x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ნანუკა ჟორჟოლიანის სკანდალური განცხადება სტანისლავ ბონდარენკოს ქველმოქმედების შესახებ-"გადავწყვიტე მე მეთქვა საჯაროდ!"

image
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს სოციალური ქსელის "ფეისბუქის" პირად გვერდზე. მისი სტატუსი ეხება "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებულის, უკრაინელი წარმოშობის რუსეთის მსახიობის სტანისლავ ბონდარენკოს ქველმოქმედებას საქართველოში. როგორც მოგეხსენებათ, სტანისლავის ვიზიტი საქართველოში მის ქველმოქმედებას უკავშირდება, კერძოდ კი 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად მან მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სპექტაკლ "მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" ზურიკელას როლი შეასრულა. საქველმოქმედო კონცერტის ფასი 100 ლარი იყო. ეს თანხა კი ახალგაზრდა ბიჭს დასახმარებლად გადაეცემოდა.

აი რას აცხადებს ნანუკა ამის შესახებ:


"ველოდებოდი პროექტის დამთავრებას. არ მინდოდა ხელის შემშლელი ყოფილიყო, რომელიმე ინფორმაცია, რამე დეტალი, თან მშობელს ჯერ კიდევ ქონდა იმედი და ჩვენც ვუწევდით ანგარიშს ამ ფაქტს.

სტანისლავ ბონდარენკო რომელი ქველმოქმედებისთვისაც ჩამოიყვანეს, იმ პატარა ბავშვისთვის ორგანიზატორებს ამ დრომდე არანაირი დახმარება არ გაუწევიათ. ბავშვის დედას შევთავაზეთ საჯაროდ ამ ამბის გაცხადება და გვითხრა, მერე საერთოდ აღარ მომცემენ თანხასო. იმიტომ, რომ ეს ამბავი ასე გრძელდება, მოტყუებულად გადავწყვიტე მე მეთქვა საჯაროდ.
წარმოადგინონ ორგანიზატორებმა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ ბავშვს გადაურიცხეს ის თანხა რომელიც მას ეკუთვნოდა. ბონდარენკო რომელი ღონისძიებისთვისაც ჩაოიყვანეს, სპექტაკლებიდან შემოსულ თანხებს ვგულისხმობ და სხვა ღონისძიებებიდან. თორემ გახსნილ ანგარიშზე რომ თანხები ირიცხება, ეს კეთილი ადამიანების დამსახურებაა.
ჩვენ პროექტის თანამონაწილეები ვიყავით, ფინანსურადაც ყველაფრის საქმის კურსში ვართ რამდენი უნდა ჩარიცხულიყო ბავშვთან. იმედი გვაქვს ამბის გასაჯაროების შემდეგ ორგანიზატორები ფულს ჩაურიცხავენ ბავშვს. თუ არა, იმედი გვაქვს შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან ვინ და რატომ ითაღლითა."
image

0
1042
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1042
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0