x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მოლდავეთის რეზინსკის რაიონის ერთერთ სოფელში ადგილობრივმა მცხოვრებმა ქმარი ჯაჭვით დააბა, მისი თქმით ის ამ მეთოდით ცდილობდა გადაეჩვია ქმარი ლოთობისაგან

image მოლდავეთში რეზინსკის რაიონის ერთერთ სოფელში ადგილობრივმა ქალმა ქმარი ჯაჭვით დააბა.
მოლდავეთის რეზინსკის რაიონის სოფელ ჩორნაში ადგილობრივმა მცხოვრებმა ქალბატონმა ალკოჰოლიზმთან ბრძოლაში უჩვეულო მეთოდი გამოიყენა, მან მძინარე ქმარს ჯაჭვი შეაბა კისერზე.
როგორც ადგილობრივი პოლიცია იუწყება ქალი ამ მეთოდით ცდილობდა ქმრისთვის ხელი შეეშალა ალკოჰოლის საშოვნელად წასულიყო სოფელში.
ქალი ისე შეაწუხა ქმრის მუდმივმა ლოთობამ გადაწყვიტა "ჭკუა ესწავლებინა" მისთვის, მას შემდეგ რაც მისმა ყველა მცდელობა- ქმარი სწორ გზაზე დაეყენებინა უშედეგო აღმოჩნდა, მან ადგილობრივ მაღაზიაში იყიდა ჯაჭვი, ბოქლომი და ერთ საღამოს როცა ჩვეულებრისამებრ ქმარი გალეშილი მთვრალი დაბრუნდა სახლში, კისერზე ჯაჭვი შეაბა და ბოქლომით ჩაკეტა.
მეზობლებმა როგორც კი გაიგეს ეს ამბავი მაშინვე ადგილობრივ პოლიციას შეატყობინეს, პოლიციამ ცოლის მიერ ჯაჭვით დაბმული ქმარი გაანთავისუფლა.
თუმცა რადგან ქალზე "დაზარალებულის" მხრიდან საჩივარი არ შესულა ის არ დაუკავებიათ, უფრო მეტიც "დაზარალებულმა" განაცხადა, რომ ის ცოლზე ნაწყენი არაა და პოლიციას სთხოვა არ დაეკავებინათ მისი მეუღლე აღნიშნული ქმედების გამო.
ჯერჯერობით ქალი დაკავებული არაა, მიმდინარეობს გამოძიება.
imageimage

6
237
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
237
  
2016, 30 ივნისი, 0:05
რას არ გაიგებს კაცი
2016, 29 ივნისი, 23:51
კაი, შევიცოდოთ :D
2016, 29 ივნისი, 23:51
ცოდვაა მაინც :))
2016, 29 ივნისი, 23:18
ისე კი მოუხდება ბარეორ კაცს :DDD
0 1 6