x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
სტანისლავ ბონდარენკოს საქველმოქმედო ღონისძიებებმა ფუჭად ჩაიარა? ნანუკა ჟორჟოლიანი თაღლითობაზე საუბრობს

imageტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდიდან სტანისლავ ბონდარენკოს სახელით ჩადენილ სავარაუდო თაღლითობაზე საუბრობს.


"ველოდებოდი პროექტის დამთავრებას. არ მინდოდა ხელის შემშლელი ყოფილიყო,
რომელიმე ინფორმაცია, რამე დეტალი?! თან მშობელს ჯერ კიდევ ქონდა იმედი და
ჩვენც ვუწევდით ანგარიშს ამ ფაქტს.
სტანისლავ ბონდარენკო რომელი ქველმოქმედებისთვისაც ჩამოიყვანეს, (პატარა ბავშვისთვის ოპერაციის თანხა გროდებოდა) ორგანიზატორებს ამ დრომდე არანაირი დახმარება არ გაუწევიათ ოჯახისთვის. ბავშვის დედას შევთავაზეთ საჯაროდ ამ ამბის გაცხადება და გვითხრა, მერე საერთოდ აღარ მომცემენ თანხასო. იმიტომ, რომ ეს ამბავი ასე გრძელდება, მოტყუებულად გადავწყვიტე მე მეთქვა საჯაროდ.
image

წარმოადგინონ ორგანიზატორებმა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ
ბავშვს გადაურიცხეს ის თანხა, რომელიც მას ეკუთვნოდა. სპექტაკლებიდან და
სხვა ღონისძიებებიდან შემოსულ თანხებს ვგულისხმობ, თორემ გახსნილ ანგარიშზე
რაც ირიცხება, ეს კეთილი ადამიანების დამსახურებაა.
ჩვენ პროექტისთანამონაწილეები ვიყავით. ფინანსურადაც ყველაფრის საქმის კურსში ვართ. რამდენი უნდა ჩარიცხულიყო ბავშვთან. იმედი გვაქვს ამბის გასაჯაროების
შემდეგ ორგანიზატორები ფულს ჩაურიცხავენ ბავშვს. თუ არა, იმედი გვაქვს
შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან ვინ და რატომ ითაღლითა."

image


შეგახსენებთ, სტანისლავ ბონდარენკომ თბილისში დაგეგმილ საქველმოქმედო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა, ითამაშა ზურიკელას როლი "მე ბებია, ილიკო და ილარიონი" მოზარდ მაყურებელთა თეატრში და საქველმოქმედო კონცერტში მიიღო მონაწილეობა "სუხიშვილებთან" ერთად, რომელიც 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად გაიმართა. მიხეილ სხვიტარიძეს ხერხემლის ურთულესი ქრონიკული და პროგრესირებადი დაავადება, ოსტეოპოროზი აქვს, ბოლო 9 წლის განმავლობაში მან 8 ურთულესი ოპერაცია გადაიტანა.

image

0
178
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0