x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ნამდვილი ინდური ტკბილეული, მხოლოდ 4 ინგრედიენტით
image

image

აღმოსავლეთის ტკბილეული ყოველთვის გემრიელი და მადის აღმძვრელია. და სულაც არ არის აუცილებელი ინდოეთში წასვლა, რომ ის დავაგემოვნოთ. მისი მომზადება საკუთარ სამზარეულოშიც მარტივად შეიძლება. ამ რეცეპტით ტკბილეულის მომზადება ძალიან მარტივია, ხოლო მისი გემო, გულგრილს არავის დატოვებს!


ინგრედიენტები:


კარაქი — 200 გრ


შირბახტის თესლი (ანუ სეზამი) — 100 გრ.

მშრალი რძე — 100 გრ.

შაქრის პუდრი — 75 გრ.


მომზადება:


1. კარაქი გაადნეთ ღრმა ტაფაში > ჩაყარეთ კარაქში სეზამი და მოურიეთ > დაელოდეთ ვიდრე ფერს შეიცვლის. კარაქი არ უნდა მიიწვას, მაგრამ სეზამი უნდა შეწითლდეს.

2. გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან > დაელოდეთ, ვიდრე გაცივდება ოთახის ტემპერატურამდე.

3. დაამატეთ მშრალი რძე და შაქრის პუდრი > კარგად შეურიეთ ინგრედიენტები.

4. მიღებული მასა გაანაწილეთ პატარ-პატარა ფორმებში. შეგიძლიათ ამისთვის სილიკონის საცხობი ფორმები ან კვერცხის კონტეინერი გამოიყენოთ.

5. გამზადებული ფორმა დესერტით, საყინულეში შედგით 30-60 წუთით.


imageimageimage

2
1287
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1287
  
2016, 31 მაისი, 19:41
მეც მინდა რომ ვცადო, მაგრამ კარაქი მაფიქრებს. უფრო სწორედ ის, კარაქის გემო ექნება თუ არა?
2016, 31 მაისი, 19:07
ძალიან უცხო და საინტერესოა. ცდად ღირს :)
0 1 2