x
ძილის დარღვევები

მშვენიერია, როდესაც ყოველთვის შეგვიძლია ღამით კარგად დაძინება.ძილი ემსახურება შენახვისა და აღდგენის ფუნქციებს.სამწუხაროდ, მრავალი ადამიანი იტანჯება ძილის დარღვევით, რაც სერიოზულად მოქმედებს მათ პირად ცხოვრებასა და სამსახურეობრივ საქმიანობაზე.დარღვევების მიზეზი ვარირებს ბიოლოგიურ თუ ფსიქოლოგიურ ძალებს შორის. დარღვეულ ძილს სოციალური შედეგებიც შეიძლება ჰქონდეს.ადამიანები, რომელთა სამუშაო განრიგი ღამით გადაადგილებას საჭიროებს, მთელი კვირის განმავლობაში ერთხელ მაინც თვლემენ სამუშაო ადგილზე.მაგალითად ჩერნობილის კატასტროფა გვიან საღამოს საათებში მოხდა.ამბობდნენ, რომ ეს შემთხვევები იმიტომ მოხდა, რომ ძილის უკმარისობის გამო პასუხისმგებელმა პერსონალმა ოპტიმალურად ვერ შეასრულა თავისი ფუნქცია.


image
ინსომნია

როდესაც ადამიანები უკმაყოფილონი არიან თავიანთი ძილის ოდენობით ან ხარისხით, ისინი ინსომნიისაგან იტანჯებიან.სათანადოდ დაძინებაში ქრონიკული წარუმატებლობა ხასიათდება სწრაფად ვერდაძინებით., ძილის განმავლობაში ხშირი ადგომებით ან დილით ადრე გაღვიძებით. ინსომნია კომპლექსური დარღვევაა, რომელსაც ფსიქოლოგიური, გარემო პირობები და მრავალი ბიოლოგიური ფაქტორი განაპირობებს.


ნარკოლეფსია

ნარკოლეფსიაც ძილის დარღვევაა, რომელიც დღის განმავლობაში პერიოდული ძილით ხასიათდება.ის ხშირად კატაფლექსიასთან კომბინაციაში იჩენს თავს, რის შედეგადაც ადამიანი მოულოდნელად ძირს ეცემა.ნარკოლეფსია 2000-დან მხოლოდ ერთ ადამიანთან გვხვდება.ვინაიდან ნარკოლეფსია გავრცელებულია ოჯახებში, მეცნიერები ასკვნიან, რომ დაავადებას გენეტიკური საფუძველი აქვს.


ძილის აპნოე


ძილის აპნოე არის ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევა.როდესაც ადამიანი ძილის დროს წყვეტს სუნთქვას.როდესაც ეს ხდება, სისხლში მცირდება ჟანგბადის რაოდენობა და გამომუშავდება დამხმარე ჰორმონები.რაც, თავის მხრივ, აიძულებს ადამიანს, რომ გაიღვიძოს და განაახლოს სუნთქვა.მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობასთან იშვიათად გვხვდება აპნოეს ასეთი ღამის ეპიზოდები, ძილის აპნოეთი დაავადებულ ზოგიერთ ადამიანთან ასამდე ასეთი ციკლი მეორდება ყოველი ღამის განმავლობაში. აპნოეს ეპიზოდი ზოგჯერ აშინებს მძინარე ადამიანს, თუმცა ხშირად ეს ეპიზოდები იმდენად ხანმოკლეა, რომ იგი ვერ აკავშირებს მოჭარბებულ ძილიანობას ამ ეპიზოდებთან. საინტერესოა ცნობილი ფსიქოლოგის შემთხვევა.რომელსაც გამოუვლენელი ძილის აპნოეს შედეგად არ შეეძლო ღვიძილის მდგომარეობაში ყოფილიყო ლექციებისა და მეცნიერული შეხვედრების დროს.როდესაც მას მეუღლემ აცნობა ღამის დარღვეული ქცევის შესახებ, მან მიმართა ძილის დარღვევების კლინიკას, სადაც წარმატებით იმკურნალა და გადაირჩინა კარიერა.სხვა ანალოგიურ შემთხვევებში ადამიანები კარგავენ სამუშაოს, მეგობრებს და ზოგჯერ მეუღლეებსაც კი, რადგანაც მათი ქცევა დღის განმავლობაში ძალზე დარღვეულია ღამის პერიოდის დარღვევის გამო.

ამგვარად ძილის დარვევას გაცილებით უფრო მძიმე შედეგები აქვს, ვიდრე ეს უბრალოდ უძილობაა.

0
99
1-ს მოსწონს
ავტორი:ლაურა ყალიჩავა
ლაურა ყალიჩავა
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0