x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
4 წლის ბავშვის გადასარჩენად აშშ-ს ზოოპარკში გორილა მოკლეს!
ამერიკის შეერთებულ შტატების ერთ-ერთ ზოოპარკში გორილასთან ჩავარდა 4 წლის

ბავშვი, რომელიც 10 წუთის განმავლობაში დაძაბულ ვითარებაში აღმოჩნდა! ზოოპარკის დირექტორმა გორილას მოკვლის ბრძანება გასცა, მისი აზრით ბავშვის გადასარჩენად სხვა გზა აღარ ჰქონდათ!


image



აშშ-ს ქალაქ ცინციტატის ზოოპარკში შემთხვევით 4 წლის ბავშვი ჩავარდა იმ ადგილას,

სადაც 17 წლის გორილა ისვენებდა. 180 კილოგრამის სიმძიმის გორილამ პატარა ბიჭი

უმალვე შენიშნა.


არსებული სამოყვარულო კამერების მიერ გადაღებულ კადრებშიც კარგად ჩანს, თუ

როგორ დაათრევს ბავშვს გიგანტური გორილა. რამოდენიმე წუთის შემდეგ, გორილა

გაჩერდება, დააკვირდება ბავშვს... ასე გრძელდებოდა დაახლოებით 10 წუთის

განმავლობაში.


"ჩვენმა გორილამ სხვა გზა არ დაგვიტოვა და მისი მოკვლის ბრძანება გავეცი!" - ეს

განაცხადი გააკეთა ზოოპარკის დირექტორმა გორილის მოკვლის ბრძანების გაცემის

შემდეგ.


17 წლის გორილას ჰარაბე ერქვა, ზოოპარკის თანამშრომლების აზრით გორილაზე

დამაძინებელი საშუალებები არ იმოქმედებდა, ამიტომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება

მისი მოკვლა იყო, რათა 4 წლის ბავშვი გადაერჩინათ. პატარა ბიჭუნა საავადმყოფოში

გადაიყვანეს, არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და

კარგად გამოიყურება.


მოგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ დაახლოებით იგივე შემთხვევა მოხდა

ჩილეში, სადაც მამაკაცი შევიდა ლომებთან. შემთხვევას უბედურება მოჰყვა, ლომებმა

მამაკაცი დაგლიჯეს.






სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი








4
704
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
704
  
2016, 30 მაისი, 19:42
საინტერესოა, დამაძინებელი საშუალებები რატომ ვერ იმოქმედებდა?
2016, 30 მაისი, 12:11
ასეთი შემთხვევები ხდება როცა უყურადღებო მშობლები არსებობენ..სამწუხაროდ
2016, 30 მაისი, 12:10
კი მაგრამ, პატრონი სად ყავდა ამ ბავშვს??!!!
2016, 30 მაისი, 12:09
მშობლებს ეძინათ?
0 1 4