x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
'' ლექსი ,რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა და შემსრულებელი დღემდე უცნობი იყო..შმაგი მეძმარიაშვილი /თუ გიყვარს/ . '' ''

image მოგვიყევი რითი ხართ დაკავებული ამჟამად?

-პირველ რიგში მოგესალმებით და მივესალმები ინტერმედიას.ამჟამად ვმუშაობ საქართველოს რკინისგზის სადგურში და პარალულად დაკავებული ვარ შემოქმედებითი სფეროთი.როგორებიც არის :პოეზია, პროდიუსერინგი და ქორეოგრაფია.

- თქვენ ერთ-ერთი ცნობადი შემსრულებელი ხართ იმ ლექსის, რომელმაც დაიპყრო ინტერნეთ სივრცე, რატომ გადაწვიტეთ ამ ლექსის წაკითხვა?

- ცოტა არ იყოს ცნობადი გადაჭარბებული ნათქვამია, ლექსის ავტორი მოგეხსენებათ, ქალბატონი ნანა მეფარიშვილია.როდესაც პირველად გავეცანი ამ ლექს გადავწყვიტე ''სვანის '' ერთ-ერთ მელოდიაზე წამეკითხა და ჩამეწერა ეს ლექსი.ჩემი ხედვა და შინაგანი სამყარო აღმოვაჩინე ამ ლექსში.


- თქვენს შესახებ ინფრომაცია მოვიძიე სოციალურ ქსელში და აღმოვაჩინე, რომ ლექსის კითხვის გარდა ასევე მღერით, როგორ ფიქრობთ რომელი სფერო უფრო ახლოსაა თქვენთან?

- საინტერესო კითხვაა და შევეცდები ამომწურავად გაგცეთ პასუხი.სრულყოფილად პოეზიაში ვგრზნობ თავს მით უმეტეს თუ კი მსმენელიც ადეკვატურია და კომპეტენტური პოეზიის მიმართ.რაც შეეხება სიმღერას ხმოლოდ ჰობია და არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია გავხდე მომღერალი.ეს უბრალოდ იმ სულიერი და აზრობრივი სმაყაროს ნაწილია, რასაც ხელოვნება ჰქვია.

- ბატონო შმაგი თქვენ მიწვეული იყავით არაერთ სატელევიზიო გადაცემაში, რამ განაპირობა თქვენი ასეთი წარმატება?

- წარმატებას ვერ დავარქმევდი თუმცა მადლობას გადავუხდიდი თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მომცა საშუალება ჩემი თავის რეალიზება მომეხდინა სწორად.სავალდებულო არ არის წერდე და თავად ქმნიდე და შემდგომ ამისა ხდებოდეს იმ ყოველივეს საზოგადოდ აფიშირება.მე ვფიქრობ ბევრი რამ აკლია ჯერ კიდევ იმ ყოველივეს, რასაც ქვია საქართველოში გერქვას წარმატებული.ტელევიზია, პრესა და რადიო მაუწყებლობა არ ნიშნავს წარმატებას.იქ სადაც ზოგიერთები დედის უნიტაზს რითმავს და ნაბოზარ მამას, წარმატებას ვერ დავარქმევდი ამ ყოველივეს.

- უდაოოდ ნიჭიერი ახალგაზრდა ბრძანდებით, რომელმაც კარგად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები.ახლა კი თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რას აპირებთ სამომავლოდ?


-სამომავლოდ ისევ ვაპირებ გავაგრძელო ჩემი მსმენელისა და ემიგრატების გულის გახარება, თითოელი მათგანს მოვეფერები და ვეტყვი, რომ უბრალოდ შმაგი მეძმარიაშვილს ძალიან უყვარს თითოეული მათგანი.

- საინტერესო რესპოდენტი ბრძანდებით, გისურვებთ კარიერულ ზრდას, მადლობთ ინტერვიუსთვის.

0
304
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია ცინარიძე
ნათია ცინარიძე
304
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0