x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია
imageთეორიას უზნაძის ერთი ციტატით დავიწყებ, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს მისი შეხედულებების
თანამედროვეობას:
“ისე, როგორც ერთი ხე, ბალახი ან
ცხოველი მეორისგან განსხვავდება, ყველა თავისებურ მოვლას თხოულობს და ყველას ერთნაირად ვერ მოიხმარს კაცი, ასე განსხვავდება ერთი მეორისგან ადამიანის ათასგვარი ნიჭიც. რასაკვირველია, არსებობს იშვიათად ისეთი ბედნიერიც, რომელსაც ყველაფერი ეადვილება. მაგრამ ისეთებიც ბევრია, რომელიც ერთი რომელიმე საგნისადმი საკვირველ სიბრმავეს და გაუგებრობას იჩენს.
ზოგი არწივია განყენებულ მეცნიერებათა სფეროში, მაშინ როდესაც პრაქტიკული მოღვაწეობის ასპარეზზე იგი ისეთ ნიჭს იჩენს, როგორც ვირი არღნის დაკვრაში, ზოგი ყველაფერში ნიჭიერია, მაგრამ მუსიკა სრულებით არ ემარჯვება, ან მათემატიკა, ან პოეზია ან ლოგიკა და სხვა”.


სწორედ ამ იდეას ავითარებს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი გარდნერი თავის მრავალმხრივი ინტელექტის საკმაოდ პოპულარულ თეორიაში. მან შეიმუშავა
მრავალმხრივი ინტელექტის კონცეფცია და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ინტელექტი არარის ერთიანი მონოლითი. მან გამოყო ინტელექტის 10 სახეობა დამისიშესაბამისისწავლისსტილი: 1) ლინგვისტური; 2) ლოგიკურ-მათემატიკური; 3) სივრცითი (ვიზუალური); 4) ფიზიკურ-სხეულებრივი; 5) მუსიკალური (სმენითი); 6) შიდაპიროვნული (ინტრაპერსონალური); 7) პიროვნებათაშორისი ურთიერთობების (ინტერპერსონალური); 8) ნატურალისტური; 9) სულიერ-გონითი; 10) პრაქტიკული.


ინტელექტის ასეთი მრავალგვარი ნაირსახეობის გათვალისწინების შედეგად უკეთ ხდება იმის დახასიათება თუ რა არის ჭკუა, გონებამახვილობა, მოსაზრებულობა, მოხერხებულობა, ნიჭი, ტალანტი და სხვა. განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.


ლინგვისტური ინტელექტი წარმოადგენს ადამიანის მიდრეკილებას წერითი და სალაპარაკო ენისკე, ენების სწავლის და ენით სასურველი მიზნის მიღწევისა და მიზნების განხორციელბის უნარს. ეს ინტელექტი ასევე შეიცავს უნარს, ეფექტურად მოახდინოს ადამიანმა თავის გადმოცემა ენისა და ენობრივი საშუალებებით. გარდნერის აზრით ამგვარი ინტელეტი უფრო მეტად განვითარებული აქვთ მწერლებს, პოეტებს, იურისტებს, მომხსენებლებს.



ლოგიკურ-მათემატიკური ინტელექტი შეიცავს პრობლემების ლოგიკური ანალიზის, მათემატიკური მოქმედებების ამოხსნის და მეცნიერული კვლევის უარებს. გარდნერის სიტყვებით ეს ინტელექტი მოიცავს კანონზომიერების დადგენის, დედუქციური მსჯელობისა და ლოგიკურად ფიქრის უნარებს. ეს ინტელექტი ყველაზე ხშირად უკავშირდება მეცნიერულ და მათემატიკურ აზროვნებას.

სივრცით–ვიზუალური ინტელექტი. ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანებს აქვთ ვიზუალური (მხედველობით მოცემული) სამყაროს ზუსტი აღქმისა და ვიზუალური გამოცდილების გამოყენების კარგი უნარი. მათ ყურადღებას მეტწილად იპყრობს საგანთა ფერი, ფორმა, ზედაპირის გამოსახულება, იტაცებთ ხაზვა, ხატვა, ძერწვა. ეხერხებათ ადგილების, გარემოს ან მოვლენების დიაგრამის ან რუკის სახით წარმოდგენა.


