x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134472
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
მეცნიერებმა იუპიტერის თანამგზავრზე სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს!
იუპიტერი არის მეხუთე პლანეტა მზიდან დაშორებით და მზის სისტემის უდიდესი ციური სხეული. პლანეტა ცნობილია ანტიკური ხანიდან და სახელწოდება მომდინარეობს ძველი რომაული ღვთაება იუპიტერიდან, რომლის საპატივსაცემოდაც მიიღო ეს სახელწოდება. მიეკუთვნება გაზის გიგანტების ტიპის პლანეტას. იუპიტერი სიკაშკაშით მეოთხე სხეულია ცაზე, თუმცა შიგადაშიგ მარსი იუპიტერზე უფრე მკვეთრად ჩანს. იუპიტერი მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა. მისი ეკვატორული დიამეტრი 142 900 კმ–ია, პოლარული დიამეტრი 133 700 კმ-ია, რაც დაახლოებით 11.2–ჯერ აღემატება დედამიწის ანალოგიურ მაჩვენებლებს. მასით ის 2.5-ჯერ აღემატება მზის სიტემის ყველა დანარჩენ პლანეტათა მასათა ჯამს.


დღეისთვის იუპიტერს ჰყავს 67 ბუნებრივი თანამგზავრი. აქედან ყველაზე ცნობილია

გალილეო გალილეის ჭოგრიტით აღმოჩენილი 4 იუპიტერის თანამგზავრი: იო,

ევროპა, განიმედე და კალისტო.



image


ნასა უკვე დიდი ხანია, რაც იკვლევს იუპიტერის თანამგზავრს -"ეუროპას". წლების

წინ ამ თანამგზავრზე სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს, მაგრამ ამჯერად უფრო

სერიოზულ დასკვნამდე მივიდნენ. ნასას კვლევით იუპიტერის

თანამგზავრ ეუროპაზე ჟანგბადის და წყალბადის წარმოება ძალიან ჰგავს დედამიწისას.


image


NASA- ს კვლევებისა და განვითარების ცენტრი Jet Propulsion Laboratory (JPL)-ის

მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, შესაძლოა თანამგზავრ ეუროპაზე დედამიწის

მსგავსად სიცოცხლის არსებობა. რადგან იუპიტერის თანამგზავრის ქიმიური

წონასწორობა ძალიან ჰგავს ჩვენს პლანეტისას.


image


"Geophysical Research Letters"- ის ჟურნალზე გამოქვეყნებულ სტატიაზე საუბარია

თანამგზავრე ყინულის ქვეშ მოქცეულ ოკეანეზე, სადაც შესაძლოა მომავალში

სიცოცხლის შესაძლებლობა.


image


მკვლევარების აზრით, იუპიტერიდან გამომდინარე დასხივება თანამგზავრის

გაყინულ ზედაპირზე ქმნის მოლეკულებს და აწვდის ჟანგბადს.


image


უკანასკნელი ინფორმაციით იუპიტერის თანამგზავრ "ეუროპაზე" ჟანგბადის რაოდენობა

წყალბადის რაოდენობაზე 10-ჯერ უფრო მეტია.


image


ნასა უახლოეს მომავალში, უფრო ფართომასშტაბიან კვლევებისთვის იუპიტერის

თანამგზავრ - "ეუროპაზე" კოსმოსური ხომალდის გაგზავნას აპირებს. ხომალდის

გაგზავნის თარიღად 2020 წელი სახელდება.





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

0
785
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
785
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0