x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტიკური აშლილობა
imageტიკები სხვადასხვა ჯგუფის კუნთების სწრაფი, უნებლიე მოძრაობებია, რომლებიც სხეულის სხვადასხვა ნაწილში მოულოდნელად აღმოცენდებიან. ტიკები შეგვიძლია დავყოთ მარტივ და რთულ, მოტორულ და ვოკალურ ტიკებად.

მარტივ მოტორულ ტიკს მიეკუთნება - მხრის, სახის კუნთების მოძრაობები. რთულ მოტორულ ტიკად კი ითვლება - ხელ-ფეხის უნებლიე მოძრაობა, კოპროპრაქსია, უკან სვლით სიარული, საგნების ხელით მოსინჯვა, ცეკვით, სირბილით გადაადგილება.

მარტივ ვოკალურ ტიკებს რაც შეეხება, ესენია - ჩახველება, ბურტყუნი, მოულოდნელი წამოძახილები. რთული ვოკალური ტიკებია - კოპროპრაქსია, მთლიანი ფრაზის ან ცალკეული სიტყვების გამეორება, ექოლალია, წინადადების ბოლო სიტყვების გამეორება.

ტიკების კლასიფიკაცია ასევე შეიძლება გარდამავალ და ქრონიკულ ტიკებად.


გარდამავალია - რომელიც გრძელდება 12 თვის განმავლობაში და მოიცავს ძირითადად მარტივ მოტორულ ტიკებს, ნაკლებად მოტორულ და რთულ ტიკებს. ემ მდგომარეობა უფრო მეტად ბიჭებისთვისაა დამახასიათებელი ვიდრე გოგონებისთვის.

ქრონიკული ტიკები გრძელდება 12 თვეზე მეტ ხანს, მათგან თავისუფალი პერიოდი მხოლოდ 3თვეა, ამ შემთხვევაში ტიკების ხასიათი არ იცვლება და ისინი დიდი ხნის განმოვლობაში ნარჩუნდება.

ტიკები განსაკუთრებით ძლიერდებიან დაღლილობისას, სტრესულ მდგომარეობაში, დასვენებისას, კოფეინის, სტეროიდების მიღების დროს.

მათი გამოვლენის სიხშირე იკლებს - ფიზიკურ და გონებრივ საქმიანობაში ჩართვისას, როცა ადამიანი სტრესულ მდომარეობაში არ იმყოფება, ძილის დროს.

ძირითადი პრობლემა, რომელსაც ტიკური აშლილობის დროს ვაწყდებით მე-ს ცნობიერების და თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესში წარმოქმნილი სირთულეებია. ასეთ ბავშვებს ძალიან უჭირთ სოციუმთან ადაპტირება, მიზეზი კი ისაა, რომ მათ უნებლიე, უცნაურ მოქმედებებს ხშირად არაწორ ინტერპრეტაციას აძლევენ, ვერ იგებენ, რაც ბავშვების იზოლირებას განაპირობებს. მათ უქრებათ სკოლაში წასვლის, კომუნიკაციის დამყარების სურვილი და საკუთარ თავში იკეტებიან.

ტიკებს თან ახლავს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, რომელიც აკვიატებული აზრებითა და მათგან თავის დასაღწევად წარმოქმნილი იძულებითი მოქმედებებისგან შედგება.აკვიატებული აზრებია - კატასტროფის, დასნეულების შიში, სიზუსტის, სიმეტრიის, მოწესრიგების მოთხოვნილება, ბედნიერი, უბედური რიცხვების გარჩევის სურვილი. იძულებითი მოქმედებები კი შეიძლება იყოს - ხშირი შემოწმება, შეხება, შეგროვება .

პირველად ტიკურ აშლილობას მიეკუთნება ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი, რომელიც მარტივი და რთული, მოტორული და ვოკალური ტიკების მომცველია, ახასიათებს ექოლალიები, ექოპრაქსიები, კოპროლალიები, კოპროპრაქსიები, პალილალია.ადამიანს დიდი ძალისხმევის შედეგად შეუძლია მათი დათრგუნვა, თუმცა მოგვიანებით კვლავ გაორმაგებული სიძლიერითა და სიხშირით აღმოცენდებიან. თან ახლავს ჰიპერაქტივობა, ყურადღების დეფიციტი, დეპრესიისკენ მიდრეკილება, პრობლემები მხედველობით სივრცითი ინფორმაციის გადამუშავებაში.

ამ შემთხვევაშიც უმთავრესი პრობლემა შემეცნების და სოციალურ სფეროში სირთულეებია. შემეცნებითი სფერო გულისხმობს პრობლემებს ყურადღების კონცენტრირებაში, ვიზუალური ინფორმაციის გადამუშავებაში, სოციალური - კი სოციუმთან გაძნელებულ ადაპტაციას მოიაზრებს.

დასახმარებლად, პირველ რიგში, აუცილებელია სწორი დიაგნოსტირება, ოჯახის წევრების, მასწავლებლების ცნობიერების ამაღლება მოცემულ მდგომარეობაზე, ფსიქოლოგთან კონსულტაცია.

0
381
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ელენე ლურსმანაშვილი
ელენე ლურსმანაშვილი
381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0