ივენთები Color fest Batumi 2016, 26 ივნისი, 2:00 2016 წლის 22 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება გაიმართა. მანტიებში გამოწყობილ წარჩინებულ სტუდენტებს უნივერსიტეტის პროფესორებმა, მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა გზა დაულოცეს და წარმატებები უსურვეს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილების ცერემონია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, სახალისო და გასართობი ფერების ფესტივალით, ელექტრონული მუსიკით, მანათობილი ფრანებისა და ფოიერვერკის გაშვებით დასრულდა. 36 შეფასება არ არის
|