მუსიკალური ინტელექტი მოიცავს მუსიკალური ნაწარმოებების შერულების, შექმნისა და შეფასების უნარებს. გარდნერის აზრით, შეიძლება სტრუქტურული პარალელის გავლება მუსიკალურ და ლინგვისტურ ინტელექტებს შორის.

ფიზიკურ-კინესთეტიკური ინტელექტი წარმოადგენს ადამიანის უნარს მოახერხოს პრობლემის გადაჭრა მთელი სხეულის ან მისი ნაწილების გამოყენებით. ეს არის გონებრივი უნარების გამოყენებით სხეულის მოძრაობების კოორდინირების უნარი.

ინტერპერსნალური ინტელექტი არის მიმართული სხვა ადამიანების მიზნების, მოტივაციებისა და სურვილების გაგებისკენ. ეს ინტელექტი ეხმარება ადამიანს ეფექტურად ითანამშრომლოს სხვა ადამიანებთან. მასწავლებლები, ვაჭრობაში ჩართული ადამიანები, რელიგიური და პოლიტიკური ლიდერები არიან დაჯილდოებული ამ ინტელექტით.

ინტრაპერსონალური ინეტლექტი არის უნარი საკუთარის თავის შეცნობის, დაფასებისა და გრძნობების აღქმის. გარდნერის აზრით, ეს ინტელექტი გვაძლევს საშუალებას სწორედ წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება.

ნატურალისტული ინტელექტი. ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანს უყვარს ბუნება, მცენარეები და ცხოველები, დაინტერესებულია გარემოსეული ეკოლოგიური პრობლემებით, იტაცებს ბაღის მოვლა, ბიოლოგიური მეცნიერება, გეოგრაფია, და
რაც მთავარია, აქვს კლასიფიცირების ნიჭი.

სულიერ–გონითი ინტელექტი. იტაცებთ ეგზისტენციალური საკითხები, ცდილობენ პასუხი გასცენ ქვეყნად ყოფნის ფუნდამენტურ შეკითხვებს, ცდილობენ შეიმუშავონ ქცევისა და კონკრეტულ სიტუაციაში მოქმედების პრინციპები, დაადგინონ ცხოვრების საზრისი, ეძებენ საყრდენს არა მხოლოდ ცოდნაში, არამედ უპირველესად ღირებულებებში.

პრაქტიკული ინტელექტი. გონიერების ის ნაირსახეობაა, როცა ცოცხალი არსება პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ამა თუ იმ ამოცანას წყვეტს თვითონ მოქმედების პროცესში. პრაქტიკული გონიერება ევოლუციის პროცესში პირველად მაღალგანვითარებულ ცხოველებთან გვხვდება. ადამიანში პრაქტიკული
ინტელექტი, ცხადია, გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა წარმოჩენილი. ვისაც უყვარს ხელსაქმე, შეკეთება, ჩხირკედელაობა, ნივთების ერთმანეთთან დაკავშირება ან ხელსაწყოს აწყობა და მოქმედებების დროს გადაწყვეტს პრობლემებს, იგი პრაქტიკული ინტელექტის მაღალი დონით ხასიათდება. ასეთი ადამიანი თეორიულ მსჯელობას ამჯობინებს აკეთოს და იმოქმედოს.


ინტელექტის ის ნაირსახეობები, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, ყველანორმალურ ადამიანში არის წარმოდგენილი. ადამიანები იმით განსხვავდებიან, თუ რომელი ნიჭიერება რა ზომით არის წარმოჩენილი ამა თუ იმ პიროვნებაში. ამას გარდა, ისიც აღსანიშნავია, რომ ინტელექტის ყველა ეს ნაირსახეობა ექვემდებარება წვრთნასა და განვითარებას. ნაწილობრივჩვენზე არის დამოკიდებული თუ რა დონეზე ვიქნებით ინტელექტის ამა თუ იმ უნარის ფუნქციონირების თვალსაზრისით. ჩვენ შეგვიძლია იგი განვავითაროთ
ჩვენივე ძალისხმევით. ამისათვის თავდაპირველად საჭიროა გავარკვიოთ რას ვფლობთ და რის სრულყოფას ვაპირებთ. ინტელექტის თითოეული სახეობის წვრთნა-განვითარება ბავშვობიდან ხორციელდება.


2
859
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან კორძახია
ქეთევან კორძახია
859
  
2016, 28 ნოემბერი, 7:52
:D ანუ შენ არცერთი :D
2016, 30 ივნისი, 17:52
ჩემს ქმარს ყველა აქვს!
0 1 2