x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508146
ძმები ნობელების მუზეუმში გამოფენა "50/50" გაიმართა
image
ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში, აჭარის სახელმწიფო მუზეუმისა და ქუთაისის ისტორიული მუზეუმის ერთობლივი გამოფენა სახელწოდებით 50/50 გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს. imageგამოფენაზე აჭარის სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში დაცული უნიკალური საბრძოლო იარაღების ნიმუშები და კერძო კოლექციონერებთან დაცული ფოტომასალა იყო წარმოდგენილი.


ინტერიერს მე-18 საუკუნით დათარიღებული დარბაზის სამშვენისები: ლარნაკები და დეკორატიული სპილოები ამშვენებდა.


image

მეორე სართულზე ქუთაისის ისტორიული მუზეუმის საბრძოლო ექსპონატები: მაჭახელას თოფი, აღმოსავლური და ევროპული იარაღები და უნიკალური ხანჯლები იყო წარმოდგენილი.



მეორე სართულზევე იყო წარმოდგენილი სალომე დადიანის, ეკატერინე ჭავჭავაძის, მერი შერვაშიძის და ფილმ "ქეთო და კოტეში“ გამოყენებული ქეთოს კაბები.


imageგამოფენის სტუმრებმა ასევე დააგემოვნეს უგემრიელესი ხილის ტორტი გამოფენის თემატიკით.

1
72
1-ს მოსწონს
ავტორი:Natia_Fiore
Natia_Fiore
72
  
2016, 26 ივნისი, 12:52
ცოტა მეტი სურათები დადევით რა თუ შეგიძლიათ
0 1 1