x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
სკანდალი რობი უილიამსის "უკანალის" გარშემო არ წყდება-"ზოგს შოუ ტ**** და "სვეტამუზიკა" გონია..."

image
სოციალურ ქსელში ქართველი საზოგადოების დაპირისპირების კიდევ ერთ-ერთი მიზეზი რობი უილიამსის კონცერტი გახდა. განსაკუთრებით მწვავე კამათი მიდის მომღერლის მიერ უკანალის ჩვენებასთან დაკავშირებით. ცნობილი ქართველებიც აქტიურად არიან ჩაბმული რობი უილიმასის ჩამოყვანასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟში.

მომღერალი მაია დარსმელიძე ამასთან დაკავშირებით წერს:



"პოსტი რობი უილიამსზე გაკვრით, მაგრამ იდეაში არა რობი უილიამსზე
ადრეც მქონდა დაწერილი, რომ არაფერს ვერჩი რობი უილიამსს, მაგრამ მისი მსმენელი არ ვარ. ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, მეტად საინტერესოა მუსიკოსი, არტისტი, რომელიც ქმნის ექსპერიმენტულ მუსიკას და რამდენიმე ინსტრუმენტსაც ეუფლება. ეს ჩემი მუსიკალური შეხედულება და არჩევანია, და ამ თემაზე მგონი აღარ მომიწევს კამათი.
ეს შესავალი მათთვის, ვისაც რობი უილიამსის ფანად მიაჩნია თავი - შეურაცხყოფილად რომ არ იგრძნონ თავი.
პოსტი სულ სხვა თემაზეა:
"აუუ, ესეთი შოუ ჯერ დადოს ვინმე ქართველმა და მის მოშვერილ ტრ**საც ავიტან", ან " ნეტა რობის შეედრებოდეთ აქედან (საქართველოდან) რომელიმეო", რომ პოსტავენ ზოგიერთები...
სერიოზულად მაინტერესებს, ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ საქართველოს ყავს ძლიერი მუსიკოსები? უბრალოდ უკიდურესად ღარიბ და უმრავლესობაში ბანძი გემოვნების შემფასებელ-დამფასებლებით გაძეძგილ ქვეყანაში ეგ რომ "ცოტა" რთული ამბავია, თუ ხვდებით? ექვსი მილიონი დაჯდა თქვენი აწ უკვე ძმაკაცი "რობი", "პონტი", რომელმაც იმდენად გაგაოცათ და დაგაგოიმათ, რომ თქვენივე საკუთარი ჯიბიდან დაფინანსებული 29 მილიონის მერე, ბილეთიც ისევ თქვენვე გაყიდინათ და ბედნიერი სახეებით უკვე არამშიერ-მწყურვალე სახალხო მადლობებიც გაწერინათ... მილიონი არა - სტო ტიშით დაეფინანსებინათ ვინმე ჩვენიანი მართლა ღირებული მუსიკოსი და ნახავდით - ვის რისი ტრ*** აქვს... მაგრამ იმდენად არაადეკვატური ტიპები წყვეტენ ამ ქვეყანაში სტოსი ვინ უნდა წაიყვანოს, რომ ამდენი პლასტმასის შემხედვარე მსმენელს გონია, რომ ქართველი მუსიკოსები, როგორც ერთმა ტაქსისტმა მითხრა, "დაჟე რუსულ ესტრადაზე უარესები არიანო"...
ან კიდე ზოგს შოუ - ტ**** და "სვეტამუზიკა" რომ გონია, მაშინ ის, რასაც მე და ჩემნაირები ვეძახით შოუს - რაღაა??
ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც გრეგორი ლეფსებს და შუფუწინსკებს პერეანშლაგი აქვს და რობი უილიამსის კონცერტზე ყველაზე წინ, სუპერფანებისთვის განკუთვნილ ზოლში დგება ვინმე საყვარლობა და მისი "კუმირის" ერთი სიმღერის ტექსტიც არ იცის... ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ვინმე განუვითარებელი ხიხოშკა აქაურ მუსიკოსს ეტყვის - "მიდი და იშოვე შენც მილიონები და გააკეთე რამე მსგავსიო".
აი ასეთს რა უნდა უპასუხო?? "imageimageimage


5
936
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
936
  
6 მილიონად ხო დააგებდნენ გზას სვანეთში,ან ყაზბეგში,და ქართული სოფლებიც აღარ დაცარიელდებოდა,გაუდაბურებულია იქაურობა უგზობისა და უშუქობის გამო......ვაჰ ბედკრულო საქართველო???.... საით მიექანები..... რ.უ.სს არ გავ...ი?
2016, 30 მაისი, 14:37
ყველა ჰეიტფილდი, მორისონი, კობეინი და გილანი ვერ იქნება, მაია... აზრი უნდა გამოთქვათ, მაგრამ თქვენ რომ ვინმეს გემოვნებას დაუწუნებთ, ჯერ იქნებ საკუთარ და თქვენი მოწონებული ქართველი მომღერლების "რეპერტუარს" გადახედოთ და მერე ლანძღოთ რობი, რომელსაც მთელ მსოფლიოში მილიარდი ფანი ყავს ;) პ.ს დაფინანსება არ გაკლდათ წლების წინ, მაგრამ მდარე ხარისხის მუსიკას ვერ გაცდით...
2016, 30 მაისი, 10:05
საერთოდ არ ხარ მაია იმ დონის მუსიკოსი რომ ესე დაგვმოძღვრო.(უბრალოდ ამბიციური ხარ).
აბა მიშას ჩამოეყვანა?ხო დაიწყებდი დედა ეს რა ვნახეო?
9 წლის მანძილზე მაია,სტიოპა,კახუჩელა,ნინა და ა.შ. იყავით მარტო ეგ აღარ გახსოვს?
მამენტ ყველაფერი კარგად გახსოვს პროსტა გენატრება ის დრო:-))))
P.S. არც რობის ფანი ვარ და არც ოცნების..ვიცნობ ამ ვიგინდარებს და კარგად ვიცი როგორ არის მოწყობილი მათი ტვინი..
2016, 29 მაისი, 15:25
ახლა მოდაშია, ,,ცნობადი,, სახეების მიერ ღრმადფილოსოფიურგინებაჩართული კომენტარების გამოქვეყნება)) ვიღაცას ,,შუფუწინსკი,, მოსწონს, ვიღაცას ელა ფიცჯერალდი... ოღონდაც ნუ მოძღვრავთ ერს, ქალბატონო მაია, რაააა.
0 1 5