x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სისხლიანი სადილი კატმანდუში.რატომ დახოცა პრინცმა დიპენდრამ ოჯახი და შემდეგ თავი მოიკლა
image


2001 წლის 1 ივნისს ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში დატრიალდა საშინელი ტრაგედია.ტახტის მემკვიდრემ პრინცმა დიპენდრამ დახოცა თითქმის მთელი სამეფო ოჯახი და შემდეგ თავი მოიკლა.მაინც რა იყო მოტივი და რამ გადაადგმევინა ასეთი საშინელი ნაბიჯი პრინცს, რომელმაც მთელი ერი შოკში ჩააგდო?



1 ივნისს საღამოს სადღაც 21 საათზე და 30 წუთზე კატმანდუში დაიღუპა სამეფო ოჯახი.დაღუპულებს შორის იყვნენ "ღმერთი ვიშნუს ცოცხალი განსახიერება", 55 წლის მეფე ბირენდრა, 51 წლის დედოფალი აიშვარია, 24 წლის პრინცესა შნუტი და ძმა, უმცროსი უფლისწული 22 წლის ნარაიანი და კიდევ რამდენიმე ადამიანი.


ოფიციალური ვერსიით დანაშაული ჩაიდინა პრინცმა დიპენდრამ, რომელმაც შაშხანა М-16 ით და 9 მილიმეტრიანი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი MP5K-თი მძიმედ დაჭრა თავის ოჯახის წევრები.


image

ამის შემდეგ დიპენდრამ თავი მოიკლა.მკვლელობის ოფიციალურ მოტივი გახდა ოჯახური კამათი დიპენდრას საცოლის გარშემო და ეს მოხდა იმ დროს, როდესაც პრინცი ძლიერი ალკოჰოლური და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.


აღსანიშნავია, რომ მემკვიდრე პრინცი ადრეც არაერთხელ იყო შემჩნეული ნარკოტოკების და ალკოჰოლის მოხმარებაში, რის გამოც ხშირად უსიამოვნო ინციდენტებში ეხვეოდა.


მაგალითად, 1999 წელს დიპენდრა პოლიციამ სიჩქარის გადაჭარბების გამო გააჩერა, მთვრალი პრინცი აქეთ დაემუქრა სამართალდამცავებს იარაღით და მეტიც, ისინი ქალაქგარეთ გაიყვანა და იქ დატოვა.


image

მკვლელობის მთავარი მოტივი გახდა მშობლების უკმაყოფილება საცოლის შერჩევისას.


დიპენდრას რჩეული გახდა დევიანუ რანუ რანების ოჯახიდან და გვალიოროს საგვარეულოდან.

imageთუმცა მშობლები ამ ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ, მათ სურდათ პრინცი სხვა ქალზე დაქორწინებულიყო.ამ მხრივ განსაკუთრებით პრინცის დედა აიშვარია აქტიურობდა.


უარის მიზეზი წმინდა პოლიტიკური ხასიათის იყო. რანის ოჯახმა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობის უზურპაცია მოახდინა და შექმნეს პრემიერ-მინისტრების დინასტია მახარაჯას ტიტულით.ასე, რომ პრინცთან ქორწინება კიდევ უფრო გააძიერებდა ისედაც ძალადობრივი გზით რანების მითვისებულ ხელისუფლებას.ამასთანავე დევიანუ რანუ მათ შორეულ ნათესავადაც ეკუთვნოდათ.


მშობლებმა დიპენდრას სხვა საცოლე შეურჩიეს, -სუპრიე, შახების სამეფო ოჯახიდან.პრინცი არჩევანის წინაშე დააყენეს: ან ქორწინება დევიანუ რანთან ან გვირგვინი.

image


1 ივნისს საღამოს, სწორედ ამ საკითხზე გაიმართა მორიგი კამათი სამეფო სასახლეში.პრინცი მისაღებში ბილიარდს თამაშობდა თან ვისკის ეძალებოდა, ამასთანვე შახების ოჯახს აგინებდა, შემდეგ თავის ოჯახის წევრების შეურაცხყოფაზეც გადავიდა.


მეფემ უბრძანა შვილს მისაღები დაეტოვებინა. მთვრალი მემკვიდრე უმცროსმა ძმა ნირაჯანმა და ბიძაშვილმა პარასმა გაიყვანეს.


ამის შემდეგ მთვრალმა დივანდრამ ბიჭები ოთახიდან გაუშვა და საცოლეს დევიანუ რანუს დაურეკა, დღემდე უცნობია რა ილაპარაკეს ტელეფონით ქალ-ვაჟმა.დაახლოებით ორ საათში დივენდრა ოთახიდან გამოვიდა იარაღით ხელში და ოჯახის წევრებს თავზე დაადგა სადილობის დროს.


პირველად დედას, აიშვაირიას სახეში ესროლა.როდესაც სროლა მიწყნარდა, დივანდრას დაჭრილი მამის კვნესა მოესმა, მან კიდევ ერთი ტყვია დაახალა მამას.როგორც შემდგომ კომისიამ დაადგინა სროლა 15 წუთი გრძელდებოდა, თუმცა მეფის დაცვას ხელი არ გაუნძრევია.


ამის შემდეგ პრინცი სასახლიდან გარეთ გავიდა და პარკში თავში ერთი გასროლით თავი მოიკლა.


image

image


ტრაგედიის შემდეგ ტახტზე მეფის ძმა გიანენდრა ავიდა, აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანი და ბუნების დიდი მოყვარული, (ტრაგედიის დროს იგი სასახლეში არ იმყოფებოდა, მისი მეუღლე კი იქ იყო და მძიმედ დაიჭრა, თუმცა გადარჩა)

image

საბოლოოოდ, 2008 წლიდან ქვეყანა რეპუბლიკურ მმართველობაზე გადავიდა.



რაც შეეხება ტრაგედიის გამომწვევ ირიბ დამნაშავეს. დევიანუ რანუს კვალი ცოტა ხნით გაქრა, პრინცის საცოლე ლონდონში გამგზავრა და იქვე 2004 წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო.2007 წელს კი გათხოვდა ინდური ფილმების პროდიუსერის შვილზე და მინისტრის შვილიშვილზე.2010 წელს მას ვაჟი გაუჩნდა.


image

5
1027
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1027
  
2016, 1 ივნისი, 11:45
ან უბრალოდ მოისყიდეს გამსახურდიას დაცვასავით....
2016, 1 ივნისი, 9:53
მადლობა
2016, 1 ივნისი, 9:53
შიდა ოჯახურ კონფლიქტში არ ჩაერივნენ..ისინი ხომ მთელ ოჯახს იცავდნენ..არა და უნდა ჩარეულიყვნენ წესით..მაგარამ ილაჩრეს როგორც გამოდის
2016, 1 ივნისი, 9:50
,,მეფის დაცვას ხელი არ გაუნძრევია,, - რატომ? ეძინათ?
2016, 1 ივნისი, 9:47
ძალიან საინტერესო იყო.. დეტალურად წერია ყველაფერი.. მაგარია!!!
0 1 5