x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დაუნის სინდრომი არ ნიშნავს უუნარობას

imageდღესდღეობით ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური თემაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და ხალხის დამოკიდებულება მათ მიმართ. გადავწვიტე უფრო ფართოდ გავცნობოდი ამას და ამიტომ შევეცდები გავარჩიო საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად, ხოლო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. ალბათ, ყველას გაგვიგია სიტყვა დაუნი, რომელსაც მთელი თბილისი ხმარობს ყოველდღიურ ურთიერთობაში. მათთვის ეს დამამცირებელი სიტყვაა, და იშვიათად თუ ვინმე დაინტერესდება საიდან მოდის ეს ტერმინი. დაუნის სინდრომი — ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. დაავადება პირველად აღწერა ჯონ დაუნმა 1866 წელს, რომელსაც თავდაპირდევლად მონგოლიზმი უწოდა, თუმცა ეს რასისტული მიდგომა 1972 წელს შეწყდა და მას შემდეგ ამერიკის მონგოლიზმის საზოგადოებას ამერიკის დაუნის სინდრომის ასოციაცია ეწოდა.

დაუნის სინდრომს აქვს ყველაზე თვალშისაცემი ფიზიკური გამოვლინება :

სახის ბრტყელი პროფილი, სწორი კეფა, მოკლე კისერი, პატარ კიდურები, პატარა ცხვირი, პირის ზომასთან შედარებით დიდი ენა, გაღებული პირი, რაც დაკავშირებულია პასუხისმგებელი კუნთების დაბალ ტონუსთან და ნიობის განსაკუთრებულ აღნაგობასთან ... ასევე დაუნის სინდრომისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენა, რაც დაკავშირებულია, როგორც ბიოლოგიურ ფაქტორებთან, ასევე ბავშვის რეაბილიტაციასთან. ისინი უფრო გვიან სწავლობენ ჯდომას, სიარულს, ლაპარაკს, თამაშს და ა.შ. ყველა ზემოხენებული უნარის განვითარება ინდივიდზეა დამოკიდებული. ერთნი სიარულს 2 წლის ასაკში იწყებენ, სხვანი კი — 4 წლიდან. იმისთვის, რომ დავაჩქაროთ ეს პროცესი, იყენებენ სხვადასხვა ფიზიოთერაპიულ საშუალებებს. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები მგრძნობიარენი არიან ფიზიკური და სოციალური გარემოს მიმართ, უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და არიან ცნობისმოყვარენი.
მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არა რის დადგენილი რამ შეიძლება გამოიწვიოს 21-ე ქრომოსომაში არსებული ზედმეტი ქრომოსომა, მეცნიერები თვლიან რომ დედის ასაკი დიდ როლს თამაშობს, კერძოდ დედის ასაკის მატებასთან ერთად იზრდება დაუნის სინდრომის განვითარების რისკი. დედის მიზეზით ხდება ეს თუ მამის (დიახ, ყოველთვის დედა არ გახლავთ დამნაშავე!), ასეთი ბავშვები მაინც იბადებიან და არც თუ მარტივი ცხოვრება აქვთ და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, არ გვინდა დავინახოთ, ვინ არიან ისინი, რა შეუძლიათ, რა უყვართ, როგორ ცხოვრობენ…
დიახ, რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად იმუშაონ, იცხოვრონ და საზოგადოების სრულყოფილი წევრებიც გახდნენ. მართალია, ეს მათთვის უფრო რთულია, ვიდრე ჩემთვის და შენთვის, თუმცა – არა შეუძლებელი. რა შეგიძლია გააკეთო მათთვის? აღარასდროს მოიხსენიო სიტყვა “დაუნი” არასწორ კონტექსტში, რადგანაც დაუნის სინდრომი სასირცხვილო არ გახლავთ! ეს ადამიანები შენ გვერდით ცხოვრობენ, მათსა და შენ შორის განსხვავება მხოლოდ ერთი ზედმეტი ქრომოსომაა!
ჩემი აზრით ეს სინდრომი სიყვარულის განსახიერებაა, ოცდასამი ქრომოსომა დედისგან, ოცდასამი მამისგან, ერთი კი ღვთის საჩუქარია, სრულყოფილებასთან მისაახლოვებლად.

0
425
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ბროლაძე
მარიამ ბროლაძე
425
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0