობდით.

5. ბავშვობაში განცდილი მარცხი, უფრო დიდ ზეგავლენას ახდენს

თვითეფექ­ტიანობაზე, ვიდრე მოზრდილ ასაკში განცდილი წარუმატებლობა.

6. შემთხვევითი წარუმატებლობა არ ახდენს გავლენას თვითეფექტიანობაზე, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვისაც აქვთ მაღალი თვითეფექტიანობა.

არაპირდაპირი გამოცდილება.


როცა ჩვენ ვხედავთ, რომ სხვები წარმატებას აღწევენ, ჩვენი თვითეფექტიანობა იზრდება, ხოლო, თუ ვხედავთ, რომ ჩვენი მსგავსი უნარების და მომზადების ადამიანი განიცდის
მარცხს, ეს ჩვენს თვითეფექტიანობას ამცირებს. არაპირდაპირ გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს მაშინ, თუკი მოდელი ჩვენი მსგავსი არ არის. მაგალითად,
ჩვენზე უფროსია, ან უმცროსი.როგორც წესი, სხვაზე დაკვირვება არ არის ისეთი მნიშვნელოვანი თვითეფექ­ტიანო­ბისათვის, როგორც პირადი გამოცდილება.

საზოგადოების შეხედულება (ვერბალური მხარდაჭერა ან კრიტიკა).


სხვა ადამიანების მიერ გამოთქმულმა მოსაზრებამ, შეიძლება გაზარდოს, ან შეამციროს
ჩვენი თვითეფექტიანობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანის შეფასება/კრიტიკა, ვისაც ვენდობით და გვჯერა. მაგალითად, მასწავლებლის შეფასება უფრო
ეფექტური იქნება სასწავლო საგნის ათვისებასთან დაკავშირებით, ვიდრე უმცროსი
დის.

ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა.


ძლიერი ემოციები ხელს უშლის ადამიანს წარმატებით განახორციელოს ქცევა.
ძლიერი შიში, სტრესი და შფოთვა ამცირებს თვითეფექტიანობას. მაგალითად, ბავშვს
რომელმაც კარგად ისწავლა ლექსი, დაფასთან პასუხის შიშის გამო, შეიძლება ყველა
სიტყვა დაავიწყდეს.

დაბალი და მაღალი თვითეფექტიანობა, ხელსაყრელ ან არახელსაყრელ გარემო პირობებთან ერთად, გვაძლევს საშუალებას ვიწინასწარმეტყველოთ ქცევის 4 შესაძლო ვარიანტი:

1. როცა თვითეფექტიანობა მაღალია და გარემო პირობები ხელსაყრელია, მაღალია ალბათობა, რომ ქცევა იქნება წარმატებული.


2. თუ თვითეფექტიანობა დაბალია და გარემო პირობები კი ხელსაყრელი, ადამიანს შეიძლება დაემართოს დეპრესია.მაგალითად, თუ ბავშვი ხედავს, რომ ყველა მისი თანატოლი წარმატებულია რომელიმე კონკრეტულ საქმიანობაში, რომელიც მისთვის ძალიან რთულია.


3. თუ ადამიანს აქვს მაღალი თვითეფექტიანობა და ის ხვდება არახელსაყრელ გარემოში, ის ჩვეულებრივ ზრდის ძალისხმევას, რათა შეცვალოს გარემო პირობები.
თუკი მისი ძალისხმევა არ იქნება საკმარისი გარემოში ცვლილებების შესატანად,
მაშინ ის ცვლის თავის ქცევას, ან ეძებს უფრო ხელსაყრელ გარემოს.მაგალითად,
თუ ბავშვი მიუხედავად ძალისხმევისა ვერ ღებულობს მისთვის სასურველ შეფასებას რომელიმე სასწავლო საგანში, ის შეიძლება სხვა სკოლაში გადავიდეს.

4. თუკი ადამიანს აქვს დაბალი თვითეფექტიანობა და გარემოც არახელსაყრელია,
ადამიანი თავს უსუსურად გრძნობს და ეგუება თავის მდგომარეობას.მაგალითად, თუ ბავშვს აქვს დაბალი თვითეფექტიანობა და იცის, თუ როგორი ძნელია მაღალი შეფასების მიღება, მას არ ექნება სურვილი და ვერც შეძლებს, რაიმე ძალისხმევის განხორციელებას, რათა მიიღოს მაღალი შეფასება.


თვითრეგულაცია


ადამიანისთვის დამახასიათებელია თვითრეგულაციის უნარი - თვითონვე მოახდინოს
ზეგავლენა თავის ქცევაზე.სხვა ადამიანების ქცევაზე დაკვირვების და საკუთარი გამოცდილების შედეგად ადამიანს უყალიბდება ე.წ. ქცევის სტანდარტები,

რომლებიც ქმნიან თვითრეგულაციის შესაძლებლობას. სტანდარტის შესატყვისი ქცევა უფრო თავდაჯერებულს ხდის ადამიანს და პირიქით, შეუსაბამობა

იწვევს უპატივცემულობას საკუთარი თავის მიმართ.


გარკვეული დაცვითი მექანიზმების გამოყენებით ადამიანი ახერხებს, თავი აარიდოს ამ უსიამოვნო განცდას.ეს მექანიზმებია:

1. მორალური გამართლება („გადავაწერინე, იმიტომ რომ შემეცოდა") ( „იმი­ტომ მო­ვი­პა­რე, რომ ჩემს შვილს ში­ო­და)


2. წარმოდგენების შეცვლა („ვიხუმრე - დიდი ამბავი") (თუ სი­ტუ­ა­ცი­ას თა­მა­შის, ხუმ­რო­ბის სა­ხე აქვს, მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აგ­რე­სი­ის გა­მოვ­ლე­ნა მი­უ­ღე­ბელ ქცე­ვად არ ჩა­ით­ვ­ლე­ბა)

3. მომგებიანი შედარება (მე ცუ­დად მო­ვი­ქე­ცი, მაგ­რამ მან უარე­სი ჩა­ი­დი­ნა, ასე რომ, ჩე­მი ქცე­ვა ამის ფონ­ზე სრუ­ლი­ად უწყი­ნა­რია)

4. პასუხისმგებლობის სხვებისთვის გადაბრალება(იმი­ტომ გა­ვა­კე­თე, რომ ასე მიბ­რ­ძა­ნეს, და­მა­ვა­ლეს და ა. შ)

5. პასუხისმგებლობის განაწილება („ასე მოვილაპარაკეთ ჯგუფმა“)

6. შედეგების დამახინჯება („მე ფეხი გამოწეული მქონდა, ის წამოედო და
დაეცა“)

7. დეჰუმანიზაცია ( „ცუდი ბიჭია და ეგრე მოუხდება“)(თუ ადა­მი­ანს გა­ნი­ხი­ლავ ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის არ­მ­ქო­ნედ, ანუ უღირ­სად, მა­შინ მის მი­მართ ნე­ბის­მი­ე­რი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა უფ­რო მარ­ტი­ვი ხდე­ბა)

8. და­ნა­შა­უ­ლის სხვა­ზე მი­წე­რა (მარ­თა­ლია, და­ვარ­ტყი, მაგ­რამ მი­სი ბრა­ლი იყო, თვი­თონ გა­მო­მიწ­ვია, მე სუ­ლაც არ ვა­პი­რებ­დი მის ცე­მას).








0
221
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ქეთევან ტუხაშვილი
ქეთევან ტუხაშვილი
221