x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გერმანია და ფინეთიც აპირებს ევროკავშირიდან გასვლას?
imageამასობაში კი შოტლანდიამ გამოთქვა სურვილი, რომ გამოეყოს დიდ ბრიტანეთს და დარჩეს ევროკავშირში.


გაირკვა, რომ ყოველი მესამე გერმანელის სურვილია დატოვოს ევროკავშირი.როგორც Bild am Sonntag-ი აღნიშნავს, გერმანელების დაახლოებით 29%-მა გამოთქვა სურვილი გფრ-ამ დატოვოს ევროკავშირი.ეს წინასწარი გამოკითხვით გახდა ცნობილი.


"გერმანელების 63%-მა კატეგორიულად უარყო მსგავსი წინადადება, იგივე 63% სინანულს გამოთქვამს ბრიტანეთის გადაწყვეტილების გამო, მხოლოდ 11 %-მა გამოთქვა კმაყოფილება Brexit -ის გამო.(შემოკლებული British exit-ი, ბრიტანეთის გასვლა).


გერმანელების 67%-მა აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმი მეტყველებს იმას, რომ ევროკავშირში საჭიროა გატარდეს კარდინალური რეფორმები.ამასთანავე გერმანელების 21% მიიჩნევს, რომ ევროკავშირს არ სჭირდება რეფორმები.



ამასობაში კი ფინეთში აგროვებენ ხელმოწერებს ევროკავშირიდან გასვლის რეფერენდუმისთვის.როგორც ტელეარხი Yle იუწყება, შეგროვილია უკვე 10 000 ხელმოწერა, ახალგაზრული ორგანიზაცია "ნამდვილი ფინელების" მეთაური სებასტიან ტიუნკიუნენმა განაცხადა, რომ რეფერენდუმი აუცილებელია იმისითვის, რომ "ქვეყანა გახდეს თავისუფალი".


შოტლანდიას კი სურვილი აქვს გამოეყოს დიდ ბრიტანეთს, როგორც Sunday Post -ი აღნიშნავს, შოტლანდიელების 59% ამ იდეის მომხრეა, ამასათნავე სურვილი აქვთ დარჩნენ ევროკავშირში.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის მომხრე ძირითადად უფროსი ასაკის ადამიანები და პენსიონერები არიან.









0
156
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0