x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ამპარტავნება-ცოდვათა შორის უპირველესი,რომელსაც ვერაფრით გაექცა ადამიანი
image


ამპარტავნება-ცოდვა, რომელსაც ვერ გაურბის კაცობრიობა
საუკუნეების მანძილზე.ქრისტიანული და მუსულმანული რელიგია თანხმდება, რომ
ცოდვათა შორის უპირველესია. იგი მოიცავს აერთიანებს სხვა დანარჩენს.


"წმინდა მამები ამბობენ, რომ თორმეტი ვნება არსებობს და მათ შორის უმთავრესს,
ამპარტავნებას, ვინც თავისი ნებით მიიღებს, მისი საშუალებით დანარჩენ
თერთმეტსაც თავისთან განუმზადებს ადგილს."(პატრიარქის საშობაო ეპისტოლედან.)



ცოდვათა შორის ყველაზე გავრცელებულს: არ კაცი კლა, არ იმრუშო, არ იპარო
და სხვებს ამპარტავნება აერთიანება: მოკალი კაცი?ღმერთისგან ნაბოძები სიცოცხლე წაართვი, "დასაჯე". გააქვს უფლება?-ესე იგი ამპარტავანი ხარ...შეხედე მოყვასის ცოლს სხვანაირი თვალით? რას ნიშნავს? მის ქმარს სჯობიხარ?-ამპარტავანი ხარ..



წმინდა მამები მას "სატანის თესლს" უწოდებენ.ამპარტავნების სიმპტომებია: სხვების განკითხვა, სხვა ადამიანებს შეურაცხყოფა და დამცირება, ყურადღების მიპყრობა და თავისი გარეგანი კეთილის დანახება, ქედმაღლობა, სიტყვასა და საქმეში ზვაობა და მედიდურობა, შექების სურვილი, ეჭვიანობა, სხვებისთვის მითითება, მბრძანებლობა.


ამპარტავნება ყოვედღიური ცხოვრებიდან რომელიც გარშემო გამუდმებით გვესმის::"ეს უნდა დადიოდეს ამ მანქანით და მე არა?." ამას როგორ გაყვა ცოლად?"." იმ
დებილმა თუ ჩააბარა გამოცდები და მე ვერ ჩავაბარებ?" " "რა მოეწონა ამ გოგოში,
დაბრმავდა?"."რას გავს, რა მახინჯია"..და ა.შ.


ეცი პატივი მშობლებს.ნაცნობი ფრაზა-"რა გაგიკეთებიათ? განათლება ვერ მომეცით, ბინაც არ მაქვს" და ა.შ


ძველ საბერძნეთში მიიჩნევდნენ, "ამპარტავნებას შობს იღბალი", ანუ
ბერძნებს მხედველობაში ჰქონდათ ის, რომ ადამიანი ამპარტავანი ხდება ბრმა
ფორტუნის წყალობით, შემთხვევით თანამდებობაზე დანიშვნის ან გამდიდრების
წყალობით.

ზოგჯერ ადამიანის ამპარტავნების მიზეზი მისივე უარყოფითი
თვისებებია.მაგალითად, სიღატაკე ან სხვა რაიმე ნიშანი, იგი ცდილობს
დამალოს სხვის წინაშე კონკრეტული ხინჯი და ამაყად წარმოჩინდეს და უფრო
მეტიც, პირიქით აქეთ დაამციროს ის, ვინც თვითონაც კარგად მოეხსენება, რომ
მასზე მაღლა დგას კონკრეტული ნიშნით.


ამპარტავნების გამოვლინებაა თვითკმაყოფილება, ეგოიზმი, უზომო
სიამაყე.ამპარტავან ადამიანს "მძიმე შრომად" მიაჩნია ურთიერთობა იმ
ხალხთან, ვინც " თავის წრეში არ ჯდება". ძნელად გადათქვამს თავის აზრს,
მისი სტიქიაა ადამიანის უპატივცემლობა, დაცინვა.

image


ამპარტავნობა "ვარსკვლავური დაავადებაცაა".ეს ეხებათ მსახიობებს,
მომღერლებს, სპორტსმენებს და ჩინოვნიკებს. სხვათა შორის დამტკიცებულია, რომ
ამპარტავნების სენი იმ "ვარსკვლავებს" უფრო ემართებათ, ვისი
ინტელექტუალური დონე და "ნიჭიც" უფრო დაბალია.


image

1
549
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
549
  
2016, 1 ივნისი, 11:20
გეთანხმები! ძნელად განსაკურნებელი სენია(
0 1 1