x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133852
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
კრემი «სველი ბეზე»

«სველი ბეზე» ძალიან გემრიელი, ნაზი და მყარი კრემი არის. საუკეთესოა ტორტების გასაფორმებლად და თუ ამ საქმისთვის საკვების საღებავებსაც გამოიყენებთ, შედევრების შექმნას შეძლებთ. კრემი იმდენად მტკიცეა, რომ გაფორმების შემდეგ, ფორმას არ კარგავს და მასზე უმცირესი დეტალებიც კი უცვლელად რჩება.


image

imageინგრედიენტები:


კვერცხის ცილა — 4 ცალი (თუ კვერცხი პატარა არის – 5)
შაქრის ფხვნილი — 1 ჭიქა
ვანილინი —1, 5 გრ.
ლიმონის მჟავა — 1/4 ჩ. კ.


მომზადება:


1. ქურაზე წყალი დადგით ქვაბით, წყლის აბაზანისთვის.

2. კვერცხის ცილა და გული ისე დააცალკევეთ, რომ ცილას გული არ შეჰყვეს > ცილა მოათავსეთ სხვა ქვაბში > ათქვიფეთ იქამდე, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. მაგრამ, საჭირო არ არის სქელი ქაფის გაკეთება! უბრალოდ, ერთგვაროვანი მასა უნდა იყოს, თხევადი და ბლანტი.
3. წყალი რომ ადუღდება, ცილაში ჩაყარეთ შაქარი, ვანილინი და ლიმონის მჟავა > დადგით ეს ნაზავი წყლის აბაზანაზე (ბეზეს ქვაბი, წყლის ზედაპირს უნდა ეხებოდეს, მასზე ტივტივებდეს) > თქვიფეთ მიქსერით 10-15 წუთი > როდესაც კრემზე სათქვეფის კვალი დარჩება ან მთელი კრემი სათქვეფზე მოგროვდება და თასის ძირი გამოჩნდება, გადმოდგით ქურიდან და კიდევ 3-5 წუთი თქვიფეთ.

image

4. გადაიტანეთ კრემი მშრალ თასში (ცილიან ქვაბში წყალი ჩაასხით, რომ ადვილად გარეცხოთ).
5. ტორტის გაფორმება მაშინვე დაიწყეთ, რადგან ჰაერთან შეხებისას, კრემი შრება. სწორედ ამიტომ ჰქვია მას «სველი ბეზე» – გარედან შრება, ხოლო შიგნით – სველი არის. გაფორმების დროს, კრემის იმ ნაწილს, რომელსაც არ იყენებთ, სამზარეულოს აპკი ან ფოლგა გადააფარეთ.


კრემს შეგიძლიათ გელის საღებავები დაამატოთ. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ წყალში გახსნილი საღებავი, და კრემი არ წაუსვათ ნოტიო ბისკვიტს, რადგან წყალი კრემს აფუჭებს.

image

image

imageimageimageimageimageimageimage

0
2253
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0