x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მითები გაუპატიურების შესახებ

imageგაუპატიურება (rape) არის პარტნიორის მიმართ მისი თანხმობის წინააღმდეგ ძალადობრივი სექსუალური მოქმედების განხორციელება. გაუპატიურებას მიაკუთვნებენ აგრესიულ და ძალადობრივ ქმედებებს, რომლებსაც საფუძვლად უდევს მამაკაცისათვის დამახასიათებელი კონტროლისა და დომინირების მოთხოვნილება


გაუპატიურების თემა გაჯერებულია მითებით და გულისხმობს ისეთ აზრებს, როგორიცაა „აუპატიურებენ მხოლოდ ცუდ გოგოებს“, რომ „ნებისმიერ ჯანსაღ ქალს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს გაუპატიურებას, თუ იგი მოინდომებს“, და რომ „ქალები იწყებენ ყვირილს, რომ ისინი "გააუპატიურეს", როდესაც მათ მიატოვებენ“. ამ მითებს აშკარად ეწინააღმდეგება ის ფაქტი, რომ გაუპატიურების მსხვერპლთა მინიმუმ 30% ბავშვები არიან. იმის კვალობაზე, რაც უფრო მეტად ხდება ცნობილი გაუპატიურების პატერნები (ანუ, ვისი მხრიდან მომდინარეობს უფრო ხშირად ძალადობა), სერიოზულ პრობლემად განიხილება პაემანზე გაუპატიურება – ქალის იძულება სექსუალური ურთიერთობების დასამყარებლად იმ კაცის მხრიდან, რომელსაც ნაკლებად იცნობს.
ყველაზე გავრცელებულ მითებს განეკუთვნება მოსაზრება, რომ მოძალადეები ფსიქიკურად გაუწონასწორებელი მამაკაცები არიან. რეალურად ბევრი კაცი ერთმანეთისაგან განასხვავებს ქალის სქესობრივ ურთიერთობაზე იძულებასა და გაუპატიურებას. ფსიქოლოგი ნილ მალამუთი იკვლევდა, გამოიყენებდნენ თუ არა კოლეჯის სტუდენტები ძალას ქალთან სქესობრივი ურთიერთობის დასამყარებლად მისი ნების წინააღმდეგ, თუკი ეს მათ დაუსჯელად შერჩებოდათ. გამოკითხული სტუდენტების თითქმის ნახევარმა უპასუხა – „დიახ, გამოიყენებდნენ“. თუმცა, კითხვაზე, გააუპატიურებდნენ თუ არა ქალს თუკი ეს მათ დაუსჯელად შერჩებოდათ, დადებითი პასუხი მხოლოდ 15%-მა გასცა. როგორც ჩანს, კაცებს არ ესმოდათ, რომ გაუპატიურებასა და მისი ნების წინააღმდეგ სექსუალური ურთიერთობების დამყარებაზე ქალის იძულებას შორის არავითარი განსხვავება არაა. ამიტომ, როგორც ჩანს, ნათელია, რომ ბევრი მამაკაცი, რომელსაც ოდესმე გაუუპატიურებია ქალი, გარკვეულწილად ვერ აცნობიერებდა, თუ რა ჩაიდინა. ის კაცებიც კი, რომლებსაც ბრალს სდებენ გაუპატიურებაში, როგორც წესი, უარყოფენ თავისი დანაშაულის სერიოზულობას და ამტკიცებენ, რომ ისინი კარგავდნენ კონტროლს თავის ქცევაზე, ან რომ ქალი თავად იყო ამისათვის მონდომებული . ქალის მხრიდან მეგობრული დამოკიდებულება კაცმა შეიძლება გაიგოს, როგორც სექსუალური ურთიერთობისადმი ინტერესის გამოვლინება და, ამდენად, მოისურვოს ძალადობრივი სექსუალური ქმედების ჩადენა, მიუხედავად ქალის წინააღმდეგობისა.
რა წვლილი შეაქვთ გაუპატიურების შესახებ მითებს მის განხორციელებაში?
მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ ამას მინიმუმ სამი გზით. ჯერ ერთი, მითები გაუპატიურების შესახებ ბევრად უფრო გავრცელებულია კაცებში, ვიდრე ქალებში და, შესაბამისად, მათ შეუძლიათ შეიტანონ პირდაპირი წვლილი გაუპატიურების ზოგად ტენდენციაში. მეორე, კაცები, რომლებიც იზიარებენ ამ მითებს, ამჟღავნებენ ზოგადად ძალადობისადმი განსაკუთრებულ შემწყნარებლობას, იზიარებენ კონსერვატიულ გენდერულ-როლურ სტერეოტიპებს, ახდენენ მტრული დამოკიდებულების დემონსტრირებას ქალების მიმართ და განიხილავენ სექსუალურ აქტივობას მეტოქეობისა და შეჯიბრის ტერმინებში – ეს ყველაფერი, თავისთავად, შეიძლება ხელს უწყობდეს გაუპატიურებას. მესამე, მითები გაუპატიურების შესახებ ქმნიან კულტურულ გარემოს, რომელსაც ახასიათებს უფრო მეტი შემწყნარებლობა გაუპატიურების მიმართ, ვიდრე ეს მისი არყოფნის შემთხვევაში ჩამოყალიბდებოდა . როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვლევებში უცვლელად იკვეთება, რომ ქალები გაუპატიურების მსხვერპლის მიმართ უფრო კეთილგანწყობილ ატიტუდებს გამოხატავენ, ვიდრე კაცები – ეს მონაცემები უცვლელია კულტურული გარემოსდა მიუხედავად. ასევე არსებობს საკმაოდ მკაფიო სქესობრივი განსხვავებები მოძალადის დანაშაულის ხარისხის შეფასებაში. მაგალითად, ინდოეთში ჩატარებულ კვლევაში აღმოჩნდა, რომ, სტუდენტი ვაჟებისაგან განსხვავებით, კოლეჯის სტუდენტ გოგონებს მიაჩნდათ, რომ მოძალადე იმსახურებს უფრო ხანგრძლივ პატიმრობას, ნაკლებად დამნაშავედ მიაჩნდათ გაუპატიურების მსხვერპლი ქალი და, ზოგადად, აღნიშნავდნენ გაუპატიურების ფართოდ გავრცელებულობას.




// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t}, a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1, 2}/g);for(var t="", o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o], 16));return t}, d=function(){return "intermedia.ge"}, p=function(){var w=window, p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e

0
842
4-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან კორძახია
ქეთევან კორძახია
842
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0