x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ლამაზი ძაღლების TOP 5


1. თოი პუდელი


image














ამ ძაღლს მოსწონს სეირნობა. თავისუფლად სირბილი და თამაში, რაც მისი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ფიზიკური ვარჯიში მას არ სჭირდება და პატრონის გვერდით ყოფნა ურჩევნია. ამ ჯიშის ძაღლები შენობებში უფრო კონფორტულად გრძნობენ თავს.


2. ციმბირული ჰასკი


image












ციმბირულ ჰასკებს აქვთ ნაზი თივთიკი და გრძელი, უხეში ბალანი, რომელიც სხვადასხვა ფერია–შავიდან დაწყებული, ქათქათა თეთრში გადასული, ასევე, შემოდგომის ფერებით გაწყობილი. მისთვის დამახასიათებელია თეთრი ლაქები სახეზე. თუ ამ ძაღლებს, რეგულარულად არ ავარჯიშებთ, მაშინ ისინი ცუდად იგრძნობენ თავს.

3. პომერანიული შპიცი


image













ეს პატარა ძაღლი მოსიარულე ღრუბელს გავს. პაწია, მელიის მსგავსი სახე აფუებულ ფაფარში ძლივს უჩანს. ყოველდღიურად გაუწმინდეთ თვალები და ყურები და ასევე ვეტერინართან ატარეთ კბილების გასასინჯად. თუ ამ ძაღლებს რეგულარულად არ გაუწმინდავთ კბილებს, ამით შეიძლება მათ კბილები ნაადრევად დასცვივდეთ.

4. სამოედი


image

















სამოედის მკვრივი ბეწვი საუკეთესოდ შეეფერება თოვლიან გარემოს და სრულიად არ შეესაბამება ცხელ კლიმატურ პირობებს.სამოედებს ესაჭიროებათ ვარჯიშის განსაზღვრული რაოდენობა, სულ ცოტა–ყოველდღიური, ხანგრძლივი, სწრაფი სიარული. საგანგებო კვება არ სჭირდებათ, თუმცა, განსაკუთრებულად უყვართ თევზი.


5. კოკერ სპანიელი


image















ადვილი ასახსნელია, ეს მბზინავბეწვიანი, დიდთვალება და ყურებ პარტყუნა კოკერ სპანიელი რატომ ინარჩუნებს მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ჯიშის სახელს. ეს ძაღლი კარგად ეგუება ქალაქის პირობებს, მაგრამ სჭირდება სივრცე, სადაც ირბენს ან იხეტიალებს.




თუ გსურთ ამ ძაღლებზე სრული ინფორმაციის მიღება, მაშინ იხილეთ ჩვენი შემდეგი სტატია.







2
217
1-ს მოსწონს
ავტორი:ახალი გზა
ახალი გზა
217
  
2016, 28 ივნისი, 11:26
კი მართლა კარგი ძაღლია.....
2016, 28 ივნისი, 11:24
მე კატა მყავს, მაგრამ არც შპიცზე ვიტყვი უარს. ისეთი საყვარლები არიან...
0 1 2