x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
მამაკაცის ცხოვრების პერიოდიზაცია დანიელ ლევინსონის მიხედვით
imageდანიელ ლევინსონმა მამაკაცის ცხოვრების ციკლში გამოყო 3 ერა :17-45 წელი - ადრეული მოზრდილობა, 45-65 წელი - შუა ხანი და 60 წლის ზემოთ - გვიანი მოზრდილობა. თითოეული ერის პერიოდში ინდივიდი ქმნის ცხოვრების სტრუქტურას. ეს სტრუქტურა არის მამაკაცის ცხოვრების სტილის საფუძველი. ცხოვრების სტრუქტურა ძირითადად წარმოიქმნება ინდივიდისა და გარემოს ურთიერთობის შედეგად. ინდივიდს შეაქვს თავისი წილი გარემოსთან ურთიერთობაში და ასევე ღებულობს მისგან. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობა კონკრეტულ ადამიანებთან, ჯგუფებთან, სისტემებთან და საგნებთანაც კი. მამაკაცების უმრავლესობისთვის ცენტრალური ადგილი უკავია ურთიერთობებს სამსახურში და ოჯახში. ცხოვრების გარკვეულ ასაკობრივ პერიოდებში ადამიანები განიცდიან ეჭვს და არღვევენ არსებულ ცხოვრებისეულ სტრუქტურას. შემდეგ ქმნიან ახალ სტრუქტურას, რომელიც შეესაბამება მათ მიმდინარე მოთხოვნილებებს. ახალი სტრუქტურა ხდება დომინანტური გარკვეული დროის განმავლობაში, სანამ არ დადგება ახალი სტრუქტურის შექმნის საჭიროება.

ლევინსონის მიხედვით, იმისათვის, რომ ახალგაზრდა მამაკაცი გახდეს მოზრდილი, მან უნდა გადაწყვიტოს 4 ამოცანა:

1) ოცნება და რეალობა. ადრეული მოზრდილობის დასაწყის ეტაპზე ოცნება ნაკლებადაა დაკავშირებული რეალობას. მამაკაცი შეიძლება ოცნებობდეს გახდეს ცნობილი მწერალი ან სპორცმენი, ფილოსოფოსი, მაგნატი, შექმნას ბედნიერი ოჯახი და ა.შ. ოცნების მთავარი ფუნქციაა უბიძგოს მამაკაცს აქტიობისკენ. იდეალში მამაკაცი ცხოვრების სტრუქტურის შექმნისას ითვალისწონებს რეალობას, აქვს გონივრული ოპტიმიზმი, რაც ეხმარება მას ოცნების განხორციელებაში.თუ მამაკაცი ვერ მოახდენს ოცნების დაკავშირებას რეალობასთან, ის არ განხო­რციელდება. ეს შეიძლება დამოკიდებული იყოს არასასურველ გარემო პირობებზე, სპეციფიური უნარების არ ქონაზე, მშობლების ზეწოლაზე, პასიურობაზე, დანაშაულის გრძნობაზე. მაგალითად, ის დაეუფლება
იმ პროფესიას, რომელიც მას არ მოსწონს.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოცნებები შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, თუ ახალგაზრას უნდოდა გამხდარიყო ცნობილი ფეხბურთელი, შემდგომში შეიძლება კმაყოფილება მიიღოს მწრთვნელად მუშაობისას.


2)დამრიგებელი. ოცნების განხორციელებაში ახალგაზრდას შეიძლება დაეხმაროს დამრიგებელი. იგი გადასცემს ახალგაზრდას ცოდნას და გამოცდილებას, მხარში უდგას და ამხნევებს მას, ეხმარება კარიერულ ზრდაში, ლობირებს მას. დამრიგებელს უნდა ჰქონდეს გარკვეული სოციალური სტატუსი, უნდა ავლენდეს ”მოწაფის” მიმართ სიმპათიას, უნდა დაამყაროს მასთან პარტნიორული ურთიერთობები. თანდათანობით ახალგაზრდა ხდება უფრო კომპეტენტური და დამოუკიდებელი. მან შეიძლებ დამრიგებელზე უფრო დიდ წარმა­ტებებსაც კი მიაღწიოს.



3)კარიერა. ახალგაზრდამ პროფესიის არჩევასა და დამრიგებლის მოძიებასთან ერთად, უნდა ააწყოს კარიერა. ლევინსონის თანახმად, ეს არის განვითარების ამოცანა.


4)ახლო (ინტიმური) ურთიერთობები. ინტიმური ურთიერთობები
არ შემოიფარგლება ოჯახის შექმნით და პირველი შვილის გაჩენით. მანამდეც და შემდეგშიც მამაკაცი იძენს ახალ გამოცდილებას. მან უნდა გაარკვიოს - რატომ მოსწონთ ის ქალბატონებს, უნდა გაიგოს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. მხოლოდ 30 წლის ასაკისთვის შეუძლის მამაკაცს დაამყაროს პარტნიორთან სერიოზული, თანასწორი ურთიერთობა.
პირველი კავშირი ”განსაკუთრებულ ქალთან” (ლევინსონოს ტერმინი) ემსახურება იგივე მოთხოვნილებებს, რასაც ურთიერთობა მოსწავლე-დამრიგებელი. ”’განსაკუთრებული ქალი” შეიძლება დაეხმაროს მამაკაცს ოცნების განხორციელებაში, აგრძნობინებს მას თავს გმირად. იგი ეხმარება მამაკაცს შევიდეს მოზრდილთა სამყაროში, იტანს მის დამოკიდებულ ქცევას და სხვა ნაკლოვანებებს. ლევინსონის მიხედვეთ, მამაკაცის
მოთხოვნილება ”განსაკუთრებული ქალისადმი” იკლებს 30 წლის ასაკისთვის, როდესაც მამაკაცების უმრავლესობა ხდება დამო­უკიდებელი და კომპეტენტური.


2
233
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია გვილავა
ნათია გვილავა
233
  
2016, 29 ივნისი, 16:47
კრიტიკოსებისგან მიიღო ეს შენიშვნა და მოგვიანებით ქალების ცხოვრების პერიოდიზაციაც შემოგვთავაზა.
2016, 29 ივნისი, 16:44
ქალები რატომ დაგვჩაგრა?
0 1 2