x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ლიონელ მესის კარიერა დასრულებულია?!

ლიონელ მესის კარიერა დასრულებულია?!


image









ლიონელ მესიმ შესაძლოა არგენტინის ნაკრები დატოვოს.

როგორც იცით გუშინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიამრთა "კოპა ამერიკის" ფინალური შეხვედერა არგენტინის ნაკრებსა და ჩილეს ნაკრებებს შორის, სადაც გამარჯვება მოიპოვა ჩილეს ეროვნულმა ნაკრებმა "პენალტების" სერიაში. "მე გავაკეთე ყველაფერი რისი გაკეთებაც შემეძლო, ძალიან მტკივნეულია, როდესაც ჩემპიონი ვერ ხდები"- აცხადებს სლიონელ მესი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არგენტინის ნაკრების ლიდერმა და მსოფლიო ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ თერთმეტრმეტრიანი ნიშნულიდან ვერ შეძლო გოლის გატანა "პენალტების" სერიის დროს. როგორც მოგეხსენებათ ეს ფინალი მეოთხე გამოდგა ლიონელ მესისთვის, რომელიც მან წააგო არგენტინის ეროვნულ ნაკრებში და ამ მარცხის შემდეგ მან განცხადება გააკეთა სადაც უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ მესი არგენტინის ნაკრებს დატოვებს.


"ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში ყველაფერი დასრულებულია, რადგან ეს უკვე მეოთხე ფინალია ჩემს კარიერაში და სამჯერ ზედიზეც, რომელიც წავაგე. ამჟამად ჩემთვის რთულია რაიმე პროგნოზი გავაკეთო ჩემს მომავალთან დაკავშირებით ეროვნულ ნაკრებში" - განაცხადა ფეხბურთის ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ.



ალბათ ყველამ იცით, რომ 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ლიონელ მესის არგენტინამ დათმო შეხვედრა დამატებით დროში გერმანიასთან სადაც ერთადერთი გოლის ავტორი მარიო გიოტცე გახდა. და ასევე არგენტინა დამარცხდა 2015 წლის კოპა ამერიკის ფინალში ჩილესთან. 2016 წელს კი მესიმ კვლავ განიცადა მარცხი ფინალში და კვლავ ჩილეს ეროვნულ ნაკრებთან. ახლა კი მესის თამაში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.









1
636
6-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
636
  
2016, 27 ივნისი, 15:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1