x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"ამის შემდეგ ნახეთ გექნებათ თუ არა რეიტინგი" - რით აღაშფოთა "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" მაყურებლები

imageგუშინ, 30 მაისს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში "ცეკვავენ ვარსკვლავების" მორიგი ტური გაიმართა. აუტსაიდერებში ეკა ამირეჯიბისა და ანდრია გველესიანის წყვილები აღმოჩნდნენ. რამდენადაც ცოტა ხნის წინ პროექტი გაუთვალისწინებლად დატოვა ერთმა კონკურსანტმა - გორავ ჩოპრამ, BBC-ს ფორმატის მიხედვით, ჟიურის წევრებს უფლება ჰქონდათ ვეტო გამოეყენებინათ და პროექტიდან არ გაეშვათ არც ერთი კონკურსანტი, რაც გააკეთეს კიდეც. ამგვარად, გუშინ "ცეკვავენ ვარსკვლავები" არც ერთმა კონკურსანტმა არ დატოვა.
image






ჟიურის ამ გადაწყვეტილებამ მაყურებლის დიდ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. მათ ჟიური მიკერძოებაში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ ეკა ამირეჯიბს, როგორც ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომელს და ანდრია გველესიანის მეწყვილეს, სალომე ჭაჭუას, როგორც ჩერტკოევის ნათესავს, განსაკუთრებულად მფარველობენ. სოციალურ ქსელში ბევრი იმასაც აღნიშნავს, რომ ამგვარი ქმედებებით პროექტი უინტერესო ხდება.

"იმედის ჟურნალისტი ეკა ვარდებოდა და არ აწყობდათ, ხო ხვდებით."

image

"ვაიმეე გამაგიჟებთ მე თქვენ. პროექტს პროექტის სახე დაუკარგეთ, თქვენს ნებაზე, ფავორიტ წყვილზე ადებთ ვეტოს, ანუ რის თქმა შეგვიძლია რომ ჩვეულებრივ უნდა ველოდოთ საბოლოო შედეგების გაყალბებასაც. გრცხვენოდეთ!!!"

"რატომ წინა ტურზე არ გამოიყენეთ ვეტოს უფლება? მაგრამ ეს ხომ საქართველოა და აქ ყველაფერი მოსულა, წინასწარ იცით ვინც უნდა გაიმარჯვოს. ამერიკულ პროექტის ანალოგს რომ აკეთებთ წესებიც გადმოიღეთ, მაგრამ არ გაწყობთ." - წერენ ფეისბუქში "ცეკვავენ ვარსკვლავების" ოფიციალურ გვერდზე კომენტარებში.

მაყურებელს არც ის გამოპარვია, რომ გოჩა ჩერტკოევი აშკარად "არ სწყალობს" ქართველი მაყურებლის რჩეულს - სტანისლავ ბონდარენკოს, რომელიც სმს-ების ლიდერია. ბევრი სამართლიანად აღნიშნავს, რომ სტანისლავის გარეშე აღნიშნული გადაცემის რეიტინგი საერთოდ გაქრებოდა.

image

"10 წელია ამერიკის და ინგლისის „ ცეკვავენ ვარსკვლავებს “ ვუყურებ და ასეთი მიკერძოება ჯერ არ მინახავს ! მოკვდნენ ლიზა ყენიას ქება-დიდებით, რომელიც ფეხებს ძლივს ანძრევს და სტანისლავს თურმე ბრტყელი ფეხები აქვს! კარგით რა, ვერ დავიჯერებ რომ ლიზა ყენიას მეტი სმს-ი აქვს ვიდრე სტანისლავს. ვაი რომ საქართველოს დიდი ხანი ვერაფერი ეშველება!!!"

"არ შეიძლება გოჩა ჩერტკოევმა ყველას შეცდომები დაინახოს და არა მხოლოდ სტანისლავის? შთაბეჭდილება მექმნება, რომ გადაკიდებულია მასზე.
ჟიური უნდა იყოს ნეიტრალური და არა მიკერძოებული!!!!
იმედია sms და ქულები არ დაიკარგება და გადავა შემდეგ ტურში!!!"

"წელს ბოლოჯერ არის და აღარ აპირებთ პროექტის გაგრძელებას თუ რა ხდება? ისედაც რა მაყურებელი გყავდათ აქამდე და ამის შემდეგ რა გეყოლებათ????"

"ერთი იმედის ჟურნალისტია და მეორე სალომე. აბა რიააააა, გორავი როდის წავიდა და ამათ ეხლა გაახსენდათ ვეტო. სტასს ცხრიანები უწერეთ და დანარჩენები ფორთხვით გაიყვანეთ ფინალში. ადგილები ცარიელი, სმს-ები გააყალბეთ და ა.შ. ბრავოოოო, იეეეეეე, ყოჩაღ პროექტიიიი. თქვენს ჩკუაზე ატარეთ. "მხოლოდ საქართველოში"

"სტასი თუ დატოვებს პროექტს მერე ნახეთ გექნებათ თუ არა რეიტინგი ამასაც სტასს უმადლოდეთ რაცა გაქვთ..." - ასეთია ინტერნეტ მომხმარებლების კომენტარები.



imageimage




1
2841
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2841
  
2016, 1 ივნისი, 9:19
ესეც ( ჩაწყობა-გაყალბება) ქართული ხელწერაა
0 1 1